არქივი

ლუდი

d9415a9637dd

ლუდის წარმოება უძველეს ხალხს უკავშირდება რომლებიც ეფრატსა და ტიგროსს შორის ცხოვრობდნენ. ყველაფერი დაიწყო მაშინ, როდესაც მათ შეიტყვეს რომ მორჩენილი პურის ცომი დრო და დრო უფრო ნესტიანდებოდა და ფუვდებოდა. ჰაერიდან მოხვედრილი საფუარის ნაწილაკები იწვევდა ბუნებრივ დუღილის პროცესს. სწორედ მას შემდეგ, რაც ისწავლეს დუღილის პროცესის კონტროლი, დასაბამი დაედო ლუდის ხარშვის ხელოვნებას . თავდაპირველად ლუდს ზებუნებრივ ღვთისნიერ სასმელად მიიჩნევდნენ. ბაბილონის მეფის ჰამურაბის მიერ იქნა გამოცემული პირველად ლუდის დამზადების მარეგულირებელი ბრძანებულება რომელიც ქვის ლოდზე რომელიც დღეს პარიზში ‘’ლუვრში’’ინახება.ისტორიულ მონაცემებზე დაყრდნობით ჩვ.წ მე-4 საუკუნეში ლუდს პირვლად შუმერები ხარშავდნენ.ძველი ეგვიპტელები ლუდს ცომისგან ამზადებდნენ და მას არომატისთვის ფინიკს უმატებდნენ.ლუდის დამზადება გერმანელებმა ჩწ. 800 წელს დაიწყეს.შუასაუკუნეებში ბერები ლუდს ტრაპეზის დროს მიირთმევდნენ,დგეში 5 ლიტრას.მე-19 საუკუნის დასაწყისში დანიელმა მეცნიერმა კრისტიან ჰანესმა მოახერხა საფუარის მოლეკულური გამოცალკევება და მისი გამრავლება,ამით საფუძველი დაედო დუღილის პროცესის განვითარებას და მის სუფთათ მიმდინარეობას. ბავარიის გაიზენფელდში განსაკუთრებული “ქერის წვენის” შესახებ საუბარი 736 წელს დაიწყო. 766 წელს ლუდის ისტორიაში პირველად, ხელი მოეწერა შეთანხმებას ლუდის ქ. გაიზინდენიდან სანქტ გალენის მონასტერში მიწოდების თაობაზე.

შუა საუკუნეებში მონასტრები დიდ როლს თამაშობდნენ ლუდის წარმოებაში. სწორედ ამიტომ ბევრ ლუდს ახლაც რელიგიური ორდენების სახელი ჰქვია, ასე მაგალითად Paulaner ან “Franziskaner”. თავდაპირველად ლუდს სამხრეთ გერმანიაში ხარშავდნენ. მოგვიანებით კი ის ისეთი პოპულარული გახდა, რომ მისი წარმოება მთელ ქვეყანაში დაიწყო.

1516 წლის 23 აპრილს, ბავარიის ჰერცოგმა ვილჰელმ IV-მ ლუდის სისუფთავესთან დაკავშირებით, სპეციალური დებულება გამოსცა, რომელსაც 1919 წლიდან გერმანიაში დიდი ძალა აქვს. მასში ნათქვამია, რომ ლუდის დასამზადებლად ნებადართულია მხოლოდ თავთავის, სვიისა და წყლის გამოყენება. ასე დაიბადა მსოფლიოში პირველი კანონი სასმელი პროდუქტის შესახებ…1. წყალი_ ლუდის ძირითდი კომპონენტია .იგი ლუდის ხარშვისას გამოყენებული ნედლეულის თითქმის 90% შეადგენს.მისი ხარისხი უმაღლესია და ხშირ შემთხვევაში დასალევ წყალზე სუფთაც.ღია ფერის ლუდებისთვის უფრო რბილი წყალი გამოიყენება ,ხოლო მუქი ფერისთვის სიხისტის მქონე წყალს.2 ალაო_ის კომპონენტია რომელიც მას განსაკუთრებულ გემოს და ფერს შესძენს.ალაო ქერის სპეციალური გაღვივების შედეგად მიიღება.სხვადასხვა ლუდების დამზადებისას ხშირად ხორბლის მარცვალსაც იყენებენ განსაკუთრებული გემოსა და ფერისთვის. 3. სვია_ლუდს სპეციფიურ არომატსა და ტიპიურ სიმწარეს აძლევს,სწორედ სვიის დამსახურებაა ახლად ჩამოსხმული ლუდის ქაფი.სვიას აგეთვე აქვს დამამშვიდებელი თვისებაც. 4. საფუარი _რომელსაც წყლისა და ალაოს ნაზავი დუღილის პროცესამდე მიყავს.სწორედ ამ დუღილის დროს გარდაიქმნება ალაოს ნახშირისგან ნახშირმჟავა ,ხოლო ნახშირმჟავისგან ალკოჰოლი.საფუარი ეს არის სოკოს ფორები ,რომლების ხშირად ჰაერშიც გვხვდება .

c318eaccb523

ლუდი, მცირეალკოჰოლიანი არომატული სასმელი, რომელსაც სვიის მომწარო გემო დაჰკრავს; ღებულობენ ქერის ალაოს,სვიისა და წყლისაგან მიღებული ტკბილის ალკოჰოლური დუღილით. ზოგიერთი ხარისხის ლუდის მისაღებად ქერის ალაოს ნაწილობრივ ცვლიან ბრინჯის, სიმინდის ან ქერის ფხვნილით, აგრეთვე შაქრით. ლუსის მიღების ტექნოლოგიური პროცესის ძირითადი სტადიებია: ქერის, ალაოსა და ლუდის ტკბილის დუღილი ლუდის საფუვრით; დადუღება (დამწიფება); გაფილტვრა და ჩამოსხმა. ალაოს მისაღებად ქერს წმენდენ, ახარისხებენ, ალბობენ, აღივებენ. შემდეგ მწვანე ალაოს აშრობენ, აცლიან ღივებს და აყოვნებენ. ლუდის ტკბილის მისაღებად ალაოს აპრიალებენ, აქუცმაცებენ და წყალში ურევენ, მიღებულ მასალაში განსაზღვრულ ტემპერატურაზე მიმდინარეობს ფერმენტაციული პროცესები, რომელთაგან ძირითადია სახამებლის დაშაქრება, რომლის დამთავრების შემდეგ მასალას ფილტრავენ და გამჭვირვალე ტკბილის სვიასთან ადუღებენ საჭირო სიმკვრივის ნარევის მიღებამდე. შემდეგ ტკბილს აცლიან სვიას, წმენდენ და აცივებენ. ტკბილს ადუღებენ ლუდის სპეციალური საფუვრით. სადუღარ აპარატებში (ტემპერატურა 5-9 °C, დროის ხანგრძლივობა -7-8 დღე-ღღამე), რის შედეგად მიიღება მჭვანე ლუდი, რომელსაც დასადუღებლად და დასამწიფებლად გადიტანენ დახურულ ცილინდრულ ჭურჭელში, ე.წ. ტანკში (დროის ხანგრძლივობა 21-90 დღე-ღამე, ტემპერატურა 0-2 °C). აქ ლუდი გაჯერდება ნახშირორჟანგით, იწმინდება და იღებს საჭირო გემოს. საბოლოოდ ლუდს ფილტრავენ, შემდეგ კი ჩამოასხამ კვირაში 1,5-2 ლ ლუდი სასარგებლოა, ამტკიცებენ მეცნიერები ლუდი აჩქარებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას, აახალგაზრდავებს უჯრედებს; გერონტოლოგებს მიაჩნიათ, რომ დღეში 1-2 ჭიქა ლუდი აფერხებს ორგანიზმის დაბერებას.იაპონელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ლუდი გამოდევნის ორგანიზმიდან კანცეროგენურ ნივთიერებებს და 2-3-ჯერ ამცირებს კიბოთი დაავადების რისკს.

ლუდი ერთადერთი სასმელია, რომელიც ორგანიზმიდან გამოდევნის ალუმინის მარილს, კლავს წყურვილს. ლუდი შეიცავს მინერალებსა და ნახშირორჟანგებს, აფართოებს საჭმლის მომნელებელი ორგანოების ლორწოვანი გარსის კაპილარებს, რითაც ხელს უწყობს სისხლში სითხის სწრაფად მოხვედრას.

ის ერთადერთი ალკოჰოლური სასმელია, რომელიც შეიცავს სვიის ისეთ ნივთიერებას, რომელიც ააქტიურებს კუჭის წვენის გამოყოფას და ამცირებს ალკოჰოლის ზემოქმედებას, ეწინააღმდეგება ბაქტერიების გამრავლებას, აქვს ტკივილგამაყუჩებელი და დამამშვიდებელი თვისებები.

ლუდი ნაკლებკალორიულია. სიმართლეს არ შეეფერება – ლუდი ასუქებსო, უბრალოდ, ის მადას მატებს.
0,5 ლ ლუდის მიღება ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს 20%-დან 5%-მდე. ასევე აფერხებს ათეროსკლეროზისა და მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებას, ხელს უწყობს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის განკურნებას. აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, უზმოზე 1/2 ჭიქა ლუდის მიღება წმენდს კუჭს ლორწოსგან, რაც სასარგებლოა გასტრიტის დროს.

a4b670fbed9b

მდიდარია სილიციუმითა და მინერალებით, რომლებსაც ხორბალი და ქერი შეიცავს, ამაგრებს ძვლებს.
ქერის ალაო ორგანული მჟავების და ვიტამინების წყაროა, რომლებიც წითელი ღვინის მსგავსად ანეიტრალებენ თავისუფალ რადიკალებს.მასობრივი ინფორმაციის საშუალებები გვარწმუნებენ, რომ ის მიკროელემენტებისა და ვიტამინების ნამდვილი საბადოა. “მიირთვით ლუდი და ჰიპოვიტამინოზი ვეღარ შეგაშინებთ, მასში არსებული საფუარი აძლიერებს თმას და აახალგაზრდავებს კანს!” – მსგავსი განცხადებები დღეს უკვე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ისმის.სვით ლუდი ნელ-ნელა, მცირე ყლუპებით. ასე კუჭი ნაკლებად იწელება. ყველაზე კარგია მინის ჭურჭელში ჩამოსხმული, ცოცხალი, გაუფილტრავი და კლასიკური, კასრის ლუდი. მიუნხენის ლუდის ინსტიტუტმა დაამტკიცა, რომ 1 ლიტრი გაუფილტრავი ლუდი 10 ლიტრ რძეზე მეტად სასარგებლოა. ლუდზე დამზადებული სახის ნიღბები კი კანის ნაოჭებს ასწორებს. დააძალეთ სასმელი ქალებს, რადგან იგი მკერდს ზრდის. ძველად მანდილოსნები ვარცხნილობებსაც კი ლუდით იყენებდნენ.თმის მოსავლელად საუკეთესო საშუალება სწორედ ლუდი და ზეითუნის ზეთია. ისინი იცავენ თმებს და კვებავენ მას. კარგი იქნება, თუ ოდნავ შევათბობთ ზეითუნის ზეთს და შევიზელთ თავის კანში დაბანამდე რამდენიმე საათით ადრე. ხოლო საუკეთესო შეფერილობის და ბრწყინვალების მისაცემად ქალებს თმაზე ლუდის გადავლებას ურჩევენ.მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ქალები რომლებიც რეგულარულად მიირთმევენ ლუდს ნაკლებად იტეხავენ ფეხს ან ხელს და საერთოდ ძვლებს. ეს იმით არის გამოწვეული, რომ ლუდი ცოტა რაოდენობით სილიკონს შეიცავს, რომელიც ძვლებს ეხმარება გამაგრებაში.

ლუდი შეიცავს 30-ზე მეტ მინერალსა და მიკროელემენტს, მათ შორის მაგნიუმს, კალიუმსა და ფოსფორს.
1. გაცივების დროს 1ჩ/ჭ შემთბარ ლუდს დაამატეთ 1ს/კ თაფლი (შეიძლება დაამატოთ კვერცხი, მიხაკი ან დარიჩინი). ლუდი უნდა იყოს მუქი ფერის, ნატურალური, კონსერვანტებისა და სტაბილიზატორების გარეშე.
2. ანგინის დროს გაცხელებულ ლუდს შეურიეთ 1 ჩ/კ თაფლი, დაასველეთ ბამბის ქსოვილი და შეიხვიეთ ყელი, ზემოდან შემოიხვიეთ ჯერ ცელოფანი, შემდეგ კი თბილი შალი.
3. ოფლიანობის დროს 1 ბოთლი ლუდი დაამატეთ აბაზანას და 10 წუთი ჩაწექით.
ლუდი არ არის რეკომენდებული ჰიპერტონიკებისთვის, ნეფრიტიანებისთვის, დიაბეტიანებისთვის, ღვიძლის ციროზით, ნიკრისის ქარით დაავადებულთათვის, ბავშვებისა და მოზრდილებისთვის, ფეხმძიმე და მეძუძური ქალებისთვის.

და ბოლოს, ყველაზე მეტ ლუდს ჩეხეთში მიირთმევენ. შემდეგ გერმანიაში, ინგლისში, აშშ-სა და ჰოლანდიაში. საშუალოდ, თითო ჩეხი (მოხუცებისა და ბავშვების ჩათვლით) ყოველწლიურად 160 ლიტრ ლუდს სვამს.

წყარო: www.ludi.ge, www.24saati.ge, www.ambebi.ge

მსგავსი ამბები

Back to top button