არქივი

გააკვირვე მეგობრები….

5a5ac5a5542b
ამ პოსტში მინდა გასწავლოთ რამდენიმე მარტივი მათემათიკური შეკითხვა როგორიცაა: წლოვანების გამოცნობა, ჯამის გამოცნობა და სხვა…

მაშასე დავიწყოთ…

1.წლოვანების გამოცნობა.

თქვენი წლოვანება გაამრავლეთ10-ზე. გამოაკელით ნებისმიერი ერთნიშნა რიცხვის 9-ზე ნამრავლი და მითხარით მიღებული რიცხვი და მე გეტყვით თქვენს წლოვანებას.

გამოცნობის ხერხი:მაგალითად, 17+10=170-9(ნებისმიერი ერთნიშნა რიცხვის 9ზე ნამრავლი)=143

14+3=17  :)

2.ჩაფიქრებული ლუწი რიცხვის გამოცნობა

შესთავაზე მეგობარს ჩაიფიქროს, რომელიმე ლუწი რიცხვი, გაამრავლოს ეს რიცხვი სამზე, მიღებული შედეგი გაყოს 2ზე და მიღბული შედეგი ისევ ისევ გაამრავლოს 3ზე. ამგვარი არითმეტიკული მოქმედების შედეგად მიღებული რიცხვი გაცნობოთ თქვენ, რის შემდეგაც თქვენ დაასახელებთ ჩაფიქრებულ რიცხვს… როგორ მოვახერხოთ ეს???

გამოცნობის ხერხი: ჩაფიქრებული რიცხვის გამოსაცნობად, გამოცხადებული შედეგი უნდა გავყოთ  ცხრა-ზე და შემდეგ განაყოფი გავამრავლოთ 2-ზე.

3.როგორ ვიპოვოთ ციფრი?

დაწერეთ რიცხვი რომლის ციფრთა ჯამო იყოფა 9-ზე და შებრუნებულმასთხოვეთ თქვენს ერთ-ერთ მეგობარს ეს რიცხვი გაამრავლოს ნებისმიერ  ციფრზე. შესთავაზეთ მიგებულ ნამრავლში გადახაზოს რომელიმე ციფრი გარდა ნულისა. დარჩEნილი ციფრები გადააადგილოს ნებისმიერი თანამიმდევრობით და შედეგი გაცნობოთ, რის შედეგადაც თქვენ დაასახელებთ გადახაზულ ციფრს.

როგორ ვიპოვოთ გადახაზული ციფრი??

პასუხი:გადახაზული ციფრი არის ის,რომელიც უნდა დაუმატოთ გამოცხადებული რიცხვის ციფრთა ჯამს , რათა ის გაიყოს 9-ზე

შევნიშნავთ რომ თუ გამოცხადებული რიცხვის ციფრთა ჯამი უკვე იყოფა 9-ზე  ე.ი გადახაზული ციფრია 9

მაგ: დავუშვათ დაწერეთ 132354. თქვათ მეგობარმა ის გაამრავლა 7-ზე მიღებულ შედეგში 926478 გადახაზა 6, გადაადგილა დარჩენილი ციფრები და გაცნობათ 79482. თქვენ იგებთ ციფრთა ჯამს ის =30.    7+9+4+8+2= 30

უახლოესი რიცხვი რომელიც 9-ზე იყოფა არის 36 ე.ი გადაუხაზიათ 6

4.დამსერეთაგან მოიწვიეთ ორი წარმომადგენელიდა განუცხადეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ გამოიცნოთ მათი წლოვანებათა შორის სხვაობა .  უმცროსს სთხოვეთ თავისი წლოვანება გამოაკლოს 99-ს, ხოლო უფროსმა მიღებულ სხვაობას დაუმატოს თავისი ასაკი და შედეგი გაცნობოთთქვენ.

რის შედეგადაც შეგიძლიათ თქვათ, რამდენი წლით უფროსია ერთი მეორეზე.

გამოცნობის ხერხი:გამოცხადებულ რიცხვს უნდა გამოვაკლოთ 100 და მიგებულ სხვაობას დავუმატოთ 1 მაგ:ვთქვათ უმცროსი არის 23წლის, უფროსი37

მაშინ 99-23=76;  76+37=113;  113 -100=13+1=14;

37-23=14

5.ჯამის გამოცნობა

სთხოვეთ მეგობარს  დაწეროს ნებისმიერი სამნიშნა რიცხვი რომლის ციფრები დალაგებულია ზედადობის მიხედვით და შემდეგ დაწეროს იგივე რიცხვი შებრუნებული

თანამიმდევრობით. ამ ორი რიცხვიდან უდიდესს გამოაკლოს უმცირესი და მიღებულ სხვაობას დაუმატოს მისი შებრუნებული

რიცხვი. თქვენ შეგიძლიათ უშეცდომოდ დაასახელოთ მიღებული ჟამი??

პასუხი; იმის მიუხედავად თუ რომელ სამნიშნა რიცხვს დაწერს თქვენი მეგობარი, ჩატარებული არითმეტიკული ოპერაციების შედეგად მიიღება რიცხვი 1089.  :)

მსგავსი ამბები

Back to top button