გართობაკულტურა

ქალის რომელი სახელი დაეხმარა საბჭოთა ჯარისკაცებს გამარჯვებაში

2310c7689e85

მეორე მსოფლიო ომის შესახებ რომ ყველას გვსმენია და ბევრი რამეც გაგვიგია, ამაში ეჭვი არ მეპარება. ბევრ თქვენგანს ალბათ ბებია ან ბაბუა ყავს (ყავდა) ამ ომის მონაწილე. მეორე მსოფლიო ომი რომ ახლოს იყო მაშინდელ საქართველოსთან, ამას მისი სახელწოდებაც ადასტურებს – დიდი სამამულო ომი. ახლა კი ცოტა რამ გავიგოთ, თუ რა იყო ერთი პატარა მიზეზი, რატომაც არ ,,გატყდა” საბჭოთა ჯარისკაცი ბრძოლის ველზე…

რუსეთში ამბობენ, რომ ჯარისკაცებს ამაში ქალებთა სახელები დაეხმარა. ასეთი სახელი, რა თქმა უნდა, ბევრი იქნებოდა – დედების, დების ან საყვარელი ქალბატონების სახელები. მათთვის იცავდნენ ჯარისკაცები მოსკოვს და მათ გამო აიღეს ბერლინი.თუმცა, ერთი სახელი აერთიანებდა ყველას. ზოგი თქვენგანი ალბათ მიხვდა – ესაა კატიუშა (Катюша)

დიდი სამამულო ომის დაწყებამდე არც ისე დიდი ხნის წინ, 1939 წელს, კომპოზიტორმა მატვეი ბლანტერმა და პოეტმა მიხაილ ისაკოვსკიმ დაწერეს სიმღერა ,,კატიუშა”, რომელიც იცოდა ყველამ. სიმღერა ყველას მოეწონა და ყველამ აიტაცა. თუ არ გჯერათ, მიდით და კითხეთ ბებიას ან ბაბუას, მშობლებს ან ვინმე მოზრდილ ადამიანს, იციან თუ არა მათ რაიმე კატიუშას შესახებ. ან ყველაზე კარგი ვარიანტია წაუმღეროთ სიმღერის პირველი სტროფი: «Расцветали яблони и груши, Поплыли туманы над рекой…» და თქვენ აუცილებლად დაინახავთ მათ სახეზე ღიმილს და ისინი თქვენთან ერთად დაასრულებენ ამ სიმღერას.

და რაზეა სიმღერა ,,კატიუშა” სიმღერა რუს გოგონაზე და მის მეგობარზეა, რომელიც ჯარში მსახურობს. ამ სიმღერას დიდი წარმატება ქონდა, მან უდიდესი პოპულარობა მოიპივა მოკლე დროში. მას მღეროდნენ ყველგან: ბრძოლის ველზე თუ ზურგში. ჯარისკაცებს იგი ახსენებდა ბედნიერ დღეებს და საყვარელ ადამიანებს. ისინი მიდიოდნენ ბრძოლის ველზე და სჯეროდათ, რომ კატიუშა ელოდა მათ ცოცხლებს და გამარჯვებულებს. შეიძლება ითქვას, რომ ამ სიმღერამაც იბრძოლა. კატიუშას სახელი უწოდეს მებრძოლებმა რეაქტიულ ნაღმტყორცნს, რომელიც დიდ როლს თამაშობდა ნაცისტების წინააღმდეგ ბრძოლებში.

,,კატიუშას” მელოდია მალე ცნობილი გახდა საზღვარგარეთაც. იტალიელმა პარტიზანებმა ამ სიმღერის მოტივებზე ახალი სიმღერაც კი შექმნეს. დღეისათვის კი შეიძლება ითქვას, რომ ეს სიმღერა ,,Катюша” რუსეთის სავიზიტო ბარათია.

აქაა ,,კატიუშას” შესრულების ორი ვერსია. რომ მოისმენთ, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად იცნობთ მელოდიას. ;)

აბა, გაგახსენდათ? :)

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button