არქივი

მხოლოდ ფაქტები

a4b048b6db09

საინტერესო ფაქტების კიდევ ერთი ნაკრები

9e439d8bc888
0cfe66e9ab27

1. შირო იშიი და იოზეფ მენგელე ორივე 67 წლის ასაკში გარდაიცვალნენ.

c2f91a731404

2.უოლტ დისნეის მიღებული აქვს ყველაზე მეტი ოსკარი 26, ასევე ნომინირებულია ამ პრიზზე 59-ჯერ ესეც რეკორდია.

3f06cc409de4

3.ლილიენ ტურამს თავის საფეხბურთო კარიერაში ორადორი გოლი აქვს გატანილი. ისიც მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში, როდესაც საფრანგეთის ნაკრები მარცხდებოდა ხორვატიასთან ანგარიშით 0-1.

0e4cdf3f2fcd

4.ჩრდილოეთ ირლანდიაში დღესაც პოპულარულია გამოთქმა:Maradona Good, Pele Better, George Best.

31b7f9ccb3b7

5.ფეხბურთში ყველაზე ხანგრძლივი პენალტების სერია დაფიქსირდა 1988 წლის 20 ნოემბერს. მატჩში არგენტინოს ხუნიორსსა და რასინგს შორის. ძირითადი დრო დასრულდა ანგარიშით 2-2. სულ შესრულდა 44 თერთმეტმეტრიანი დრტყმა. არგენტინოს ხუნიორსმა მოიგო ანგარიშით 20-19.

f4b031cc7621

6. გარი კასპაროვს საჭადრაკო ოსკარი მოგებული აქვს 11-ჯერ. მეორე ადგილზეა ვიტალი კარპოვი 9 ოსკარით. მესამე ადგილს იკავებს ვისუანანთან ანანდი 6 ოსკარით.

c33432198b08

7. მაია ჩიბურდანიძე ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონია ჭადრაკში, მან ეს უპრესტიჟულესი ჯილდო მოიგო მაშინ როდესაც ჯერ კიდევ 17 წლის იყო. მან ასევე მონაწილეობა მიიღო 15 ოლიმპიადაში ესეც რეკორდია, აქედა 9 მოიგო. ის ასევე 4 საჭადრაკო ოსკარის მფლობელი.

0da6b4c4c94c

8.ჯაკინო როსინიმ “სევილიელი დალაქი” 13 დღეში დაწერა. გაეტანო დონიცეტიმ “ლუჩია დი ლამერმურის” დაწერას კიდევ უფრო ნაკლები დრო მოანდომა. როდესაც დონოცეტის ჰკითხეს თუ როგორ მოახერხა ეს, მან უპასუხა:”მე როსინივით ზარმაცი არ ვარ”

88d4cd1c9232

9.ჰანს ქრისტიან ანდერსენი აკრომეგალიით იყო დაავადებული(ჰიპოფიზის ფუნქციონალური დარღვევა, რომლის გამოც კიდურები არანორმალურად იზრდება). ამის გამო, თურმე, მას არცერთი სიტყვის დაწერა არ შეეძლო უშეცდომოდ. როგორც კორექტორები ამბობენ მისი ხელნაწერების გასწორება ნამდვილი კოშმარია.

2f56bd73a591

10.ვოლფგანგ ამადეუს მოცარტს თავისი სიცოცხლის მანძილზე წერისას არცერთი შეცდომა არ დაუშვია.

7fbc9018d8de

11.როჟერიო სენი არის სან პაულოს მეკარე რომელსაც საფეხბურთო კარიერაში 103 გოლი აქვს გატანილი.ყველა სტანდარტული მდგომარეობიდან.

72fe752cbad8

12.NBA-ს ლოგოზე ჯერი ალან ვესტია გამოსახული.

83619d588560

13.არავის მოუგია ოქროს ბურთი ოთხჯერ. ის სამ-სამჯერ მიიღეს:იოჰან კრუიფმა,მიშელ პლატინმა, მარკო ვან ბასტენმა და ლიონელ მესიმ.

9ee4f5f08bfe

14.ალექსანდრიის შუქურა 2136 წელი ინარჩუნებდა მსოფლიოს ყველაზე მაღალი ნაგებობის (120-140M) სტატუსს. მანამ სანამ ფრანგები ეიფელის კოშკს(324M) არ ააგებდნენ.

4ea87a085d08

15.მსოფლიოში ყველაზე დიდი შიდა სივრცე აქვს კაზინო ლუქსორის შენობას(820,000 m³). (ეს 1993 წლის მონაცემია არ ვიცი დღემდე თუ შეიცვალა რამე).

d4913365d12b

16.ჩარლი ჩაპლინი თავის ფილმებში გარდა იმისა რომ ასრულებდა მთავარ როლს,იყო:რეჟისორი,პროდიუსერი,სცენარის ავტორი და და უმრავლეს შემთხვევაში მუსიკის ავტორიც.

fa0e17e828a1

17.ანრი სტენდალი თავის “წითელს და შავს” შემდეგი სიტყვებით ამთავრებს:”სიუჟეტის შემდგომი განვითარებისთვის საჭიროდ ჩავთვალე გამომეგონებინა პატარა ქალაქი ვერიერი. ხოლო როდესაც დამჭირდა ისეთი ინსტიტუტები როგორებიცაა:სემინარია დს სასამართლო ისინი ბეზანსონში მოვათავსე სადაც არასდროს ვყოფილვარ”. შეგახსენებთ, რომ მისი ნამდვილი სახელია ანრი ბეილი, თუმცა ცხოვრების მანძილზე 200-სამდე სხვადასხვა ფსევდონიმით სარგებლობდა. სტეფან ცვაიგმა კი სტენდალი ასე დაახასიათა:”არავის არ უთქვამს ამდენი ტყული სიმართლის გამარჯვებისათვის, როგორც ანრი სტენდალს”.

d79474e795c8

18.პაულინო ალკანტარას გატანილი აქვს 357 გოლი 357 მატჩში.

e00e6accf6c8

19.სპილოებს შეუძლიათ იცნონ გზა, რომელზეც ოთხმოცი წლის წინ გაიარეს.

ebf19e354be0

20.უილიამ სიდისის IQ-ს მონაცემი 250-დან 300-მდე მერყეობდა.(განსხვავება შეფასების კრიტერიუმებშია). ეს ყველა დროის რეკორდია.

წყარო:ვიკიპედია და პირადი გამოცდილება.

MDM

სხვებისგან ბევრით არაფრით გამოვირჩევი. მიყვარს ვიქტორ ჰიუგოს, ანრი სტენდალის, ალექსანდრე დიუმასა და ქართველი ისტორიული პროზაიკოსების შემოქმედება. ვუსმენ კლასიკურ მუსიკას ერთნაირად მიყვარს მასკანი, ჯორდანო, ვერდი, პუჩინი და ლეონკავალო. ჩემი საყვარელი შემსრულებელია მარიო დელ მონაკო, რადგან ჩემს საყვარელ საოპერო როლებს(კანიო, რადამესი, ოტელო, კავარადოსი და კალაფი...) საუკეთესოდ ასრულებს. 2006 წლიდან ვარ ბარსელონას თავგადაკლული გულშემატკივარი. საკუთარ თავს დავახასიათებდი ორი სიტყვით მეოცნებე ესთეტიკოსი რადგან ხელოვნება ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია ვიდრე რეალური ცხოვრება, რაც ძალიან ცუდად აისახება ჩემს ადამიანურ ურთიერთობებზე. მგონი სულ ეს იყო.

მსგავსი ამბები

Back to top button