კულტურა

www.ucnauri.ge – ჩვენ გვეკუთვნის!

domain bannerმიუხედავად დიდი წვალებისა და კავკაზუსის ოფისში მისვლებისა, როგორც იქნა მივაღწიეთ იმას, რომ დავარეგისტრირეთ .GE დომენი. ამის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ვინმე ძალით “ვებმასტერ” ბავშვს არ დაერეგისტრირებინა ეს დომენი და არ აღმოვჩენილიყავით ცუდ სიტუაციაში, ჩვენც და ის ბავშვიც  :boli:

მოკლედ ჩვენ მაინც გვიხარია რაღაცნაირად ქართულ ეროვნულ დომენის ყიდვა და აგერ არის ლინკი: www.ucnauri.ge

შეიძლება ბევრს გაუჩნდა კითხვა, რატომ არ არის საიტი .გე დომენზე. მითუმეტეს თუ უკვე ნაყიდი გვაქვს დომენი. მიზეზი არის ძალზედ მარტივი. მე არ დავიწყებ ეხლა იმის მტკიცებას, რომ საქართველოში არ არის განვითარებული არაფერი, საქართველო კი არა Suck-ართველოა და ა.შ. (ესეთი რაღაცეები არ მიყვარს და ვცდილობ, რომ მეც არ ვიფიქრო ამაზე). მოკლედ მიზეზი არის ის, რომ ძვირფას Caucasus Online-ს არ აქვს დომენების ონლაინ რეგისტრაციის სისტემა, რომელიც ზიმბამბვეშიც კი შემოიღეს. ამის გამო ვუცხადებთ პროტესტს და ვრჩებით საერთაშორისო დომენზე, მანამდე სანამ არ გააკეთებენ ონლაინ სისტემას!

BakoLine

In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...

მსგავსი ამბები

Back to top button