გასართობისურათებიუცნაური

ტოპ 8 ფეხბურთელების უცნაური ვარცხნილობები

ბრიტანულმა გამოცემა “სანმა” მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების ყველაზე უჩვეულო და სასაცილო ვარცხნილობების რეიტინგი გამოაქვეყნა.

ჩამონათვალის ბოლოში – მე-7 ადგილზე კევი კიგანი აღმოჩნდა, რომელიც ერთადერთი ინგლისელია, ვინც ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად ორჯერ აღიარეს. კიგანმა ფეხბურთელის კარიერა 1982 წელს დაასრულა. მისი იმიჯი გასული საუკუნის 70-იან წლებში აღფრთოვანებას იწვევდა და მისაბაძი მრავალი ფეხბურთელისთვის გახდა.

რეიტინგში მეექვსე ჯეისონ ლია, რომელიც წინა საუკუნის 90-იან წლებში “ნოტინგემ ფორესტის” ღირსებას იცავდა. ვარცხნილობის გამო მას იუმორით “თავზე ანანასიან ფეხბურთელად” მოიხსენიებდნენ.

სიაში მეხუთე პოზიცია წარსულში ცნობილ ნიგერიელ ფეხბურთელ ტარიბო ვესტს მიაკუთვნეს. ტარიბომ, რომელიც 1996 წელს ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, ვარცხნილობის უცნაურ სტილს კარიერის ბოლომდე არ უღალატა.

რეიტინგში დამსახურებულად მოხვდა ცნობილი კოლუმბიელი ფეხბურთელი კარლოს ვალდერამაც, რომელმაც საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობას მიჰყო ხელი. სიაში მეოთხე ვალდერამა მოედანზე არამხოლოდ სათამაშო შესაძლებლობებით, არამედ ვარცხნილობითაც აშკარად ყველასგან გამორჩეული იყო.

“ტოპ შვიდეულში” მესამე “საპრიზო” ადგილი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ, სამგზის წლის საუკეთესო ფეხბურთელსა და ფიფას ვერსიით გასული ათწლეულის რჩეულ მოთამაშეს, ბრაზილიელ რონალდოს ხვდა. ამბობენ, რომ შუბლსზემოთ დატოვებული თმა ფეხბურთელისთვის წარმატების მომტანი იყო, თუმცა რონალდომ მასზე უარი მალევე თქვა და თავი მთლიანად გადაიპარსა.

რეიტინგში მეორე კამერუნის ნაკრების მცველი რიგობერ სონგია, რომელიც ტაბლოიდებმა სამხრეთ აფრიკის მუნდიალის ყველაზე უგემოვნო მონაწილედ დაასახელეს. 33 წლის ფეხბურთელმა ეს “ტიტული” ჩემპიონატის წინ თმისა და წვერის ქერად შეღებვის გამო დაიმსახურა.

ყველაზე სასაცილო ვარცხნილობების ჰიტ-აღლუმის ლიდერი ფრანგი ფორვარდი ჯიბრილ სისე გახდა, რომელიც 2009 წელს “მარსელიდან” “პანათინაიკოსში” გადაბარგდა. სისე უჩვეულო ვარცხნილობას გამუდმებით იცვლის და თავის გულშემატკივრებს მუდმივად აოცებს. “სანის” რჩეულთა სიის სათავეშიც სწორედ ამის გამო მოხვდა.

ბრიტანული გამოცემის რეიტინგში ვერ მოხვდა 23 წლის ტრიუ პოლამალუ. ამის მიზეზი კი მხოლოდ ისაა, რომ ტრიუ არა – ჩვეულებრივი, არამედ ამერიკული ფეხბურთის ვარსკლავია. მისი იმიჯი მართლაც რომ შოკისმომგვრელია და თან, რაც ყველაზე საინტერესოა, მისი ვარცხნილობა რეკორდულად ძვირადღირებულია – 1 მლნ დოლარადაა დაზღვეული.

გთავაზობთ სურათებს

7) კევინ კიგანი


6) ჯეი
სონ ლი

5) ტარიბო ვესტი

4) კარლოს ვალდერამა

3) რონალდო


2) რიგობერ სონგი

1) ჯიბრილ სისე



ტროი პოლამალუ

წყარო:  sportall.ambebi.ge

თეგები

Giga_Asla

დავიბადე 1997 წლის 10 იანვარს. ვცხოვრობ თბილისში, საბურთალოზე, შარტავას 42-ში. ვსწავლობ 199-ე ფიზიკა-მათემატიკურ სკოლა "კომაროვში". ჩემი ჰობია ფეხბურთი.

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close