გართობაუცნაური

ცნობილი ადგილების უცნაური სახელწოდებანი

f6fee7b04be7

დედამიწაზე არსებობს ადგილები, რომლებსაც ერთმანეთისგან რაიმე განსაკუთრებული თვისება ან შემთხვევა გამოარჩევს. შესაბამისად ნამდვილ სახელებთან ერთად მათ სხვა უცნაური (უცნობი) სახელწოდებებითაც მოიხსენიებენ. დღევანდელი პოსტი სწორედ ასეთ ადგილებზეა.

1. მკვლელი კუნძული | ახალი შოტლანდია.

79c43f2c324f

მკვლელი კუნძული – ასე უწოდებენ ატლანტის ოკეანეში, ახალ შოტლანდიასთან მდებარე კუნძულებს, რომელებიც კანადის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობენ. მიუხედავად მათი სილამაზისა, ისინი ერთი იდუმალი და ავისმომასწავებელი მკვლელი კუნძულის სახლს წარმოადგენენ.

ერთ-ერთი პირველი უცნაური ისტორია გვაბრუნებს 1735 წელში, როდესაც გემმა “Baltimore” კუნძულის მიუდგომელი ნაპირი აღმოაჩინა. ეს ადგილი სისხლით მორწყული და ყველასგან მიტოვებული იყო, გარდა ერთი იდუმალი ქალისა, რომელიც საკმაოდ უცნაურ ისტორიებს ჰყვებოდა. მან ეკიპაჟის წევრებს უამბო, რომ ეს სისხლის კვალი კატორღელთა აჯანყებისა და ინდოელთა ხოცვა-ჟლეტის შედეგი იყო. მსმენელებს ძალიან გაუკვირდათ, რადგან აქამდე მსგავს შემთხვევაზე არაფერი სმენოდათ. საქმეში უკეთ გარკვევა კი არ დასცალდათ, რადგან იდუმალი ქალი თავის საიდუმლოსთან ერთად ოგზოუკვლოდ გაქრა.

შემდეგი ისტორია მოგვითხრობს ეპიდემიაზე, რომელიც 1700 წელს ფრანგული ფლოტის მეშვეობით კუნძულის მიმდებარე ტერიტორიებზე გავრცელდა. ამ ეპიდემიამ უამრავი ხალხი შეიწირა. ათასობით გვამი მკვლელ კუნძულზე მიიტანეს და იქ დამარხეს. უცნაური ის არის, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში ამ გვამების ძვლები მიწის ზედაპირზე ამოვიდა და კუნძულის მთლიანი პლიაჟის ტერიტორიას მოედო. რათქმაუნდა ვერავინ შეძლო ამ ფაქტის ახსნა, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ეს კუნძული რაღაც ავ და იდუმალ ძალას ინახავდა.

2. ჯოჯოხეთის სამზარეულო | ნიუ-ორკი

0aa6bb72bc3b

ნიუ-ორკის ერთ-ერთ რაიონს, მაჰეტენს, ჯოჯოხეთის სამზარეულო მას შემდეგ დაერქვა, რაც იგი ცნობილი ბოროტმოქმედებით, მუღებელი სექსუალური ცხოვრებითა და ძალადობით გახდა.

ამერიკის სამოქალაქო ომის შემდეგ (1861-65) ქვეყანაში, განსაკუთრებით კი ნიუ-ორკში, დანაშაულის რიცხვმა და უფრო მეტად სხვადასხვა ბანდების რაოდენობამ იმატა. თითოეულ მათგანს მოძალადე და დაუნდობელ ადამიანთა დაჯგუფებების სახე მიეცა. ამიტომ მანჰეტენი ცნობილი გახდა, როგორც “ყველაზე საშიში ადგილი ამერიკის კონტინენტზე”.

1920 წელს ამერიკაში კანონი დამტკიცდა, რომელიც მაგარი სასმელების გაყიდვას კრძალავდა. ამის გამო ბანდებმა არალეგალურ ვაჭრობას, პროსტიტუციასა და ფულის გამოძალვას მიჰყვეს ხელი. ბანდები არც ამას სჯერდებოდნენ და ეთნიკურ უმცირესობებს საშინლად ავიწროვებდნენ. ეს ყველაფერი საფუძვლად დაედო მიუზიკლის სახის ფილმის გადაღებას West side story.

დღესდღეობით ჯოჯოხეთის სამზარეულო წარსულს ჩაბარდა, თუმცა წინასაუკუნისდროინდელი საშინელი ისტორიები ხალხის მეხსიერებაში ისევ იჩენს თავს.

3. სიკვდილის ზონა.

168cf081ae40

ეს არ არის რომელიმე კონკრეტული ადგილი, მაგრამ მოიცავს ყველა იმ მწვერვალს, რომელთა სიმაღლეც ზღვის დონიდან 8 000 მეტრს აჭარბებს. უფრო მაღლა ჟანგბადის საშინელი ნაკლებობაა და არასაკმარისია სიცოცხლის შენარჩუნებისათვის. ასობით ალპინისტი შეიწირა ამბიციას, დაებყროთ მწვერვალი. ჟანგბადის ბალონების გარეშე კი ამ სიმაღლეზე ვერავინ გადარჩება. უჟანგბადობა გულისა და ფილტვების პრობლემებს, ჰალუცინავიებსა და საბოლოო ჯამში სიკვდილს იწვევს. საუბედუროდ ბევრი მათგანის გვემების ჩამოტანა ვერ ხერხდება, ან უბრალოდ იქ დაღუპულ ალპინისტებს იქვე ასაფლავებენ, ამიტომ სიკვდილის ზონა ერთ ყველაზე მაღლა მდებარა სასაფლაოს წარმოადგენს.

4. სიკვდილის ველი | კალიფორნია. აშშ.

c33d95508c63

სიკვდილის ველი ამერიკაში, კერძოდ კალიფორნიის არმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ეს ერთ-ერთი ყველაზე ცხელი, მშრალი და არასტუმართმოყვარე ადგილია დედამიწაზე. იგი ასევე ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე დაბალი ადგილი, ზღ. დონიდან 282 ფუნტი, ანუ 89 მეტრია.

ადრე ერთ პოსტშიც მეწერა, რომ სიკვდილის ველიზე იდუმალი, მოძრავი ქვები ათეული წლების წინ იქნა აღმოჩენილი . ეს ფენომენი ბევრი მეცნიერის დავის საგანი გახდა. გლუვ ზედაპირზე ლოდები გადაადგილდებიან ადამიანებისა და ცხოველების ყოველგვარი ჩარევის გარეშე. რამდენიმე მეცნიერმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ქვების მოძრაობის მიზეზი ძლიერი ქარი ან ყნულის ზედაპირი შეიძლება ყოფილიყო. თუმცა ამ თეორიის დამამტკიცებელი საბუთები ვერ მოიძებნა, რასაც თავისმხრივ ეწინააღმდეგებოდა ქანების თავისებური განლაგება.

1993 წელს სიკვდილის ველი ამერიკის ეროვნული პარკის ნაწილი გახდა. შესაბამისად ტურისტებს სურვილი უჩნდებათ ამ ადგილის მონახულების. თუმცა ეს მხოლოდ პროფესიონალ გიდთან ერთად არის შესაძლებელი, გამომდინარე იქედან, რომ სიკვდილის ველი ბევრი გზააბნეული ადამიანის საბოლოო სამყოფელი გამხდარა. :)

მსგავსი ამბები

Back to top button