გასართობისაკითხავისასარგებლო

გენიოსები ხუმრობენ (2)

ამ პოსტში ნახავთ გენიოსების ხუმრობებს

1)———————————————————————————————————-
ერთხელ ალექსანდრე მაკედონელი სახელგანთქმულ ფილოსოფოს დიოგენეს ეწვია. დიოგენე მაშინ დიდ კასრში ცხოვრობდა.
– შემიძლია რაიმე სიკეთე გაგიწიოთ? – ჰკითხა დიდმა სარდალმა.
– როგორ არა, თუ გვერძე გაიწევით და მზიდან ჩამომეცლებით. – მიუგო ფილოსოფოსმა.

2)———————————————————————————————————-
გოეთე ვაიმარის პარკში სეირნობდა. ვიწრო ბილიკზე, სადაც მხოლოდ ერთ ადამიანს შეეძლო გავლა, კრიტიკოსი შეხვდა. იგი მტრულად იყო განწყობილი გოეთესადმი და მკაცრად უთხრა:
– მე სულელებს გზას არ ვუთმობ!
– მე კი პირიქით, – ღიმილით მიუგო პოეტმა და განზე გადგა.

3)———————————————————————————————————-
ჰაინრიჰ ჰაინეს მისმა თაყვანისმცემელმა ქალმა უთხრა:
– მზად ვარ, სული და გული, ოცნება და აზრები, მთლიანად ჩემი არსება შენ მოგიძღვნა.
– სიამოვნებით, ასე მცირე ძღვენზე უარის თქმა უხერხულია, მიუგო მან.

————————————————————————————————————
ხელოვანთა ხუმრობები

4)———————————————————————————————————-
ინგლისელმა მსახიობმა ქალმა უთხრა ბერნარდ შოუს:
– თქვენ რომ ჩემი მეუღლე იყოთ, ყავაში უსათუოდ საწამლავს ჩაგიყრიდით.
– მე კი თქვენი ქმარი რო ვიყო, სიამოვნებით დავლევდი მას – უპასუხა შოუმ.

5)———————————————————————————————————-
ცნობილი მსახიობი დევრიენი ბერლინის თეატრში შექსპირის პიესაში ”რიჩარდ მე-3” როლს ასრულებდა.
ფინალურ სცენაში, როდესაც წარმოსთქვა: ”ცხენი! ცხენი! მთელს ჩემს სამეფოს ერთ ცხენში გავცვლი!”, უკანასკნელი იარუსიდან ერთ-ერთმა მაყურებელმა გადმოსძახა:
– ვირი არ გამოგადგებათ?
– როგორ არა, ჩამობრძანდით! – მაშინვე დაეთანხმა დევრიენი.

6)———————————————————————————————————-
მარკ ტვენმა უთხრა ერთ მანდილოსანს:
– თქვენ მომხიბლავი ბრძანდებით!
სამწუხაროდ, მე არ შემიძლია მსგავსი ქათინაურით სამაგიერო გადაგიხადოთ – უპასუხა ქალმა.
მწერალს გაეღიმა და უთხრა:
– თქვენც ისევე მოიქეცით, როგორც მე – იცრუეთ!

7)———————————————————————————————————-
რეპეტიციაზე რეჟისორი რეინჰარდტი მიმართავს უნიჭო მსახიო ქალს.
– მიდექიჩ კიდევ იქით!
საბრალო მსახიობი, რომელიც ისედაც უკვე სცენის ნაპირას დგას, სასოწარკვეთილი ამბობს:
– ასეთ შემთხვევაში გამოდის, რომ სცენიდან უნდა ჩავიდე?!
– სწორედ ამას ვგულისხმობ!

8)———————————————————————————————————-
ერთ დროს ამერიკაში ეწყობოდა კონკურსები, ვინ უკეთ მიბაძავდა ჩარლი ჩაპლინს. ერთხელ ასეთ კონკურსში ინკოგნიტოდ თვით ჩარლიმ მიიღო მონაწილეობა.
რაოდენ დიდი იყო მსახიობი გაოცება, როცა ჟიურიმ მას მესამე ადგილი მიანიჭა.

9)———————————————————————————————————-
იტალიელი კომპოზიტორი როსინი ერთ ოჯახში სადილობდა. ქალს მაგიდა ისე მომჭირნედ გაეწყო, რომ სადილის შემდეგ სტუმარი მშიერი დარჩა.
– გთხოვთ, კიდევ მობრძანდეთ ჩემთან სადილად – სთხოვა ქალმა გამომშვიდობებისას.
– სიამოვნებით – მიუგო როსინიმ – თუნდაც დღესვე.

10)———————————————————————————————————-
დიდი ხნის წინათ, პოეტი მეფის ლექსების უარყოფითად შეფასებისთვის კრიტიკოსი ციხეში მოხვდა. სასჯელის მოხდის შემდეგ, ის კვლავ მიიპატიჟეს სასახლეში.
– აბა ძვირფასო, რას იტყვით ამჯერად ჩემს ლექსებძე?
ჰკითხა მეფემ.
კრიტიკოსმა მწარედ ამოიოხრა, მიუბრუნდა მეფის მოხელეებს და უთხრა:
– დამაპატიმრეთ!

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close