გართობაუცნაური

სადღესასწაულო კუბო…

f3833b1cf977

განის ტერიტორიაზე არის ტომი სახელწოდებით გა, რომლებიც თავიანთი ახლობლის გარდაცვალებას დღესასწაულივით აღნიშნავენ. დასაფლავების დღეს ნამდვილ ზეიმს აწყობენ და მიცვალებულს მეტად უჩვეულო და მორთულ კუბოში სვამენ.

საქმე იმაშია, რომ მათი რწმენით სიკვდილის შემდეგ იწყება ახალი ცხოვრება, უფრო ბედნიერი და უზრუნველყოფილი. ამიტომაც დასაფლავებას უფრო ხალისიანად და ხმაურიანად აღნიშნავენ ვიდრე ქორწილს. დაკრძალვაზე ხალხი ტირის სიხარულის გამო, იცინიან და ცეკვავენ. მოკლედ ერთობიან, როგორც შეუძლიათ.

eebfe5a70247

იმისათვის, რომ მიცვალებულს ნამდვილი დღესასწაული მოუწყონ მას ასაფლავებენ ექსტრაავანგარდულ კუბოში. აუცილებლობად მიაჩნიათ, რომ კუბომ უნდა ასახოს მიცვალებულის ნამდვილი სახე და პროფესია. ამიტომაც მაგალითად მემანქანეს კრძალავენ ხის ავტომობილში, მეთევზეს თევზში, ფერმერს ხარში, მწეველს სიგარეტში და ა.შ.

2163b14c90f5

ასეთი უჩვეულო კუბოების წარმოება განაში მთელი ინდუსტრიაა, რომელსაც ბიუჯეტში ყოველწლიურად ასიათასობით დოლარი შეაქვს. ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ აკრის (განის დედაქალაქი) ვიწრო ქუჩები გადავსებულია ასეთი კუბოებით. შემკვეთის ფანტაზიიდან გამომდინარე ხდება ფასის დადებაც. დაწყებული 100 დოლარიდან ფასი შეიძლება რამოდენიმე ათასზეც კი ავიდეს. (ისე საინტერესოა ასეთი ღარიბი ქვეყანა და ასეთი ფასები კუბოზე!!!)

c946e5670fe5

“მანამ, სანამ კუბოს გამოთლას დავიწყებდე, აუცილებლად ვესაუბრები გარდაცვლილის ნათესავებსა და ახლობლებს, რათა გავიგო თუ როგორი ადამიანი იყო მიცვალებული. კუბო აუცილებლად უნდა ასახავდეს გარდაცვლილის ცხოვრებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი სული ვერასოდეს იპოვის ნეტარებას და ახალ სამყოფელს. ის იქცევა ბოროტ სულად და ყოველთვის შეეცდება რაიმე ზიანი მიაყენოს თავის ახლობლებს” – აცხადებს ოკტანფი ოკვაზი, ერთ-ერთი კუბოს ხელოსანი.

c4a354426f04

ეს ტრადიცია სულ ახლახანს, დაახლოებით 25-30 წელია რაც ჩაისახა და ეგრევე მოუტანა განას სარგებელი. ათასობით ტურისტი სიამოვნებით ჩადის ამ ქვეყანაში, რათა თავისი თვალით იხილოს კუბოების უჩვეულო გამოფენა ქუჩებში და დაესწროს სადღესასწაულო დაკრძალვებს. სურვილისამებრ შეუძლიათ თავადაც შეუკვეთონ თავისთვის ერთი კუბო, მათი ფანტაზიიდან გამომდინარე.

79f026eac1f4

67ffd37ddfd0

13fba417c469

bc909dc69ccb

f4a484601fe6

101cd77c4ebf

f392f95301fa

ab2b202fa03b

f1cec51d566b

b23de2e91d47

733f38512f6d

******************************************************************************
******************************************************************************


1665284496.2219.1104690230

ჩემი ყველა პოსტი

მსგავსი ამბები

Back to top button