გასართობისაკითხავი

მობილური ამბები


მობილურს ვიყენებთ ყველგან (სადაც იჭერს) და ყოველთვის (თუ ანგარიშზე გვაქვს). ხო და გადავხედოთ სტატისტიკას მთელს მსოფლიოში. მგონი საინტერესოა.

მობილურ ტელეფონს იყენებს 1.600. 000. 000 ახალგაზრდა.

ყოველწლიურად ისინი მობილურ კავშირში ხარჯავენ 330.000.000.000 დოლარს, რაც 12-ჯერ მეტია, ვიდრე მთელს მსოფლიო მუსიკალურ ინდუსტრიაში არსებული თანხა.

2012 წლისათვის მობილური ტელეფონის ყოველი მეხუთე მფლობელი იქნება ინდოელი.

ბოლო ორ წელიწადში ევროპაში მობილურის მომხმარებელთა რიცხვი 11 მილიონით გაიზრდება, ხოლო მთელი მსოფლიოს მასშტაბით 270 მილიონით.

ინდოეთში სოფლის მოსახლეობის მაცხოვრებელთაგან 100 მილიონს აქვს მობილური ტელეფონი.

ღარიბთა 81% ბოლო დოლარებს ხარჯავენ არა საკვებში, არამედ მობილურის ანგარიშის შესავსებად.

მოზარდთა 12% ხარჯავს შემთხვევით (დაპოვნს, მშობლებისგან მიღებულს, ნაჩუქარს და ა.შ.) მობილურის ანგარიშის შესავსებად.

ყოველი მესამე ფილიპინელი ახალგარდა ამბობს, რომ ცხოვრება არ შეუძლია საკუთარი მობილური ტელეფონის გარეშე.

16 წლის ასაკში ყველა მოზარდი ასწრებს ნახოს როგორც მინიმუმ 800 000 სარეკლამო შეტყობინება.

ახალგაზრდების 64% ირჩევს საკუთარ მობილურს პრინციპით ,,ისეთი, როგორიც ჩემს მეგობარს აქვს”.

ბოლო ათ წუთში 7230 მოზარდმა გამოცვალა მობილურში სიმ-კარტა.

ყოველი მეორე მოზარდი ცვლის საკუთარ პროვაიდერს, თუ მეორე პროვაიდერს იყენებს მისი სულ ცოტა 10 მეგობარი.

Apple Store-ს მაღაზიების მოგება ერთ კვადრატულ მეტრზე შეადგენს 4300 დოლარს.

ბრაზილიაში სმარტფონების ბაზარი თავბრუდამხვევად იზრდება – 120% ყოველწლიურად.

ფილიპინელების 67%-ს აქვს მობილური ტელეფონი, 19%-ს – კომპიუტერი, 17%-ს – MP3 პლეერი.

მობილური სოციალური ქსელების ბაზრის ზრდა დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში შეადგენს 240%-ს.

ბოლო 10 წლის განმავლობაში მობილურმა ოპერატორებმა მხოლოდ სმს-ებით ახალგაზრდობისაგან გამოიმუშავეს ტრილიონი დოლარი.

ყოველდღიურად ბრიტანელი 16-24 წლის ადამიანი ყოველდღიურად. ახორციელებს ყველაზე ცოტა 10 მოქმედებას მობილურის დახმარებით.

ახალგაზრდების 83% მობილურ ტელეფონს იყენებს, როგორც ფოტოაპარატს.

ყოველწლიურად ყოველი ბრიტანელი მოზარდი აგზავნის დაახლოებით 18 000 სმს-სს.

საშუალო ინდოელი ყოველდღიურად 5,5 საათს ატარებს მობილურთან ერთად და ამ დროის დიდ ნაწილს მუსიკის მოსმენაში ატარებს.

170 მილიონი ჩინელი იყენებს მობილურ ინტერნეტს.

ხუთი დღის განმავლობაში, Appstore-ს რელიზის შემდეგ, 5 მილიონჯერ გადმოიწერეს Skype მობილურისთვის.

ყოველი მესამე ახალგაზრდა სმარტფონის ყიდვისას ხელმძღვანელობს მეგობრის აზრის მიხედვით, როცა მათ აჩვენებს სასურველი სმარტფონის სურათს.

ოპერატორის ან ტარიფის შეცვლისას ოპერატორები კარგავენ 27 მილიარდ დოლარს… წარმოიდგინეთ, მოგება რამდენი აქვთ? :no:

საშუალო ევროპელი პირველ მობილურს ტეელფონს ყიდულობს 7 წლის ასაკში.

სულ ეს იყო. გმადლობთ ყურადღებისთვის… :thanks: ;)

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close