საკითხავისამხედროსასარგებლო

პროპაგანდა

პროპაგანდა არის ინფორმაციის მიწოდების ფორმა, რომელიც გულისხმობს ნებისმიერი საკომუნიკაციო ფორმის გეგმაზომიერ გამოყენებას ადამიანთა გონებაზე, ემოციებსა და ქცევაზე ზემოქმედების მიზნით. აუდიტორიის დასარწმუნებლად პროპაგანდისტებმა შეიძლება განსხვავებული მეთოდები გამოიყენონ, თუმცა ისინი ერთი საერთო ნიშნით ხასიათდებიან – აუდიტორიის ღირებულებების და რწმენისკენ არის მიმართული.

ფსიქოლოგები გამოყოფენ პროპაგანდის რამდენიმე სახეს: 1. დადებითი განწყობის შემქმნელი განზოგადებები (პროდუქტის, კანდიდატის ან პოლიტიკური პროგრამის მიწოდების ფორმა დადებითი ემოციების გამომწვევი სიმბოლოების გამოყენებით); 2. “იარლიყების მიწებება” (პროპაგანდისტი უარყოფითი ემოციის შემქმნელი სახელის შერქმევით ნეგატიურ დატვირთვას ანიჭებს მოვლენას, რომლის წინააღმდეგაც ის გამოდის); 3. „გადაადგილება” (სხვადასხვა დადებითი ასოციაციების მოხმობით საერთო კეთილგანწყობილების ატმოსფეროს შექმნა); 4. „დადასტურება” (გამოჩენილ და ცნობილ ადამიანთა გამონათქვამების ციტირება რაიმეს მხარდასაჭერად, ან საწინააღმდეგოდ); 5. „უბრალო ადამიანები” (პროპაგანდისტული იდეების, ან პროდუქტის იდენტიფიცირება “უბრალო ადამიანების” საჭიროებებთან); 6. „ბანქოს ჩაწყობა” (არგუმენტი, რომელშიც ფაქტები იმგვარადაა დალაგებული, რომ რჩება ერთადერთი “ლოგიკური” დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა); 7. „არ დაგვაგვიანდეს” (რომელიმე მოსაზრების ან პროდუქტის მხარდაჭერის მეთოდი, როდესაც პროპაგანდისტი აუდიტორიას უქმნის შთაბეჭდილებას, რომ ყველა დანარჩენი უკვე ასე ფიქრობს და ამიტომ, საჭიროა დროული გაერთიანება უმრავლესობასთან).
XX საუკუნე განსაკუთრებულად გამოირჩეოდა პროპაგანდისტული მოწოდებებით. არსებობდა პროპაგანდისტული პოსტერების მთელი ხელოვნება, რომელიც საზოგადოებაზე მიზანმიმართულად მოქმედებდა.
ამგვარი პროპაგანდისტული ნამუშევრებით  პირველ ადგილს, უდავოდ, საბჭოთა კავშირი იკავებს:

ოქტომბრის რევულუციისადმი მიძღვნილი პლაკატი

აშენე, როგორც შენთვის!

დედა-სამშობლო გვიხმობს! -მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებული პროპაგანდისტული ნამუშევარი.

უმოწყალოდ დავამციროთ დ გავანადგუროთ მტერი!

თავისუფლება ჩილელ ხალხს!

ვიეტნამის გამარჯვება სოლიდარობის გამარჯვებაა!

მითი და რეალობა.

სისხლი და ნავთობი აქ ერთად იღვრება! – ანტიამერიკული საბჭოთა პროპგანდა.

ამერიკული პროპაგანდა:

მეორე მსოფლიო ომის დროინდელი პლაკატი მიმართული ვენერიული დავადებების სწინააღმდეგოდ.

მოვალეობებზე უფრო მეტი! – მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში, ამერიკაშ შავკანიანებს ფლოტში მსახურობის უფლება არ ჰქონდათ, მათ მხოლოდ დამხმარე საქმიანობის გაწევა შეეძლოთ. დორის მილერი სწორედ ასეთი აფრო ამერიკელი იყო, რომელის აშშ-ს ერთ-ერთ გემზე, უფრო კონკრეტულად კი – “დასავლეთ ვირჯინიაზე” მსახურობდა მზარეულის დამხმარეთ. ცხადია, დორისს არანაირი სამხედრო წვრთნა არ ჰქონდა გავლილი. მიუხედავად ამისა, პერლ ჰარბორის დაბომბვის დროს, მან საკუთრი სიცოცხლე რისკის ქვეშ დააყენა და უდიდესი გმირობა გამოიჩინა. მან მოახერხა მისულიყო ტყვიამფრქვევამდე, რომელიც გემზე იყო დამონტაჟებული და ჩამოეგდო არაერთი იაპონური თვითმფრინავი. გამოჩენილი სიმამაცისათვის იგი  დააჯილდოვეს საზღვაო ჯვრით. სწორედ ამის შემდეგ მიეცათ შვკანიანებს უფლება, ემსხურათ ამერიკულ ჯარში და გათანაბრებულიყო მთი უფლება-მოვალეობები თეთრკანიანებთა.

ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი წილი. და ჩვენ გავიმარჟვებთ, იმიტომ, რომ ჩვენს მხარეს ღმერთია.

მოაშორე ეს ხელები!

ვისურვებდი, კაცი ვყოფილიყავი! – მოწოდება იმისკენ, რომ სამხედრო ფლოტში რაც შეიძლება მეტი ადამიანი წასულიყო, 1917 წელი.

ნაცისტური პროპაგანდა:

გაუმერჯოს გერმნიას! (დღეგრძელობა გერმანიას!)

განმანთავისუფლებლები! – ანტი-ამერიკული პროპაგანდა.

ევთანაზიის პროპაგანდა მიმართული იქითკენ, რომ დაზოგილიყო კომაში მყოფი ადამიანების მკურნალობაზე გასაწევი ხარჯები.

საზოგადოებაში არსებობს მოსაზრება, რომ პროპაგანდისტული ნამუშევრები, ეს XX საუკუნის სენია. ძნელია ამ მტკიცებას დაეთანხმო. პროპაგანდა თანამედროვე პოლიტიკასას ახასიათებს, თუმცაღა არა იმ  ფორმით, რასაც გასულ საუკუნეში ჰქონდა ადგილი:

ირნული პროპაგანდისტული პლკატი.

თუ დაიწყება ომი, ჩვენ პირველ რიგში ამერიკელ ნაძირლებს გავანადგურებთ! – ჩრდილო კორეული ანტი-ამერიკული პროპაგანდა.

შვედური ანტი ევროპული პროპაგანდა მიმართული 2003 წლის რეფერენდუმისადმი.

დიდი ბრიტანეთი.

პროგრესი – აშშ.

ჩინეთი.

როგორ აკონტროლებს რუსეთის ტერიროტიას ამერიკა?! – თანამედროვე რუსეთის ანტი-ამერიკული პროპაგანდა.

ცხადია, აქ მოყვანილი პროპაგანდისტული ნამუშევრები ძალიან მცირე ნაწილი იმ უდიდესი კოლექციისა, რაც სხვადასხვა ქვეყანაში შეიქმნდა და დღემდე იქმნება, მაგრამ ზოგადი წარმოდგენის შექმნა ამასაც შეუძლია.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close