არქივი

როგორ შეიქმნა ტუალეტი

393255514047

ანტიკურ ხანაში პირველი ჰიგიენისტები,ანუ ჰიგიენის დამცველები რომაელები იყვნენ.matula  ანუ ქოთანი რომელსაც დღესაც პატარა ბავშვები ხმარობენ.რომეაელის სასადილო ოთახის ავეჯის აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენდა.რომის ქუჩებში კი ლავატრინები (lavatrina) ანუ მუნიციპალური საჭირო ოთახები იყო განლაგებული.

რომაელი ისტორიკოსის ცნობით,ჩვენი წელთაღრიცხვის 3 საუკუნეში რომში ასეთი 144 ლავატრინა იყო.გავრცელებული თეორია თითქოს რომის ქუჩებში პირველი ლავატრინა იმპერატრმა ვესპასიანემ დადგა ჭეშმარიტებას არ შეესაბამება.ვესპასიანე უბრალოდ პირველი იყო,ვინც დააწესა ანუ ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ფასიანი გახადა.რომაელი ისტორიკოსის გადმოცემით შვილის საყვედურზე,თუ რატომ დააწესა მისმა საიმპერატორი უდიდებულესობამ ”შარდის ბეგარა” (ანტიკურ ხანაში ტყავისა და  მატყლის გადასამუშავებლად იყენებდნენ შარდს-მისი საშუალებით ხდებობდა ცხიმის გაცლა სახელოსნოების წინ იდგა თიხის ჭურჭელი,სადაც გამვლელნი ბუნებრივ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებდნენ .ამ ბეგარით სწორედ ეს სახელოსნოები დაიბეგრა)ვესპასიანემ ჯიბიდან ამოღო მონეტა,ცხვირთან მიიტანა და წარმოთქვა აწ უკვე ლეგენდად ქცეული ფრაზა:”ფულს სუნი არ ასდის!”ამ ფრაზით უკვდავყოფილ იმპერატორს იმედი ჰქონდა რომ ეს გადასახადი უკვდავი ქალაქის ხაზინაში ფულს შეიტანდა.ფულის რაოდენობა ხაზინაში ნამდვილად გაიზარდა,რამაც ვესპასიანეს საშუალება მისცა ისეთი არქიტექტურული საოცრების შენება დაეწყო ,როგორიც მაგალითად რომის კოლისეუმია.სავარაუდოდ.არქიტექტორულ საოცრებასთან ერთად ”შარდის ბეგარამ” მარადიულ ქალაქში მუდმივი გახადა მყრალი სუნიც-ბევრი რომაელი ფულის გადახდის მაგივრად ბუჩქებს ირჩევდა.კიდევ უფრო დაბეჯითებით შეიძლება ვივარაუდდოთ ის რომ ანტიკური ხანისგან განსხვავებით შუა საუკუნეების ევროპის ქალაქებში მათ შორის რომშიც ქუჩები კანალიზაციის მილებს წააგავდა.შუა საუკუნეებში ჰიგიენური პირობები ანტიკურ რომთან შედარებით ძალიან დაბალ დონეზე იყო.უარესი!მათი მოთხოვნილება საერთოდაც არ იყო.დავიწყებას იყო მიცემული ის დრო როცა ანტიკურ რომში იმპერატორ დიოკლეტიანეს აბანოებში 3000 კაცს შეეძლო ერთდროულად დაბანვა.შუასაუკუნოვან ევროპაში ტანის წყლით დასველება განიხლიებოდა როგორც სასიკვდილი საფრთხე:ხალხი დარწმუნებული იყო რომ კანზე ჭუჭყისაგან წარმოქმნილი ფენა უხილავი დაავადებებისაგან იცავდა…

WC  წლის ჩამრეცხი

XVI საუკუნიდან ევროპაში მასიურად იწყება ტუალეტების საცხოვრებელი სახლის გვერდით გაკეთება.აუტანელი სუნის გამო (ანტიკური რომისგან განსხვავებით,შუა საუკუნეებში ასევე არ არსებობდა წყალგაყვანილობა) ხშირად თურქული ჩეჩმას ადგილი ბეღლის გვერდით იყო.დიდ ქალაქებში კი,სადაც არც ბეღელი და არც ჩეჩმა არ არსებობდა მცხოვრლებლებს ჩვევად ჰქონდათ ფეკალიების პირდაპირ ფანჯრიდან  ქუჩაში სროლა.

1582 წელს ლონდონში პირველად გაკეთდა წყალგაყვანილობა.ლონდონელები ხვდებოდნენ,რომ მარტო წყალი ჰიგოენის პრობლემას ვერ გადაჭრიდა და წყალგაყვანილობის აშენებიდან 14 წლის შემდეგ ელისაბედ დედოფლის ნათლულმა ჯონ ჰარინგტონმა (sir john harrington) გამოიგონა წყლის ჩამრეცხი (Water closer)  აქედან მოდის ნიშანი  WC  რომელსაც დღესაც ვნახულობთ მსოფლისო სხვადასხვა კუთხეში.სავარაუდოდ მყრალი სუნი პოეტ  ჰარინგტონს მუზებს უფანტავდა.ყოველ შემთხვევაშგი WC-ს  თავის მამულში დაყენების შემდეგ ჰარინგტონის პოეტური მოღვაწეობა უფრო ნაყოფიერი გახდა.როდესაც ჰარინგტონს სტუმრად ნათლია დედოფალი ეწვია მოხიბლული დარჩა ნათლულის ამ გამოგონებით და ქვეშევრდომებს უბრძანა მის სასახლეშიც დაედგათ ასეთივე.თუმცა ნათლულს უარი უთხრა გამოგონების დაპატენტეპაზე.ნათლია ელისაბედის აზრით სირცხვილი იყო ჯელტმენი წყლის ჩამრეცხის გამომგონებლად მონათლულიყო მიუხედავად ამის პოეტი აქტიურ პროპაგანდას უწევდა თავის გამოგონებას,მაგრამ მან ფეხი ლონდონში კიდევ დიდხანს ვერ მოიკიდა .

საფრანგეთის პეტიციები

1870 წლის 4 სექტემბერს პარიზელები საფრანგეთს რესპუბლიკად აცხადებენ.სავარაუდოდ პარიზელებისათვის ეს ტოტალური თავისუფლების ნიშანი იყო მათმა ერთმა ნაწილმა ქალაქის ყველა ქუჩა და კუნჭული  თავისი ბუნებრივი მოთხოოვნილების დაკმაყოფილების სამიზნედ აქცია.ყოველ შემთხვევაში იმ დღიდან მასიურად იზრდება პარიზილების (სავარაუდოდ დარჩენილი  მეორე ნაწილის ) პეტიციების რაოდენობა მუნიციპალიტეტისადმი თხოვნით ქუჩაში დაედგათ ტუალეტები.ამ პერიოდში საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქებში მრავლად იყო შექმნილი ჰიგიენისტური ორგანიზაციები რომლებიც ასევე ლობირებას უწევდნენ ტუალეტების ქუჩებში დადგმას.მართლაც სულ მალე პარიზის ქუჩები გაივსება ტუალეტებით რომელიც ჩვენთვის უკვე ცნობილი რომის იმპერატორის პატივსაცემად ”ვესპესიანებად” მონათლეს.ეს ”ვესპესიანეები” დღესაც მზად არიან კარი ფართოდ გაუღონ და დახმარების ხელი გაუწოდონ გასაჭირში ჩავარდნილ როგორც პარიზელებს ასევე მათ სტუმრებს

ტუალეტის ქაღალდი

დასავლეთში ”ტუალეტის ქაღალდის” გამოგონება და რაც მთავარია მის  კომერციალიზაცია ამერიკელებს ეკუთვნით.ამ იდეის ავტორი ჯოზეფ კაიეტია (joseph cayetty)  არ გეგონოთ რომ ეს ისეთი გრაგნილი იყოს.რომელსაც ჩვენ  დღეს ვიყენებთ.თავდაპირველად ეს მართკუთხა ზომის ქაღალდები გახლდათ.საბჭოეთში ასეთი მნიშვნელოვანი ფუნქცია გაზეთ პრავდას ჰქონდა დაკისრებული და ისიც პატიოსნად ემსახურებოდა 300 მილიონიან კავშირის მოსახლეობის უკანალს : ))  საქმე ისაა რომ საბჭოთა დროს 70-აინ წლებამდე ტუალეტის ქაღალდი არ იშოვებოდა და თუ შემდეგაც მისი მონოპოლია საბჭოთა კავშირში  ცეკას-ს თნამშრომლებს ჰქონდათ,დასავლეთში ამ ფუფუნების საგნით მხოლოდ საზიზღარი ბურჟუაზია სარგებლობდა.ამ გრაგნილმა საყოველთაო პოპულარობა და აღიარება მხოლოდ 60-იან წლებში მოიპოვა დასავლეთიანელთა ბინებში.ხოლო საქართველოში კი ეს დაახლოებით 15-20 წლის დაგვიანებით მოხდა…

<<<  ხედავთ რას მიშვება უსაქმურობა  :D:D

მსგავსი ამბები

Back to top button