ჰელოუინი ოქტომბრის ბოლოს აღინიშნა და კარგად ვიცით,რომ არცერთი ვარსკვლავი ამ ღირსშესანიშნავ დღეს არ გამოტოვებდა, პირიქით მათ კარგა ხნით ადრე დაიწყეს მზადება და საჭირო ტანსაცმელის შერჩევა. ამ დროს ხომ ყველა გიყურებს თუ რა გაცვია, როგორ გამოიყურები, მით უმეტეს თუ ცნობილი ხარ… ჰოდა ახლა ვნახოთ ვინ როგორ გამოიყურებოდა დღესასწაულზე
რეალითი შოუების მოყვარულებს, განსაკუთრებით კი Jersey Shore-ის მაყურებლებს ეს გოგონა აუცილებლად ეცოდინებათ – ნიკოლ სნუკი შეიძლება ვთქვათ რომ კიტრის მწნილივით გამოწყობილი მივიდა ჰელოუინზე, სავარაუდოდ ამ კაბის შერჩევისას მისი ლოზუნგი იყო: ,,ქალს რაც ღმერთმა უბოძა უნდა გამოაჩინოს კიდეც.” მოკლედ თავისი დიდი ბიუსტის თანადგომით ნიკოლის კისერის დანახვა ძვირი სიამოვნება გახლდათ, კაბა კი ამოკლა და ამოკლა,უფრო გრძელი ფეხების გამოჩენის მიზნით, მაგრამ რაც არ გაქვს, არ გაქვს და მორჩა.
ასე გამოწყობილს ეჭვი მაქვს ვერავინ იცნობდა თავად რომ არ ეთქვა. ეს აწოწილი წითელ-იასამნისფერში გამოწყობილი ქალი ჰეიდი კლუმი გახლავთ,იმ დღეს ეტყობა კრეატიულობამ უმტყუნა, ჰაბი სეალი კი თავიდან ბოლომდე ვერცხლისფერი იყო. როგორც სურათზე ხედავთ ეს წყვილი იმდენად უხდებოდა ერთმანეთს,რომ დამსწრე საზოგადოებასაც სავარაუდოდ თვალზე ცრემლი მოადგებოდა.
.
სექსუალურ სტილს არ უღალადა კიმ კარდაშიანმა. წითელქუდას სამოსში გამოეწყო და მხიარულად პოზირებდა კამერებთან. ამ დროს კი კიმის შემყურე მარტოხელა და სხვათაშორის არამარტოხელა მამაკაცებიც მგლებივით აკაწკაწებდნენ კბილებს.
ამერიკელი მუსიკოსი და მსახიობი ჯონ ლეჯენდი თვისი ულამაზეს გერლფრენდთან, მოდელ კრისტინ თეიგენთან ერთად გამოცხადდა, მათ წყვილისთვის შესაბამისი ჩაცმულობა ამშვენებდათ, ანტონიუსსა და კლეოპატრას ასახიერებდნენ. თუმცა რომ ვუყურებ არ შეიძლება რომ არ ვთქვა, გოგო სჯობს ბიჭს : ))))
ქეთი გრიფინმა, რეალითი შოუს ვარსკვლავმა გულში ჩაიბურტყუნა,სახე არ მივარგა – არ მივარგა, მაგრამ რაც შემრჩენია ის მაინც გამოვაჩინოო და ასე მოგვევლინა სექსუალური მეზღვაურის ფორმაში გამოკოკროჭინებული.
კრისტინა აგილერას მგონი დაავიწყდა სად მიდიოდა, მისი ჩვეული ჩაცმულობიდან ეს კოსწიუმი დიდად არ განსხვავდებოდა.
სერიალ Glee-ს ვარსკვლავი მეთიუ მორისონი სახლიდან გამოგდებულს ჰგავდა, ის წითელი მოკლე შორტით, თეთრი ნასკითა და ბოტასებით, თბილი ჟაკეტით გამოცხადდა წვეულებაზე, გემოვნების ზეიმი იყო მთელი მისი ჩაცმულობა.
.
ქეით ბექინსეილი საკმაოდ მომხიბლავად გამოიყურებოდა, მან ფრანკენშტაინის საცოლის როლი მოირგო, თან ჰაბი ლენ ვაისმენი ახლდა.
.
ვერავინ მიხვდა თუ რას ასახიერებდა ადრინა ფეთრიჯი, მაგრამ საწადელს ყველანი მივხვდით, ესეც იმ ნამეტან სექსუალურ და გამოჩენისტ ქალებს შორის იყო, რამდენიმე მაგალითი ზევით რომ მოვიყვანეთ.
.
სიარამ ჰელოუინთან ერთად დაბადების დღეც აღნიშნა და ლამაზ,ვარდისფერ ტირტთან პოზიორობდა. მისი უკანა ნაწილი კოსწიუმში არც ისე ლამაზად გამოიყურებოდა,როგორც ჩანს ვარჯიშით თავს არ იკლავს. იგი დაქალთან, ლალა ვასკეზთან ერთად მივიდა წვეულებაზე, ეს უკანასკნელი კეკლუცი მეზღვაურის ფორმას ამშვენებდა.
.
ენელინ მაკქორდი ჰელოუინის ნამდვილი თეთრი დედოფალი იყო.
.
მგონი ყველაზე სკანდალური მაინც პარის ჰილტონის გამოჩენა იყო, იგი ფლეიბოის ჰელოუინის წვეულებას ესწრებოდა და ასეთი ჩაცმულობით მივიდა. თავად მებრძოლ პრინცესას ასახიერებდა ხოლო ნიკი ჰილტონი კი სუპერმენს : ))) ეჰ,არც ერთი დაბადებულა მებრძოლად და არც მეორე სუპერმენად.
პარისი უკეთ გამოიყურებოდა სხვა ჰელოუინის წვეულებაზე,სადაც ბოიფრენდთან ერთად მივიდა.
.
ჯენეტ ჯექსონი ჰელოუინზე მიხატული ულვაშებით მივიდა, ის გულისწყვეტას გამოხატავდა იმ ფაქტთან დაკავშირებით,რომ ნამდვილი ულვაშის მოშვება ვერ მოასწრო, სამაგიეროდ ასე მაინც უცხადებდა თანადგომას ქართველ თუ უცხოელ ულვაშიან გოგონებს :lol2:
.
ენ ჰეთევეი ლეოპარდის ფორმაში მობრძანდა, სახეზე რაღაც უცნაური მასკით…
.
მოპუტკუნებულმა კარმენ ელექტრამ არიქა და გამოსაჩენი ბევრი მაქვსო, სულ შემოცარცვული მივიდა ჰელოუინზე და მამაკაცებს თავგზა აურია :(
.
კოკომ თქვა,არიქა მე მაჯობებენ ახლა ეს ცხვირმოუხოცავი კარდაშიანი, ელექტრა და დანარჩენები, ამ გამობრძმედილ ქალსო? ბოროტად ჩაიქირქილა და ასეთ ხერხს მიმართა, შეიძინა პატარა მკერდისთვის განკუთვნილი სამოსი და შიგ გამოპოლიკდა, როგორ გამოიყურება ამის მერე სურათებზე ხედავთ ალბათ.
.
აშანთი ამ კოლგოტში და კიდევ დანარჩენ ნაკუწებში ძალით ჩატენილს ჰგავდა
.
ნიკოლ შერზინგერი ასე გამოიყურებოდა, კი იყო საყვარლად, მაგრამ რაღაც მარილი აკლდა თითქოს..
.
სერიალ დაკარგულების გმირი ხორხე გარსია ასე იყო გამოწყობილი
.
სტივ ტაილერს თავზე ძალიან საყვარელი რქებუკები ამშვენებდა
.
ამერიკელი მსახიობი ტორი სპელინგი ფარშევანგის ბუმბულებით გაწყობილი კაბის შარიშურით მივიდა წვეულებაზე
.
ჩავამატე გაგას ტანსაცმელიც, რადგანაც დიდი მოთხოვნა იყო : ))
ლედი გაგა კრუელას ტანსაცმლით გამოგვეცხადა : )) ალბათ გახსოვს მულტფილმი ,,101 დალმატინელი”
…………………………………………………………………………………………………………………..