საკითხავისასარგებლოსურათები

ერმიტაჟი . . .


მსოფლიო მუზეუმებს შორის ერთერთი ყველაზე გამორჩეული,ექსპონატებით ძვირფასი და მდიდარი, ჩემი აზრით თითონ ექსპონატი მუზეუმი…

ერმიტაჟის მუზეუმი ერთერთი ყველაზე დიდი,ძველი და გამორჩეული მუზეუმია მსოფლიო მუზეუმებს შორის.იგი მდებარეობს რუსეთში,პეტერბურგში. მუზეუმი შედგება 6 ძირითადი შენობისგან,რომელთაგანაც მთავარი ზამთრის სასახლეა.ზამთრის სასახლე თავის დროზე რუსეთის მეფეთა რეზიდენიცა იყო.ერმიტაჟის კოლექციაში უამრავი ექსპონატია,მათ შორის მიქელანჯელოს, ლეონარდოს, რუბენსის, ვან-დეიკის, რემბრანდტის,გოგენის,პიკასოს,მონეს,სეზანის და სხვა უამრავი მხატვრის,ხელოვნის მიერ შექმნილი შედევრები,მაგრამ ჩემი და არა მხოლოდ ჩემი აზრით მისი ერთერთი მთავარი ღირსებაა ფაბერჟეს სამკაულების და კვერცხების კოლექცია.

კარლ ფაბერჟეს ნამუშევრები

ერმიტაჟის შექმნის ისტორია უკავშირდება რუსეთის იმპერატორ ეკატერინე II დიდს,რომელსაც განსაკუთრებულად უყვარდა ნახატები. 1764 წელს მან 250 ნახატი შეიძინა ევროპის ქვეყნებში,პარალელურად ყველა ელჩს ქონდა მიღებული ბრძანება,რომ შეეძინა საუკეთესო ნამუშევრები,კოლექციები,რომელთა ყიდვაც შეიძლებოდა.ეკატერინე II ს იმდენად უყვარდა და უფრთხილდებოდა თავის კოლექციას,რომ “Мой Эрмитаж”ს ეძახდა,რადგან სხვას თითქმის არავის ქონდა უფლება დაეთვალიერებინა მისი კოლექცია.

ეკატერინე II

გადიოდა დრო და საიმპერატორო კოლექცია უფრო და უფრო მდიდრედებოდა.ნიკოლოზ I მა დაიქირავა იმ დროისათვის საკმაოდ ცნობილი გერმანელი არქიტექტორი ლეო ფონ კლენცე,რომელსაც სახალხო მუზეუმისთვის შენობის პროექტის შექმნა შეუკვეთა.ახალი ერმიტაჟი დამთვალიერებლისათვის 1852 წელს გაიხსნა.

რუსეთის სათავეში საბჭოთა ხელისუფლების მოსვლის დასაწყისში,ეს უკანასკნელი “ბურჟუაზიულ და დეკადენტურ” ხელოვნებას დიდ ყურადღებას არ აქცევდა. სტალინის ბრძანებით ერმიტაჟის რამდენიმე უძვირფასესი ექსპონატი საზღვარგარეთ იქნა გაყიდული. მათ შორის იყო რაფაელის “მადონა ალბა”, ტიციანის “ვენერა სარკით” და იან ვან ეიკის “სახარება”.
ერმიტაჟის ისტორიაში ტრაგიკული პერიოდი დასრულდა 1945 წელს. ამ დროს მთავრობამ სცადა ადრინდელი დანაკარგები წითელი არმიის მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიაში ნაძარცვი ხელოვნების ნიმუშებით შეევსო. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო გერმანიის ბიზნეს ელიტის კერძო კოლექციებიდან წამოღებული იმპრესიონისტებისა და პოსტ-იმპრესიონისტების უძვირფასესი ნამუშევრები. ეს ნამუშევრები 1995 წლამდე დაკარგულად ითვლებოდა, მუზეუმმა მხოლოდ ამ დროს გამოიტანა ისინი სახალხოდ. გერმანიის საზოგადოებრიობის არაერთხელ მიმართვის საპასუხოთ რუსეთის მთავრობის განცხადებით ეს სულ მცირე კომპენსაციაა იმ ზარალისთვის, რაც გერმანიის აგრესიამ მოუტანა საბჭოთა კავშირს…

P.S. ერმიტაჟით დღეს რუსეთი თავს იწონებს მსოფლიოს წინაშე.ერმიტაჟით ,რომელიც მათი მეფეთა რეზიდენცია იყო,ექსპონატთა 80% მათი მეფეების პირადი გამოყენების ნივთები და პირადი კოლექციის ნიმუშებია,მეფეების რომელთა ბოლო წარმომადგენელი,სამეფო დინასტიის 97%  საკუთარი ხელით ამოხოცეს,არ დაინდეს არც მოხუცი,არც ქალი,არც ბავშვი  და თითქმის საუკუნის მანძილზე ამაყობდნენ ამით :dasja:

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close