გასართობისაკითხავი

13 ისლანდიელი სანტაკლაუსი


ისლანდიას ახალი წლის დღესასწაულის ბევრი ძველი ტრადიცია აქვს შემონახული.
მათ შორის განსაკუთრებულია 13 სანტაკლაუსის არსებობა. ორიგინალურ ენაზე მათ “jólasveinar” ჰქვიათ და ყველა მათგანს განსხვავებული სახელი, ხასიათი და დანიშნულება აქვს.

დღესდღეობით მათი ფუნქციაა შობის დროს ქალაქში ჩამოსვლა და სხვადასხვა საჩუქრების ჩამოტანა. პირველი jólasveinn შობამდე 13 დღით ადრე ჩამოდის მთიდან ბარად , ხოლო დანარჩენი მას მოჰყვება. შობის შემდეგ ისინი ასევე რიგრიგობით მიდიან, ანუ ისლანდიური შობა–ახალიწლის სეზონი 26 დღეს გრძელდება.
ისლანდიელი ბავშვები 12 დეკემბერს ფანჯარასთან ფეხსაცმელს კიდებენ და ელოდებიან როდის დაუტოვებს სანტა მათ საჩუქარს. თუმცაღა ყველა როდი საჩუქრდება, ზოგიერთ განსაკუთრებით ცუდი ყოფა–ქცევის ბავშვს ფეხსაცმელში კარტოფილი ხვდება, თანაც მოუხარშავი.

შობა-ახალიწლისათვის ისლანდიელები მიირთმევენ თევზს (skate), რომელიც ზღვის ფსკერზე ბინადრობს -და რომელსაც ცხვრის ქონით და კარტოფილით ამზადებენ. ასევე ცხვრის ხორცს -სპეციალურ სოუსთან და ბოსტნეულთან ერთად. ტკბილეულიც რათქმაუნდა საახალწლო სუფრის განუყოფელი ნაწილია. ხოლო სასმელად როგორც სკანდინავიის სხვა ქვეყნებში- სილანდიაშიც გლოგს აკეთებენ (Jólaglögg)

ისლანდიისთვის შობა-ახალი წლის ზეიმი 6 იანვარს მთავრდება. ამ დღეს ისინი განსაკუთრებულად აღნიშნავენ : დიდი კოცონის ირგვლივ ისლანდიური ცეკვებით და სიმღერებით, მათ ზეიმს ისლანდიური ტრადიციის მიხედვით ელფები და ტროლებიც უერთდება.

ინფ. წყარო : Scandinavia.Ge

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close