არქივი

კრისტალის ქალაქი “ილუმენი” (გზავნილი ჰანიმედიდან), კოსმოსური ოდისეა (ნაწილი II)

7c107336f8ee

ვაგრძელებ თხრობას უცხო ცივილიზაციის წარმომადგენლების შესახებ რომლებმაც რამდენიმე ათასი წლის წინ ადამიანის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა და ამავე დროს უამრავი ამოცანა დაგვიტოვა პირამიდების, ატლანტიდის და მაიას ცივილიზაციის სახით…

”ფაეტონის” აფეთქებისას, მისი დიდი რაოდენობით ფრაგმენტი გაიტყორცნა სივრცეში. მიზიდულობის ძალის ზემოქმედებით, ისინი პლანეტებისკენ გაემართნენ და დროთა განმავლობაში მათ თანამგზავრებად იქცნენ.

შუმერულ მითოლოგიაში გადმოცემულია, ღმერთ “მარდუქსა” და და ქალღმერთ “თიამათს” შორის ბრძოლა. შეტაკებისას მარდუქმა ქალღმერთი ორ ნაწილად გაგლიჯა. ამ ნაწილებისაგან შეიქმნა შემდეგში დედამიწა და მთვარე.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ დიდი ხნის წინ, მზის სისტემაში ციური სხეულები შემოიჭრნენ, რომელთა დედამიწასთან შეჯახებამ, დიდი გეოლოგიური ცვლილებები გამოიწვია. ამ დიდი მატერიალური ობიექტების დედამიწაზე ჩამოვარდნამ კრატერები წარმოქმნა. სულ მათი რაოდენობა ოთხმოცდარვაა. ზოგიერთი კარგად ჩანს სიმაღლიდან ზოგის დანახვას კი სპეციალური მოწყობილობა სჭირდება, ასეთი სპეციალური საშუალებებით აღმოჩენილი იქნა კრატერი “ანანეკოგანი”, რომელიც კვებეკის მახლობლად, კანადაში მდებარეობს. მისი დიამეტრი 60 კილომეტრია. თვითმფრინავიდან, კარგად ჩანს ავსტრალიაში არსებული კრატერი “ალფა გროსე”. ამ ტერიტორიაზე ციური სხეულის ჩამოვარდნამ დიდი მთები წარმოქმნა.

დედამიწასთან დიდი ზომის ციური სხეულის შეჯახებამ კლიმატის შეცვლა გამოიწვია, ამან კი გიგანტური ხვლიკების, დინოზავრების ამოწყვეტას შეუწყო ხელი. ერთ-ერთი ასეთი დიდი ზომის ციური სხეული, მექსიკაში ნახევარკუნძულ “იუკატანზე” ჩამოვარდა მან წარმოშვა კრატერი, რომლის დიამეტრი 200 კმ .

იუდაიზმის მიხედვით, სამყარო „ელოჰიმების“ მიერ შეიქმნა. სიტყვა ”ელოჰიმ” ებრაულად ღმერთებს ნიშნავს. იუდაისტურ ტექსტებში ეს სიტყვა 270 ჯერ არის ნახსენები, მათი გადმოცემების მიხედვით ელოჰიმი ანგელოზის ძალაუფლების მქონე არსებაა.

თორას, მიხედვით, რომელიც ბიბლიის ებრაულ ნაწილს წარმოადგენს, ელოჰიმებს მიეწერებათ სამყაროს შექმნა. ღმერთის დამხმარედ განიხილავენ მათ ქრისტიანობაშიც.

ბიბლიური წყაროების მიხედვით. ადამის შექმნამდე ზეცაში ანგელოზთა შორის დაპირისპირება მოხდა, სადაც ერთი მათგანი დამარცხდა და დედამიწაზე იქნა ჩამოგდებული. ეს თემა ასევე გაშუქებულია, “კუმრანში” ნაპოვნ “მკვდარი ზღვის ჩანაწერებში”. გამოქვაბულში აღმოჩენილი იქნა ათასამდე გრაგნილი, რომელთა უმეტესობა არამეულ და ბერძნლ ენაზეა დაწერილი. ასევე ნაპოვნია, “თორას” ძველი ტექსტები, რომელსაც ქრისტიანობა როგორც ძველ აღქმად აღიარებს.

ამ ტექსტებში არსებობს თავი, სადაც გადმოცემულია ”ომი სინათლისა და ბნელეთის შვილებს შორის”, ეს ომი წარმოადგენს ზეცაში წარმოქმნილ დიდ ასტრალურ კონფლიქტს.

ეგვიპტეში მდებარე, დიდი ტაძრის “დეფერის” კედლებზე წარწერაა, რომ ეს წმინდა ქალაქი ეკუთვნის ღმერთ “ქორუსს”. ტაძრის კედლებზე აღმოჩენილ წარწერებში ასევე აღწერილია, “ქორუსსა” და მის მტრებს შორის გამართულ ომზე. ლეგენდის თანახმად, “ქორუსმა” დედამიწაზე, ლითონის ჩამომსხმელი ქარხანა შექმნა. ქარხანაში მას მზის დისკო ჰქონდა, რომლის დახმარებითაც, იგი ზეცაში დაფრინავდა. ტექსტის მიხედვით, ეს ამბავი ადამიანის გაჩენამდე ხდებოდა. “ქორუსი” მოგზაურობდა ზეცაში ღმერთ “რა”-სთან ერთად და ამ მგზავრობისთვის ფრთოსან დისკოს იყენებდა.

“ქორუსი” და “რა” გაერთიანდნენ და ბრძოლა გამართეს მტრულად განწყობილ არსებებთან. ვისაც მათთვის ლუმინესენცირებული გვირგვინის წართმევა უნდოდათ. ეს ცეცხლოვანი თავსაბური დედამიწაზე ძალაუფლების ქონას ნიშნავდა. 4000 წლის წინ, ასურელები და შუმერები თვლიდნენ, რომ ღმერთმა “ვაალმა” სამყარო ურჩხულის სხეულისგან შექმნა, რომელსაც იგი შეებრძოლა და დაამარცხა.

ინდუიზმის მიხედვით, რომელიც 5000 წლის წინ განვითარდა ინდოეთში, ვგებულობთ, რომ ადამიანი ღმერთებმა შექმნეს. თითქმის ყველა რელიგიური წყარო თანხმდება, რომ დასაწყისში იყვნენ ღმერთები და შემდეგ შეიქმნა ადამიანი.

მსოფლიო კულტურებში არსებობს ინფორმაცია, საკმაოდ წინ წასულ ცივილიზაციებზე, რომელიც ძველად ცხოვრობდნენ დედამიწაზე და შემდეგ გაქრნენ. მათ შორის მოხსენიებულია “ლემურიელები” რომლებიც კონტინენტ “მუ”-ზე სახლობდნენ. ისინი წყნარ ოკეანეში მომხდარი დიდი კატასტროფის შედეგად გაქრნენ. ეს ამბავი გადმოცემულია ფილოსოფიურ ტექსტებში და ასევე ნახსენებია რამდენიმე ინდურ წყაროში.

დაკარგული კონტინენტის შესახებ საუბრობენ ჰავაიზე პოლინეზიელები. ასევე არსებობს ცნობა კონტინენტზე “ჰივა”-ზე რომელიც “აღდგომის კუნძულებთან” ახლოს იყო და გაქრა წყნარ ოკეანეში. არსებობს ჩანაწერები, ლეგენდარულ ’’აცტლან-აცკეტაზე’’, “ატლანტანზე”, ან “აზატლენ ნორობაზე”. ასეთი ე.წ. “გამქრალი ტერიტორიები”, მრავლადაა ისტორიულ წყაროებში: “ტოია”-მაიას ტომელებისთვის, “ჰიპერბორნი” და “თული”-სკანდინავიელებისთვის, “ტინო ჰელიტი”-უელსებისთვის, “ლიონესკი”-ფრანგებისთვის.

ასევე საკმაოდაა ცნობილი “ატლანტიდა”, რომელიც მოხსენებული აქვს პლატონს. შეგვიძლია საკმაო არქეოლოგიური საბუთი მოვიძიოთ იმის დასამტკიცებლად რომ, წლების განმავლობაში ჩვენი პლანეტის გეოგრაფია, მისი ზედაპირი და თვით მისი პოლუსებიც შეიცვალა.

შესაძლებელია, ბევრი არქეოლოგიური ძეგლი ოკეანის ფსკერზეა მოქცეული. ოკეანის დონემ ამ ხნის განმავლობაში 100 მეტრით აიწია. ასე რომ უამრავი საიდუმლო წყლის ფსკერზეა მოქცეული. ასევე დედამიწის სიღრმეშიც, ბევრი საინტერესო ნივთია დამარხული. მაგალითისთვის გავიხსენოთ თუ როგორ ჩაიმარხა მიწაში, უძველესი ქალაქი “პომპეი”, ვულკან “ვეზუვის” ამოფრქვევის შედეგად ჩვ. წ. აღრიცხვამდე 79 წელს. მისი ნაშთები მხოლოდ 1719 წელს იქნა აღმოჩენილი, ან კიდევ “არაკატირე” კუნძულ “სინტორინზე”, რომელსაც ძველი ბერძნები “ტერსას” ან “კალისტას” ეძახდნენ და რომელიც საშინელი ვულკანის ამოფრქვევამ გაანადგურა 3500 წელს ჩვ.წ. აღრიცხვამდე. 1907 წელს მისი ნაშთებიც მიწის სიღრმეში, 9 მეტრის ქვეშ აღმოაჩინეს,.

ამ მაგალითების შემდეგ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 250 მილიონი წლის წინ არსებული ცივილიზაციის ნაშთების აღმოჩენა პრაქტიკულად შეუძლებელია ალბათ არც მილიონი წლის წინ არსებულის! წარმოიდგინეთ რამდენად ღრმად უნდა იყოს მათი ნაშთები ზღვის ან მიწის ქვეშ ?!

ასევე ძნელია იმ ნივთის პოვნა, რომელიც დაამტკიცებს, რომ დედამიწაზე არსებობდა, ჩვენზე უფრო განვითარებული ცივილიზაცია, რომელიც მილიონი წლის წინ გაქრა.

მაგრამ რამდენიმე მნიშვნელოვანი აღმოჩენა მაინც გაკეთდა, რამაც შეიძლება ეს ჰიპოთეზა დაადასტუროს.

1851 წელს აშშ-ს ერთერთ შტატში, კერძოდ “ილინოისში”, 36 მეტრის სიღრმეში, ორი სპილენძის რგოლი აღმოაჩინეს. მოგვიანებით, ასევე ამერიკაში “მასაჩუსეტის” შტატში, “დორცესტერში” აფეთქების შემდეგ დედამიწის ზედაპირზე აღმოაჩინეს ქვის დიდი ლოდი, რომელზეც მეტალის ზარი იყო მიმაგრებული და მომართული.

1865 წელს ავსტრიაში აღმოჩენილი იქნა საინტერესო ლითონისგან დამზადებული კუბი, რომლის გამოკვლევის ნახშირბადული ანალიზის ჩატარების შემდეგ დადგინდა, რომ ეს საგანი სულ ცოტა 12-70 მილიონი წლისაა.

ინგლისში, ქალაქ “სოლსბერის”, ერთ-ერთ მუზეუმში, უფრო უცნაური ნივთია შენახული, იგი 1869 წელს იქნა აღმოჩენილი, მაგრამ თავისი მონაცემებით აღმოჩენა იმდროინდელ ინდუსტრიულ და ტექნიკური განვითარების დონეს არ შეესაბამებოდა. ნივთი აშშ-ში, კერძოდ “ნევადის” შტატში კლდის დამუშავებისას იპოვნეს, საგანზე უცნაური გრავირებაა გაკეთებული. ამ აღმოჩენამ, მთელი მეცნიერული სამყარო შეძრა. არტეფაქტი გამოიკვლია აშშ-ს, “სან ფრანცისკოს” მეცნიერებათა აკადემიამ.

ამავე პერიოდში კიდევ ერთი საინტერესო აღმოჩენა გაკეთდა, ეს იყო ადამიანის ნაკვლევი, ოღონდ ძალიან დიდი ზომის. იგი, “ტეხასში” “გლენ როუზის” მიდამოში მდებარე დამშრალი მდინარის კალაპოტში აღმოაჩინეს. აქ ადრე დინოზავრის ნაკვალევი იყო აღმოჩენილი. იგი “ცარცულ პერიოდს” მიეკუთვნებოდა. ეს ხანა დადგა მეზოზოური ერის ბოლოს. ასე რომ ეს ნაფეხურები სულ მცირე 140 მილიონი წლისაა.

. . . აბსურდულია არქეოლოგების ის შეხედულებები, სადაც აღნიშნულია რომ, “ჰომო ერექტუსი” 1,5 მილიონი წლისაა ხოლო “ჰომო საპიენსი” 100 000 წლის. 1931 წელს, დოქტორმა უილბერ ბაროუსმა, რომელიც აშშ-ს “კენტუკის” შტატის, “ბეროუს კოლეჯის” გეოლოგიურ განყოფილებაში მუშაობს. უძველესი ადამიანის ნაკვალევი აღმოაჩინა. ეს ადგილი ჩრდილო დასავლეთ “ვერნონის” მიდამოშია. როგორც შემდგომში გამოიკვლიეს, კვალი 250 000 წლის უნდა ყოფილიყო. ვიზუალურად იგი როგორც ჩვეულებრივი ადამიანის ხუთ თითიანი ნაფეხური, ისე გამოიყურება. ზომით: 23,73 /10, 25 სანტიმეტრზე.

1968 წელს, ბატონების, უილიამ მეოსტესის და ფერენს შტაფის მიერ აღმოჩენილი იქნა ახალი ნაკვალევი. ამ ადგილს “ანტილოპა სპრინგს” ეძახიან. იგი 43 მილითაა დაშორებული “იუტას” შტატში მდებარე ქალაქ დელტიდან. ეს იყო შემოსილი ფეხის გაქვავებული ნაშთი. ზომით, 32,5 სმ /11, 25 სმ.

ეს წარმოუდგენელი აღმოჩენა იყო, გასაკვირი აქ ის იყო, რომ ნაკვალევში ჩარჩენილია გაჭყლეტილი ტრილობიტის (უძველესი კიბოსნაირი) გაქვავებული ნაშთი. ეს არსება სულ მცირე 250 მილიონი წლის წინათ გადაშენდა.

გარდა ამისა, ციმბირში აღმოჩენილია ბიზონის თავის ქალა, რომელსაც აშკარად ეტყობა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ნატყვიარი. ამ სახეობის ბიზონი 10 000 წლის წინ გადაშენდა. ეს თავის ქალა შენახულია პეტერბურგის ბუნებისმეტყველების მუზეუმში. ასევე საყურადღებო აღმოჩენა გააკეთეს ბატონებმა მაიკ მიკეზლიმ, უორსონ ლანდომ და ვირჯინია მოლსომ. 1961 წლის 3 თებერვალს ქალაქ “ორლანდოში”, კალიფორნიის უნივერსიტეტში. ეს ადამიანები ეძებდნენ განსკუთრებულ წიაღისეულს. მინდვრის შპატებს და ნახევრად ძვირფას ქვებს.

იმ დღეს, მათ რამდენიმე ეგზემპლარის მოძებნა მოახერხეს. ეს საბადოები მდებარეობდა “აინესის” მიდამოში მდებარე ტბის მახლობლად 1300 მეტრზე ზღვის დონიდან. მაძიებლებმა საკმაოდ დიდი და მასიური ლოდები მოჭრეს და მათი დათვალიერება დაიწყეს. ამ ნატეხებში აღმოჩენილ, დეკორატიული ქვის ნიმუშებთან ერთად შეამჩნიეს, რომ კლდეში ჩამაგრებული იყო მინიატურული, 2 მილიმეტრის სიგრძის ლითონის ჯოხი. მასზე თხელი სპირალი იყო შემოხვეული. არტეფაქტის სრული ვარიანტი, არ იყო შემონახული. კვლევის შემდეგ გაირკვა, რომ ეს უცნობი ობიექტი შიდა წვის ძრავის ერთერთ დეტალს წააგავდა. აღმოჩენილი ნაშთი, რამდენიმე ათასი წელს ითვლიდა.

ასეთივე ექტრაორდინალური შემთხვევა იყო “ნამპას” პატარა ფიგურის აღმოჩენა, იგი სიმაღლით 26 სანტიმეტრი იყო. ეს ფიგურა აღმოაჩინეს აშშ-ში “აიდახოს” შტატის ერთ-ერთ სოფელ “ნამპაში”

აღმოჩენა გაკეთდა 1889 წელს. 90 მეტრის სიღრმეში. ობიექტი გამოიძია, დოქტორმა ვერკომ, “დევის პარკ”-ის მუზეუმში. გამოკვლევამ აჩვენა, რომ ეს ნივთი, სულ მცირე ერთი მილიონი წლისაა. ამასთან ერთად აღსანიშნავია 1936 წელს, გიგანტური ადამიანის ჩონჩხის აღმოჩენა გერმანელი არქეოლოგის დარსან კოლის მიერ, ”ელისის” ტყის მიდამოებში. ეს ადგილი ცენტრალურ აფრიკაში მდებარეობს. გერმანელების, გუსტავ ფონ კონიქსვალდისა და ფრანც ვუნვერიხის მიერ ქალაქ პეკინში ასეთივე გიგანტური ადამიანის ჩონჩხი იქნა აღმოჩენილი.

ისტორიული ცნობების გამოკვლევა და სიმართლის გამჟღავნება, კაცობრიობის წარსულშია დამალული და ჩვენ გველოდება.

თუ თქვენი ნება იქნება გაგრძელებას კიდევ შემოგთავაზებთ… :)

____________________________________________________________________________________________

წყარო: www.esoteric.ge

მსგავსი ამბები

Back to top button