არქივი

მეცნიერებმა შესაძლოა მალე ცუდი მოგონებების ტაბლეტებით წაშლა შეძლონ

4b5c65974443

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის (ა.შ.შ) თანამშრომლებმა, შესაძლოა, ნამდვილი სამედიცინო გარღვევა მოახდინონ: როგორც აღმოჩნდა, თუ ტვინიდან წაშლი გარკვეულ რეცეპტორულ ცილებს, რომლებიც პასუხისმეგებლნი არიან შიშზე, ადამიანს ძალიან გაუადვილდება ფსიქიკის მატრამვირებელი მოგონებებისგან განთავისუფლება.

ეს ძალიან დიდი შეღავათი იქნება ძალადობის მსხვერპლებისათვის, მეომრებისათვის და ა.შ. საჭიროა მხოლოდ საჭირო ტაბლეტების გაყიდვაში გამოსვლამდე მოთმენა.

აღნიშნული ცილები წარმოიქმნება მტკვივნეული მოგონებების ფორმირებისას და მკვლევარების თქმით, გამოირჩევიან არამდგრადობით, ასე რომ მათი წაშლა შესაძლებელია მედიკამენტების საშუალებით და შესაბამისად ცხოვრების ამ მონაკვეთის სამუდამოდ წაშლა (ფანტასტიკა?) ! პროექტის ხელმძღვანელს არ ეშინია იმის, რომ ამ დროს ადამიანი დაკარგავს თავის ნაწილს. მისი თქმით, ასეთი მოგონებები ახდენენ დამღუპველ გავლენას ადამიანზე მთელი ცხოვრების განმავლობაში, ასე რომ უკეთესია მათი დავიწყება ერთხელ და სამუდამოდ.

ჯერ-ჯერობით კვლევები ჩატარდა მხოლოდ თაგვებზე, მაგრამ მეცნიერები თვლიან, რომ ადამიანზე ცდები იგივე შედეგს მოგვცემს.

მღრღნელებს აწამებდნენ გარკვეული ხმით, რასაც შემდეგ მოყვა ელექტროშოკი. რათქმაუნდა თაგვებს ამისი შეეშინდათ. ამის შემდეგ მათ ტვინში დაიწყო სწორედ იმ ცილების ფორმირება. ეხლა მეცნიერები ცდილობენ იმის გაგებას, თუ როგორ შეიძლება ტვინიდან ამ ცილების ქიმიური საშუალებებით წაშლა.

მკვლევარები თვლიან, რომ ანალოგიური პროცესები შეიძლება ხდებოდეს ტვინის სხვა ცენტრებშიც, რომლებიც პასუხისმგებელია სწავლებაზე. სავარაუდოა, რომ ეს საშუალებას მოგვცემს ადამიანი განიკურნოს ნარკოტიკებზე დამოკიდებულებისაგან და შესაძლოა ფსიქიკური დარღვევებისგანაც.

პირველ რიგში არსებობს სერიუზული ეჭვი, რომ ჩვენი მოგონებები მხოლოდ და მხოლოდ ესა თუ ის ცილებია. მეორე — თვითონ იდეა, ადამიანის მოგონებების მიზანმიმართული წაშლა ასოცირდება “ბოროტ” ექსპერიმენტებთან, ასოცირდება და მეტი არაფერი… დიდი შრომა იმაზეა ჩასატარებელი, რომ მეცნიერებმა ზუსტად გათვალონ თუ რომელი ცილები რომელ მოგონებებზეა პასუხისმგებელი.

memory pill

წყარო: hi-tech

მსგავსი ამბები

Back to top button