არქივი

გენიოსები ხუმრობენ

04e5a131874a

ამ პოსტში შეხვდებით გენიოსების ”უკბილო” თუ ”კბილიან” ხუმრობებს

1)———————————————————————————————————
ცნობილი გერმანელი პოეტი და იუმორისტი მორი გოტლიბ საფირი ერთ ლიტერატორს შეეკამათა, რომელმაც გესლიანად მიუგო:
– თქვენ, ბატონო საფირ, ფულისათვის წერთ, მე კი მხოლოდ ღირსებისათვის.
– ყოველი ჩვენგანი წერს იმისათვის, რაც აკლია, – უთხრა საფირმა.

2)———————————————————————————————————
შინ დაბრუნებულმა ალბერტ აინშტაინმა ფოიეში კარისკაცს მიმართა:
– უკაცრავად, სად ცხოვრობს პროფესორი აინშაინი?
– პროფესორი აინშტაინი ხომ თქვენ თვითონ ბრძანდებით.
– ეგ ვიცი, მაგრამ მადავიწყდა, რომელ სართულზე ვცხობრობ.

3)———————————————————————————————————
დიდმა ამერიკელმა მწერალმა, რეალისტმა მარკ ტვენმა სასტუმროს შთაბეჯდილებათა წიგნი გადაათვალიერა და ბოლო სტრიქონი ამოიკითხა : “ბარონი ფონ ბლანკი მსახურით”. ამის ქვემოთ თვითონ ჩაწერა: “მარკ ტვენი ჩემოდნით”

4)———————————————————————————————————
გერმანელმა მწერალმა თეოდორ ფონსტანემ ახალგაზრდობაში, როცა ჯერ კიდევ აფთიაქარი იყო, ოთახი დაიქირავა.
პირველ დღეს საუზმის შემდეგ დიასახლისს თავაზიანი ღიმილით:
– ქალბატონო შულცე, დღეს დილით რომ გამიმასპინძლდით, თუ ის ყავაა, მაშინ ხვალ ჩაი მომიტანეთ, ხოლო თუ ჩაი იყო, მაშინ ხვალ ყავას მოვითხოვ.

5)———————————————————————————————————
შესანიშნავი დეკლამატორი მარკ ტვენი პირველი ლექციის ჩატარების წინ შიშით იყო შეპყრობილი, მაგრამ პირველივე წინადადებით აღაფრთოვანა მსმენელები. ეს ცნობილი პირველი წინადადება ასე ჟღერდა: ”იულიუს ცეზარი მოკვდა, შექსპირი მოკვდა, ნაპოლეონი მოკვდა და მეც ვგრძნობ თავს მთლად ჯანმრთელად”.

6)———————————————————————————————————
ერთი კკრიტიკოსი ალექსანდრე დიუმას რომანში გამოთქმას აკკრიტიკებდა:
– რა არის მტკივნეული სიცარიელე, როგორ შეიძლება ცარიელი საგნის ტკივილი?
დიუმამ მიუგო:
– განა თავი არასოდეს გტკივებიათ?

წყარო. მოსწავლის სამაგიდო წიგნი.

თუ დაგაინტერესათ კიდევ დავდებ.

მსგავსი ამბები

Back to top button