არქივი

გამოცანები

85f77eb8d4c2
სახალისო კითხვები


1. ერთი კვერცხი იხარშება სამ წუთში, რამდენ წუთში მოიხარშება 5 კვერცხი?

2. ენთო 7 სანთელი, ჩააქრეს სამი, რამდენი სანთელი დარჩებოდა?

3. ოჯახში 5 ძმაა, თითოეულს ჰყავს თითო და. რამდენი ბავშვია ოჯახში?

4. თუ ღამის 12 საათზე კოკისპირულად წვიმს, შეიძლება თუ არა ვიწინასწარმეტყველოთ, რომ 48 სთ-ის შემდეგ იქნება კაშკაშა მზიანი ამინდი?

5. ქუჩაში მიდიოდნენ: ორი დედა ორი შვილი ბებია და შვილიშვილი. სულ რამდენი მგზავრი მიდიოდა ქუჩაში?

6. ბიჭს იმდენი და ჰყავს, რამდენიც ძმა. მათ დას კი ორჯერ ნაკლები და ჰყავს, ვიდრე ძმა. რამდენი გოგონა და რამდენი ბიჭია ოჯახში?

7. ორი მიწის მთხრელი ორ დღეში თხრის ორ მეტრ მიწას, ათი მიწის მთხრელი ათ მეტრ მიწას რამდენ დღეში გათხრის?

8. წიგნი ღირს 1ლარი და თავისი ღირებულების ნახევარი, რა ღირს წიგნი?

9. ტაფაზე ეტევა ორი ცალი კატლეტი და ერთი მხარის შეწვას უნდა 1წუთი. როგორ შევწვათ სამი კატლეტი სამ წუთში?

10. რამდენი კუბური მეტრი მიწის ამღება შეიძლება ორმოდან, რომლის სიგანე 2, სიგრძე-3, სიღრმე კი 4 მეტრია?

11. რა ნიშანი უნდა დავწეროთ 4-სა და 5-ს შორის, რომ მივიღოთ რიცხვი, რომელიც 4-ზე მეტია და 5-ზე ნაკლები?

12. დაწერეთ უდიდესი ათნიშნა რიცხვი, რომელშიც ყველა ციფრი სხვადასხვაა…

13. როგორ ავიღოთ ონკანიდან (ზუსტად) 4ლ წყალი, თუ გვაქვს 3ლ-იანი და 5ლ-იანი ჭურჭელი?

იმედია არ გაგიჭირდებათ :ucnauri.com:

მსგავსი ამბები

Back to top button