საკითხავისასარგებლო

სატელეკომუნიკაციო ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი (C)


დღეს ვერ მოვიცალე დილით და ეხლა დავწერ C ასოზე დაწყებულ ტერმინებს

ხო მართლა ეს პოსტი ეძღვენაბა janikokokoს, რადგან მან წინა ორივე პოსტი დააკომენტარა :thanks:

CAMEL – დამატებითი ფუნქცია GSM ქსელებისთვის, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, როუმინგის დროს, ისარგებლოს პერსონალური მომსახურებებით.

Capacity – მაჩვენებელი, რომელიც განსაზღვრავს, თუ რამდენი ზარის განხორციელება შეიძლება, ერთდროულად, ქსელში.

CB (Cell Broadcast) – ტექნოლოგია, რომლის საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდება აბონენტისთვის, მისი ადგილმდებარეობის მიხედვით.

CCS (Common Channel Signaling) – ცალკეული არხით გადაცემული სასიგნალო/საკონტროლო ინფორმაცია, რომელიც აკონტროლებს სხვა დანარჩენი არხებით გადაცემულ ინფორმაციას.

CDMA (Code Division Multiple Access) – მობილური ქსელებისთვის შემუშავებული სტანდარტი, ასევე ცნობილია ფართო სპექტრულის სახელწოდებით. ეს სისტემა იყენებს ერთ ფართო სიხშირულ სპექტრს ყველა ტიპის ტრაფიკის გადასაცემად.

CDR (Call Data Records) – ჩანაწერი, გენერირებული ძირითადი საკომუტაციო სადგურის მიერ, რომელშიც აღირიცხება აბონენტის ქმედებები: შემომავალი და გამავალი ზარების განხორციელება, დამატებითი მომსახურებებით სარგებლობა და სხვ.

Cell – ერთი ფიჭური საბაზო გადამცემი სადგურის მიერ დაფარული ტერიტორია.

CF (Call Forwarding) – ფუნქცია, რომლის საშუალებითაც აბონენტს შეუძლია, მობილურზე შემოსული ზარები გადაამისამართოს სხვა ტელეფონის აპარატზე.

CLIP – (Calling Line Identification Presentation) – ფუნქცია, რომლის საშუალებით აბონენტს მიეწოდება ინფორმაცია იმ ტელეფონის ნომრის შესახებ, საიდანაც შედის ზარი.

CLIR (Calling Line Identification restriction) – ფუნქცია, რომელიც საშუალებას აძლევს აბონენტს, ზარის განხორციელების დროს, დაფაროს საკუთარი ნომერი.

CODEC (Coder/Decoder) – მოწყობილობა ან კომპიუტერული პროგრამა, რომელიც ციფრული სიგნალის ან ნაკადის კოდირებას და შემდგომ გაშიფრვას ახორციელებს.

Core Network – მესამე თაობის ქსელებში წარმოადგენს ქსელის საკომუტაციო ნაწილს. უზრუნველყოფს ზარების მართვას, აბონენტის იდენტიფიცირებას, მისი ადგილმდებარეობის განსაზღვრას და მობილურობას.

CPE (Customer-Premises Equipment) – მოწყობილობა ან საკაბელო მეურნეობა, რომელიც აბონენტის ტერიტორიაზეა განლაგებული და ოპერატორის სატელეკომუნიკაციო არხებთანაა დაკავშირებული.

თეგები

arabuli

ჩემი ცხოვრების აზრი იყო და მუდამ იქნება: "ტყუჭი"

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close