გასართობისაკითხავისასარგებლო

რა გვაღიზიანებს სამსახურში ყველაზე მეტად?

სამსახურში, მუშაობისას ბევრმა რამემ შეიძლება მოგვიშალოს ნერვები და გაგვაღიზიანოს. აბა ვნახოთ, თქვენს ის გაღიზიანებთ, რაც სხვებს? გაგრძელებაშიიი….

სამსახურში, თითქმის ყოველი ჩვენგანი, დაახლოვებით სიცოცხლის მესამედს ატარებს. ამიტომ საჭიროა, რომ მუშაობისას არაფერმა გაგვაცდინოს და გაგვაღიზიანოს. სამწუხაროდ, ასეთი იდეალური გარემო იშვიათადაა ჩვენს გარშემო. ავსტრალიელმა მეცნიერებმა 7 რამ გამოავლინეს, რაც ყველაზე მეტად აღიზიანებს ოფისში მომუშავე ადამიანებს.

1. როცა ფეხით (ქუსლით) აკაკუნებენ
რა თქმა უნდა, ამ დროს თქვენი მეზობელი ფიქრობს და სწრაფად აზროვნებს. ავსტრალიელი მკვლევარების გამოკითხვამ აჩვენა, რომ ბანკირებისა და კლერკების უმრავლესობა (და არა მხოლოდ), ამ თითქოს უწყინარ ჩვევას, მწყობრიდან გამოყავს. კვლევების მიხედვით, ქუსლის კაკუნი აღიზიანებს მამაკაცთა 45% და ქალების 95%-ს. ეს იმით აიხსნება, რომ ძლიერი სქესის წარმომადგენლები გამოხატავენ რიტმში თავის მიზნებს (?). აქამდე ვერ გარკვეულა, როგორ შეიძლება ამ პრობლემის თავიდან აცილება. ზოგიერთის აზრით, ამისგან გამოსავალი რეზინიანი ფეხსაცმლის ყიდვაა. ზოგი კი გამოსავალს ,,მოწინააღმდეგისათვის” თავში ჩაკაკუნებაში ხედავს.

2. როცა გასაღებს მაგიდაზე აგდებენ
ოფისის ძვირფასო თანამშრომლებო, გაუფრთხილდით თქვენსა და თქვენი გარშემომყოფების ნერვებს! არ არის იმაზე მეტად გამაღიზიანებელი რამ, როცა გულზე გხვდება გასაღების ხმამაღალი დაბრახუნება მაგიდის ზედაპირზე. ასეთი სახით თქვენ შეგიძლიათ გამოხატოთ თქვენი გაბრაზება და უკმაყოფილება, მაგრამ თქვენ გემაურებათ საშიშროება ზუსტად ასეთივე უკმაყოფილება იგრძნოთ კოლეგებისგან. ამიტომ, შემდეგში, სანამ გასაღებს მაგიდაზე მოისვრით, ათამდე დაითვალეთ.

3. როცა არ იყენებენ დეზოდორანტს
ამ საშუალების დაბადების წლად 1955 წელს ვარაუდობენ. უბრალო თანამშრომლებმა ამ საშუალების გამოყენება დაახლოებით ერთი წლის შემდეგ დაიწყეს. 2008 წლამდე, ოფისების ბევრმა თანამშრომელმა მამაკაცმა, არც კი იცის ამ საშუალების არსებობის შესახებ. ეს განსაკუთრებით სამწუხაროა ამ ადამიანების კოლეგებისთვის, მითუმეტეს მაგიდის ,,მეზობლებისათვის”. წარმოიდგინეთ, რამდენად სასიამოვნოა, როცა თქვენს გვერდით მომუშავე მარათონული რბენით მივიდა ავტობუსამდე, შემდეგ მეტროთი იმგზავრა, ახლა კი უახლოეს 8 საათს პირდაპირ თქვენი ცხვირის წინ გაატარებს. ( :vaime: )

4. მობილური ზარების შემოტევა
ადრე, Siemens A 35 პერიოდში, ორიგინალური მობილური ზარების მოყვარულები 2 დოლარს იხდიდნენ მასში. ინფრა-რედისა და Bluetooth გამოგონების შემდეგ, ადვილი და უფასო გახდა მთელი ჰიტ-პარადის საკუთარ მობილურში გადატანა. მალე კი, ოფისში წყნარად მუშაობის მსურველები, ფულს გადაიხდიან, რათა ზარები აღარ მოისმინონ. არა და ეს სულ უბრალოდ გამოსასწორებელია: ჩართეთ ვიბრო რეჟიმი, ან უბრალოდ დაუწიეთ ზარს.

5. ბევრი სუნამო
წარმოიდგინეთ, როცა ადამიანი, რომელიც თქვენს გვერდით მუშაობს, იყენებს Chanel-ის ბოლო კოლექციას და ამტკიცებს, რომ ახლა ყველა ვარსკვლავი ამას იყენებს. შესაძლებელია იყენებს, მაგრამ არ ,,იბანს” მასში. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სუნამოს განსაკუთრებით ბევრი რაოდენობა ამცირებს თქვენს შრომის უნარს და სურვილს.

6. ლორწოვანი და სურნელოვანი საკვები
არაფერი ისე არ წყვეტს სამუშაოსდან, როგორც თქვენი კოლეგის პირის წკლაპუნი. არა, საჭმელი თავისთავად ძალიან კარგია, მაგრამ როცა მისი სუნი ათ მეტრში გცემს, თანაც შემდეგ ნამცეცები მაგიდასა და კლავიატურაზე აღმოჩნდება, ეს უკვე ნამდვილად გამაღიზიანებელია.

7. როცა იჭრებიან შენს პირად სივრცეში
თუ თქვენ კომპანიაში მეორე ადამიანი ხართ, მაშინ შეგიძლიათ ერთბაშად 10 კომპიტერი დაიკავოთ. მაგრამ თუ თქვენ რიგითი მუშაკი ხართ, მაშინ თქვენს განკარგულებაში მხოლოდ ერთი სამუშაო მაგიდაა და შეიძლება ერთიც კომპიუტერი. სამწუხაროდ, ზოგს ნორმალურად მიაჩნია, სხვის სამუშაო ადგილზე ქაღალდებისა თუ სხვა ნივთების განთავსება. ასევე სხვისი კომპიუტერის გამოყენება. წარმოიდგინეთ, რამდენად გამაღიზიანებელია, როცა თქვენს დესკტოპზე აღმოაჩენთ სრულიად უსარგებლო ,,ფოლდერებს”, სურათებს და ფაილებს. პერსონალური კომპიუტერი (თუნდაც კომპანიის საკუთრება) შექმნილია იმისათვის, რომ მასზე იმუშაოს მხოლოდ ერთმა ადამიანმა და არა მთელმა განყოფილებამ. :yes:

აბა, გაგახსენდათ თქვენი განცდები? მე ბევრი რამ განმიცდია ამათგან და თქვენი არ ვიცი. :papa:

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close