გართობაკულტურა

Weinnachten – ანუ გერმანული შობა

c7535761c1f5

გერმანიაში შობას ელოდებიან….

ეს ყველაზე საყვარელი პერიოდია ევროპელებისათვის.

ქალაქის მოედნებზე უზარმაზარი ბაზრობებია გადაჭიმული, სადაც ათასგვარ საშობაო საჩუქარას, შემწვარ ძეხვს, ლუდს და რაც მთავარია , ცხელი ღვინის უამრავ სახეობას გადააწყდებით. განსაკუთრებით კი შაბათ-კვირას, მთელი კვირის, მძიმე სამუშაო გრაფიკის შემდეგ, გერმანელები თავს უფელებას აძლვენ თავისუფალი დრო მაქსიმალურად გაერთონ. აქ ყველაფერია წარმოდგენილი, როგორც დიდებისათვის ასევე პატარებისთვის.

საკონცერტო სცენები, ღია ცისქვეშ იმდენია , რომ თუკი რამოდენიმე კონცერტი ერთმანეთს დაემთხვა, შესაძლოა სმენა საერთოდ დაკარგო. ეს ისე რა თქმა უნდა ხუმრობით. ულამაზესად მოკაზმული ნაძვის ხის ქვეშ, ზღაპრის გმირებსაც შეხვდებით, ,,ფიფქია და შვიდი ჯუჯა ,, (რატომღაც ზღაპრიდან ამ ზღაპრიდან კუბოში მწოლიარე ფიფქიას სცენაა წარმოდგენილი) საწყალი ფიფქია, ამ მინის კუბოში უნდა შეხვდეს შობას, იმედია მასთან შობამდე მოვა უფლისწული და…

ისიც შეუერთდება საყოველთაო ზეიმს. ფიფქიას გარდა აქ სხვა უამრავი ზღაპრის გმირია: ,,ჰანსი და გრეტელი,, ,, ბოროტი დედინაცვალი,, და ა. შ. მაგრამ პატარები ზუსტად იმ ადგილისაკენ მიიწევიან სადაც უმცირესი ,,ლეგო,, ნაწილებით უზარმაზარი ,,სანტა კლაუსი,, წამოჭიმულა…

და თავის პლასტმასის წვერს, მზის უკანასკნელ სხივებს აფიცხებს…

a3f8011b0a12

b0fcdd26d53e

260ffde6c2ef

ცხელი ღვინით შემთვრალი მშობლები კი წუხან რომ ამერიკულმა ,, Santa Claus-მა ,, ნ ა მ დ ვ ი ლ ი ,,Sankt Nicolaus ,, ჩაანაცვლა, ის კი ავიწყდებათ, რომ რამოდენიმე დღის წინ, ამერიკულ დღესასწაულ ,, Halloween-ზე,, თავად შეუღებეს ცხვირ – პირი ბავშვებს, როგორც პატარა მონსტრებს.

არა, მაინც ულამაზესია ეს ყველაფერი, მითუმეტეს მაშინ როდესაც ცენტრიში მდგარ მოძრავ ფიგურებს ხედავ, ,,შობის სცენას,, ღვთისმშობელს ყრმა იესოთი, იოსებსა და მწყემსებს…

უამრავი ადამიანი იღებს ფოტოებს, ვიდეოს, ისინი აკვირდებიან სათამაშოებს და ელოდებიან შობის მოსვლას…
ვინ იცის, იქნებ ,,coca cola,,- ის რეკლამიდან მოსული თეთრწვერა ბაბუას მაგიერ ისევ ,,Sankt Nicolaus,, – წმ. ნიკოლოზი, დაბუნდეს მათ ოჯახებს და ბუხრის წინ ჩამოკიდებული წინდები, ბედნიერებით აავსოს.

7f5abcb6dcfd

მსგავსი ამბები

Back to top button