არქივი

სიგარეტი, ტატუ, პირსინგი

309526e88f2e

ამ პოსტში თქვენ მიიღებთ მეტ ინფონფორმაციას სიგარტზე, ტატუზე და პირსინგზე.

სიგარეტი

0623e86d238f

“მოწევისთვის თავის დანებება ძალიან ადვილი საქმეა, პირადად მე 74-ჯერ დავანებე თავი” – მარკ ტვენი.
როგორც ბევრი ჭორიკანა მოხუცისგან გამიგია: ქალი რომ სიგარეტს ჩაიდებს პირში, ის ყავასაც დალევსო. აღარაფერს ვამბობ ამ მოსაზრების მეორე და საკმაოდ გავრცელებულ ვარიანტზე.
ევროპაში პირველად თამბაქო 1592 წელს, ახალი სამყაროდან (ამერიკა) ინგლისელმა სერ ვალტერ რალიემ შემოიტანა. თამბაქოს ფოთლები შეიცავს ერთ-ერთ უძლიერეს, ცნობილ საწამლავს-ნიკოტინს, გამოკვლევებმა აჩვენა, რომ დღესდღეისობით, საქართველოს მოსახლეობის 43 % ეწევა თამბაქოს. პროცენტული მაჩვენებლები რა თქმა უნდა კაცების პირველობაძე მეტყველებენ. მაგრამ შეიზლება ამაში ეჭვი შეგვეპაროს, როდესაც ვნახავთ, რომ მუნივერსიტეტის (ნებისმიერ) მოსაწევად განკუთვნილ კუთხეში, 20 მწეველიდან, 15 გოგონაა. რატომ ეწევიან ადამიანები?
-რათა თავი მოძრდილად იგრძნონ.
-რადგან ჰგონიათ, რომ ასე უფრო საინტერესოები და “ძერსკები” ჩანან.
-რადგან სიამოვნებთ სიგარეტის მოწევის პროცესი.
-რათა დააკავინ ხელები.
-მოწევა ადუნებს.
-რათა მიმზიდველად და დახვეწილად გამოიყურებოდნენ.
-და ბოლოს! რადგანაც ავადმყოFურად შეპყრობილები არიან.
ბოლო 2 წლის განმავლობაში მოზარდ და არასრულწლოვან მწეველთა რაოდენობამ 10%-ით იმატა. თანაც დედაქალაქის მწეველ ქალთა რაოდენობის ზრდა იმაზე მეტყველებს, რომ ქალი მავნე ჩვევებს ადვილად კი ითვისებს, მაგრამ თავს ძნელად ანებებს. მიჩვევის თვალსაზრისით ქალები ჩემპიონები არიან და ამაში საამაყო არაფერია. თუ ფიქრობ, რომ სექსუალურს და მაგარს გხდის, უნდა გაითვალისწინო და დაფიქრდე იმაზე, რომ:შენს თმას სუნი ასდის, ტანსაცმელი ყარს, სუნი ასდის კანსაც, შენს სუნთქვას საფერფლის სუნი აქვს.
და როგორც იტყვიან ხოლმე: “საფერფლის გალოკვა სჯობს, მწეველი ქალის კოცნას”.
ასე რომ მოდით იყავით უფრო სასურველნი ( მყრალი სუნის გარეშე) და მარკ ტვენმა თუ 74-ჯერ დაანება თავი თამბაქოს წევას, ჩვენ ერთხელ მაინც შევძლოთ.

ტატუ

77ba581eeaee

რომ არა ქართველების უდიდესი ფანტაზია, ალბათ სხვაგან ვერსად მოვისმენდით, რომ ტატუს მხოლოდ გარყვნილი და მსუბუქი ყოფაქცევის გოგონები ატარებენ.
სიტყვა
– ტატუ (tatto) კაპიტან კუკის ტაიტიში მოგზაურობის შემდეგ შემოვიდა ევროპაში და ნიშნავს ჭრილობას, ნიშანს.
ყველაზე ძველი ტატუები აღმოჩენილ იქნა ეგვიპტეში , გიზისპირამიდის შესწავლის შემდეგ (მუმიებს გამომხმარ კანზე ნახატები მკვეთრად ჩანდა). ტატუმ ყველაზე დიდი პოპულარობა იაპონიაში მოიპოვა.
ევროპელებმა ევროპელებმა ტატუს შესახებ ა769 წელს შეიტყვეს, როდესაც ჯეიმს კუკმა მოგზაურობიდან, მთლიანად მოხატული გვამი ჩამოიტანა (ცოცხლების დეფიციტი იყო ალბათ).
პირველად საქართველოში ტატუ ისეთი მამაკაცების სხეულებზე გაჩნდა, რომელთაც ‘შავ სამყაოსთან :ჰქონდათ კავშირი, ან სასჯელი ჰქონდათ მოხდილი. ამიტომ ამიტომ საზოგადოებაში არც ისე პოპულარობით სარგებლობდა. ტუმცა დრო შეიცვალა,დამოკიდებულებაც.. მაგრამ ახლაც შეხვდებითსაზოგადოების იმ ნაწილს (ძირითადად საბჭოთა კავშირის პერიოდში აღზრდილთ), რომელნიც ტატუს ცუდ ტონად მიიცნევენ. მაგრამ საბედნიეროდ ( ან საუბედუროდ) დღევანდელი ახალგაზრდობისთვის, ტატუს ფუნქციაში მხოლოდ სხეულის გალამაზება შედის. ტატუს მნიშვნელობა ძველად ინდილელებს სწამდათ, რომ მარცხენა მხარზე, სავსე მთვარის ფონზე გამოსახული მგელი, ადამიანის ინტუიციისა და მაგიური ნიჭის განვიტარებაში დაეხმარებოდა. მგლის ფიგურა ასევე დიდი წარმატებით სარგებლობს ეგრედწოდებულ კანონიერ ქურდებში. ამავე ფენისტვის დიდად საამაყო იყო მხრებზე და მუხლებზე გამოსახული ე.წ. “ზვეზდოცკები”.
სიმბოლიკა: კატა– როგორც ამბობენ ხოლმე ძაღლებს გაურბის კრისებს დასდევს. დელფინი-თავისუფლებისა და სიყვარულის სიმბოლო. ჯვარი– უკვდავების სიმბოლო. თვალი– ავი თვალისგან დამცველი და ბედნიერების მომნიჭებელი. თუთიყუ– ბირმის მოსახლეობა წარმატების მოსაზიდად იხატავდა.

პირსინგი

f74eb3127248

ზაფხულის ნათელ დღეებში, ხალვატად სემოსილი სხეულის წარმოსაჩენად და ინდივიდუალობის ხაზგასასმელად, განსხვავებულ მეტოდებს მივმართავთ ხოლმე. საკმაოდ ეფექტური ორიგინალური და საინტერესო გზაა სხეულის “პირსინგით” გალამაზება ( ნუ ყველასთვის არა). ეს სიტყვა ინგლისური pierce-დან მოდის და რამის გახვრეტას, გაბურღვას ნიშნავს.
აქაც ისევ ქარტველების მდიდარი ფანტაზიის შედეგებს ვაწყდებით და ხშირად გვესმის, რომ გოგოს ტუ ენა აქვს გახვრეტილი, იმას “სხვა რამეც” გახვრეტილი ექნება (სამწუხაროა რომ ამას ვერ ცდება ფანტაზია).
პირსინგი პირველად ველური ტომის ბელადების სხეულებზე გაჩნდა და ეს მათ პრივილეგირებულობაზე მიანიშნებდა. განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობდა პირსინგი აფრიკაში. მას ასევე იყენებდნენ პიროვნული ხასიატის გამოსახატავად.
პირსინგი ევროპაში მე-10 საუკუნის მეორე ნახევრიდან, მან უკვე სილამაზისა და მრავალფეროვნების გამოხატვის გარდა, სხვა დატვირთვაც შეიზინა. მას ასევე აკტიურად იყენებენ პანკები და ანარქისტები. საკმაოდ დიდი პოპულარობიტ სარგებლობს საზოგადოების ცვეულებრივ ფენაშიც (როგორც ავღნიშნე ყველაში არა).
პირსინგი მრავალგვარი არსებობს: ყურზე 8 სახის პირსინგის გაკეთებაა შესაძლებელი, ენაზე სამგვარი: ენის სიგრძივი ნახვრეტი ჰორიზონტალური და ენისქვეშა, ტუჩის კუტხესა და შუაში, ჭიპზე ზედა და ქვედა მხარეს. მისი ხილვე ასევე შეგვიძლლია სხეულის ნებისმიერ ნაწილზე.
საზოგადოების დამოკიდებულება პირსინგისადმი საკმაოდ უარყოფითია. ვერცერთ ხანში შესულ ქალსა და მამაკაცს ნახავთ, რომელიც ამის მომხრეა. მათთვის ტატუ და პირსინგი ერთმანეთთან ასოცირდება და სხეულის გარყვნის მეტი არაფერი სიკეტე მოაქვთ.

გამარჯობა ucnauri.com

წყარო: გაზეთი BG Report და მე.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button