გასართობისაკითხავი

ბეჭდები და მათი საიდუმლოება

სამკაული ყველა ქალს უყვარს (და არამარტო ქალს), მაგრამ ყველამ როდი იცის, ესა თუ ის ბეჭედი რომელ თითზე უნდა გაიკეთოს. არსებობს მეცნიერება, რომელიც ამტკიცებს, რომ ამ საკითხს სერიოზულად უნდა მივუდგეთ…

ცერი

დაკავშიერებულია თავთან, კისერსა და ხერხემალთან. კარგია, თუ ამ თითხე გაიკეთებთ ალმასის თვლებით შემკულ ვერცხლის ან თეთრი ოქროს ბეჭედს.

საჩვენებელი

მასზე უნდა გაიკეთოთ საფირონის, ოპალის (ბიოენერგეტიკოსების აზრით, ოპალი ნათესაური კავშირების განმტკიცებას უწყობს ხელს) და აკვამარინისთვლიანი (აკვამარინი მეზღვაურთა ქვად მიიჩნევა) ბეჭედი.

შუა თითი

ამ თითზე უნდა გაიკეთოთ ვერცხლის ბეჭედი, რომელშიც ჩასმული იქნება იისფერი ა შავი თვალი. თუმცა მათ ტარებას მხოლოდ საქმიანი შეხვედრების დროს გირჩევთ.

არათითი

იგი დაკავშირებულია გულთან. ამიტომაც მასზე ირგებენ საქორწინო ბეჭედს. იმისთვის, რომ წარმატება და სიყვარული მოიზიდოთ, ამ თითებზე წითელთვლიანი (ლალი, ძოწი, წითელი იასპი) ბეჭედი ატარეთ.

ნეკი

ძველ სწავლულთა აზრით, ყველაზე პატარა თითი პასუხს აგებს ( :D ) მეტყველებაზე. გირჩევთ მასზე მოირგოთ ყვითელ ( სარიდონი, ქარვა, ტოპაზი) ან მწვანეთვლიანი ( ზურმუხტი, ქრიზოლითი, ქრიზოპრი) ბეჭედი…

ჩემი აზრით ეს ყველაფერი არ შეესაბამება სიმართლეს… თქვენ რას ფიქრობთ? :P

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close