საკითხავისასარგებლო

საინტერესო ისტორიული ფაქტები (ნაწილი 9)

საინტერსო ისტორიული ფაქტების მეცხრე ნაწილი

1. ჩვეულებრივი მაღვიძარა, რომელიც გერმანიაში გამოუშვეს, მხოლოდ ორ ფრაზას წარმოთქვამს: “არ დამამტვრიოთ, ბოდიში, მე არაფერ შუაში ვარ” და “ადექი”.

2. რუსი მწერლები ლევ და ალექსეი ტოლსტოები არა მარტო მოგვარეები იყვნენ, მათ ცოლებსაც ერთი და იგივე სახელი და მამის სახელები ჰქონდათ – სოფია ანდრეევნა.

3. ნაპოლეონს მისმა საყვარელმა მსახიობმა მარგარიტა ჟორჟმა ერთხელ პორტრეტი სთხოვა სამახსოვროდ და იცით, რა მისცა ნაპოლეონმა? – მონეტა ნაპოლეონდორი. მაასზე იმპერატორი იყო ამოტვიფრული.

4. დაღესტანში არის მთა, რომელიც განსაზღვრული კუთხიდან თუ შეხედვისას ძალიან ჰგავს პუშკინის პროფილს.

5. ყველაზე საშინელი იარაღი ქუვეითის ომის დროს, 1991 წელს, ქალაქ მინალ-აჰმადში გამოიყენეს, – ტერმინალი გახსნეს და ნავთობი სპარსეთის ყურეში ჩაღვარეს.

6. გილიოტინის გამომგონებელი ჟოზეფ გიიოტენი პროფესიით თერაპევტი იყო.

7. გამოქვაბულებში პირველყოფილი ადამიანის შექმნილი ბევრი ფერადი ნახატია აღმოჩენილი. რადგან ძველ ადამიანებს ამ ნახატებში ორი ძირითადი ფერი არა აქვთ გამოყენებული, მეცნიერების ერთი ნაწილი ვარაუდობს, რომ მათი თვალი ვერ აღიქვამდა იმ ფერებს, მეორენი კი ფიქრობენ, რომ ამ ფერის სარებავის მოპოვება იყო რთული ან სულაც შეუძლებელი – ეს ფერებია მწვანე და ლურჯი.

8. XIX საუკუნის პარიზის ქუჩებში ნახავდით მინის ყუთებს, რომლებშიც სალაპარაკო მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. მოწყობილობა რომ გამოეყენებინათ, მინა უნდა ჩაემტვრიათ, დღეს კი, ხანძრის დროს, ტელეფონზე კრეფენ 01-ს.

9. 1780 წელს ინგლისელმა უილიამ ედისმა ძუის კონა ძვლის ჩხირზე დაამაგრა და მიიღო… კბილის ჯაგრისი.

10. ნიდერლანდებში “სექსი ტელეფონით” მომსახურების ოფისში, ათი თვის განმავლობაში ქალის ნაცვლად კაცი მუშაობდა. ის ისე ოსტატურად იცვლიდა ხმას, რომ ასობით კლიენტი მოხიბლა. ოფისის მესვეურნი კმაყოფილი იყვნენ მისი მუშაობით, მაგრამ მან მაინც მიატოვა სამსახური, ეტყობა, სინდისმა შეაწუხა.

11. ამ წიგნის პოპულარობა იმდენად დიდი იყო, რომ კუნძულ მას-აფუერას წიგნის მთავარი გმირის პროტოტიპის სახელი – ალექსანდრ სელკირკი დაარქვეს, ხოლო კუნძულ მას-ატიერას თვითინ ამ გმირის – რობინზონ კრუზოსი.

12. ცნობილ მზეთუნახავს მეი უესტს 44 ზომამდე ხელოვნურად გაზრდილი ტერფები და მკერდის თავებზე კი ოქროს რგოლები ჰქონდა.

13. ვლადიმერ ულიანოვის (ლენინის) ყოველწლიური მმართველობა რუსეთს სამი მილიონი კაცის სიცოცხლედ უჯდებოდა.

14. XIX საუკუნის ინგლისში თვითმკვლელობის უშედეგო მცდელობა სიკვდილით ისჯებოდა.

15. ასდოლარიან კუპიურაზე გამოსახული საათი სამის ოც წუთს აცვენებს.

16. იაპონისს ქალაქ აზიფუს ერთ-ერთი რადიოსადგური 24 საათიან პროგრამას გადასცემს. მას ძალიან ბევრი მსმენელი ჰყავს. როგორც ამბობენ, პროგრამას მათთვის სულიერი სიმშვიდე მოაქვს. ეს რადიოსადგური გადასცემს ადამიანის გულისცემის ხმას.

17. 2006 წელს ამსტერდამში ტრადიციულ ქორწინებაზე უფრო მეტი ერთსქესიანი ქორინება იყო.

18. 1923 წელს ქალაქ ვენაში შეიქმნა საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც დამნაშავეებს სხვა ქვეყანაში დამალვის შანსს არ უტოვებს – ეს არის ინტერპოლი.

19. “დამიჯერეთ, ხალხო მე სულაც არ მივეკუტვნები მაქსიმ გორკის ტაყვანისმცემელთა რიგს”, – დაჟინებით არწმუნებდა ტანამოსაუბრეებს ტვიტ მაქსიმ გორკი.

20. ჩინგიზ-ყაენმა ჯალალ-ედ-დინის 7 წლის შვილი მოაკვლევინა და მისი გული თავის მწევრებს შეაჭამა.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close