საკითხავისასარგებლოსურათები

კაპრი

კაპრი შედის იტალიის ნეაპოლის პროვინციის შემადგენლობაში. ქალაქი კაპრი კუნძულის მთავარი დასახლებული ნაწილია. აქ მდებარეობს ორი მნიშვნელოვანი ნავსადგური, მარინა პიკოლა და მარინა გრანდე. კუნძულის დასავლეთ ნაწილში, შემაღლებულ გორაკებზე მდებარეობს მეორე განცალკევებული დასახლება – ანაკაპრი.

მოსახლეობის რაოდენობა 2002 წლის აღწერით – 12.200

კუნძული მდებარეობს ტირენის ზღვაში. რომის რესპუბლიკის დროს იგი კურორტს წარმოადგენდა. კაპრიზე მისვლა მხოლოდ ნავის მეშვეობით არის შესაძლებელი ამიტომ კუნძულზე არის პორტი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ემსახურება მგზავრებს

კუნძულის ერთ-ერთ სიმბოლოს წარმოადგენს ლურჯი გამოქვაბული,რომელსაც ეს სახელი წყლის ფერის გამო ეწოდა. გამოქვაბულში სინათლე მხოლოდ რამოდენიმე ხვრელიდან შედის.
ტურისტებს მღვიმეში შესვლა მხოლოდ ნავებით შეუძლიათ.

კუნძულს მრავალი ღირსშესანიშნაობა გააჩნია. ისტორიული ეკლესიები,ვილები და ა.შ. ქალაქი მუდიმავად გაჟღენთილია ზეთის ხილისა და ლიმნის სურნელებით.

ტურისტების სიმრავლის მხრივ კაპრი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია მსოფლიოში.

კაპრიში ცხოვრება ღამით იწყება.. ლამპიონები ყოველთვის ჩართულია.. ქუჩები სავსეა.. იმართება სხვადასხვა წვეულებები ბარებსა და რესტორნებში.

>

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close