ვიეტნამის ომი


ვიეტნამის ომზე არ იდო საიტზე პოსტი და გადავწყვიტე დამედო

Chiến tranh Việt – ვიეტნამის ომი, ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი , რომელიც მიმდინარეობდა XX საუკუნის მეორე ნახევარში.
ომი თავიდან დაიწყო როგორც სამოქალაქო ომი სამხრეთ ვიეტნამში, ხოლო შემდეგ ჩაერივნენ სსრკ, აშშ, ჩინეთი და აზიის სხვა ქვეყნები. საბოლოოდ გამოვიდა რომ ერთის მხრივ ომი მიმდინარეობდა იმიტომ რომ გაერთიანებულიყო სამხრეთ და ჩრდილოეთ ვიეტნამი, ხოლო მეორეს მხრვ სამხრეთ ვიეტნამის დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის.
თავიდან ყველა მონაწილე სახელმწიფო ვარაუდობდა, რომ ომი მალე დამთავრდებოდა, თუმცა 1950 წლის ბოლოდან 1975 წლამდე გაგრძელდა და ცნობილია როგორც “მეორე ინდოჩინეთის ომი”

ეს არის ერთ-ერთი უმძიმესი ფოტო ამ ომიდან

ჟენევის კონვენციის თანახმად, ვიეტნამის ტერიტორია დროებით გაყვეს მე-17-ე პარალელის გასწვრივ (სადაც იყო დემილიტარიზებული ზონა) ორ ნაწილად. ჩრდილოეთი ვიეტნამი გადავიდა ვიეტმინის კონტროლის ქვეშ, და დაერქვა ვდრ(ვიეტნამის დემოკრატიული რესპუბლიკა). ხოლო სამხრეთი ვიეტნამი დარჩათ ფრანგებს, რადგან საფრანგეთი მეორე მსოფლიო ომის დროს მოპოვებული მიწების დათმობას და ვიეტნამის დამოუკიდებლობას ჯერ კიდევ არ ეთანხმებოდა. აქ ხელისუფლება ეკავა პრო ფრანგულად განწყობილ იმპერატორ ბაო დაის.

ამ დროს ამერიკა მკვეთრად ჩაერია ვიეტნამის პოლიტიკაში. მას შემდეგ რაც ჩინეთში კომუნისტები მოვიდნენ სათავეში და ამერიკამ მოკავშირე დაკარგა, გადაწყდა რომ მათ ვიეტნამი აღარ უნდა დაეკარგათ და ამერიკამ დაიწყო საფრანგეთის, როგორც მოკავშირის დახმარება, ხოლო შემდგომ კი თავად ჩაება ომში. ამერიკამ აიღო საფრანგეთის შეცვლის კურსი. ამერიკის ადმინისტრაციამ კანდიდატად დააყენა სამხრეთი ვიეტნამის პრემიერ მინისტრი ნგო დინ ზემა ,რომელმაც გაიმარჯვა და ვიეტნამის გაერთიანების იდეა გადაიდო გაურკვეველი ვადით.

აშშ-ს პრეზიდენტი დუაიტ ეიზენჰაუერი შეხვდა ნგო დინ ზემას ვაშინგტონის აეროპორტში 1957 წელს.

ამით კიდე უფრო დაიძაბა ურთიერთობა ჩრდილოეთ ვიეტნამთან.

1964 წლის 2 აგვისტოს, ტონკინის ყურეში დაიწყო ბრძოლა ამერიკუს ხომალდ “მედოკ”-სა და ვიეტნამელი აჯანყებულების კატარღებს შორის
ამის შემდეგ ამერიკამ დიდი ჯარები შეიყვანა ვიეტნამში, ამის საპასუხოდ 1965 წლის 7 თებერვალს პარტიზანებმა შტურმი დაიწყეს ამერიკელთა ბაზაზე. დაიღუპა ან დაიჭრა 110 ამერიკელი ჯარისკაცი. ეს იყო პირველი შეტაკება, ამის შემდეგ კიდევ უამრავი სისხლი დაიღვარა, ომის შედეგები ასეთი იყო:

აშშ და მისი მოკავშირეების მხარე

სამხრეთი ვიეტნამი – ჯარების მთავარსარდალი – ნგო დინ ზემი ; დაღუპულების რაოდენობა – 250 000 ; დაჭრილების რაოდენობა 1 000 000

აშშ – ჯარების მთავარსარდალი – ლინდონ ჯონსონი ; დაღუპულების რაოდენობა – 58 250 ; დაჭრილების რაოდენობა – 303 600

სამხრეთ კორეა – ჯარების მთავარსარდალი – ემორჩილებოდნენ ამერიკის სარდლობას ; დაღუპულების რაოდენობა – 5000 ; დაჭრილების რაოდენობა – 11 000

სრკ და მისი მოკავშირეები

ჩრდილო ვიეტნამი და პარტიზანები – დაღუპულების რაოდენობა – 1 100 000 ; დაჭრილების რაოდენობა – 600 000

სსრკ – დაღუპულების რაოდენობა – 16 ოფიცერი

საბოლოოდ აშშ-ს მთავრობამ უაზრობად ჩათვალა ომის გაგრძელება და ამერიკის საზღვაო ქვეითებმა დატოვეს ვიეტნამის ტერიტორია.

ყველაზე უცნაური ფაქტი კი ისაა რომ აშშ და დანარჩენი მონაწილე ქვეყნები ოფიციალურად ერთმანეთთან ომში არ იყვნენ.ანუ ომი გამოცხადებული არ იყო.

წყარო
ვიკიპედია რუსული, და თარგმანი ჩემი :)


ავტორი: AXL

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

© 2008 - 2013 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია ITDC