გამოგონებასაკითხავიუცნაური

მომავლის ადამიანები ოკეანეში, პატარა მცურავ ქალაქებში იცხოვრებენ

მომავლის ადამიანები პატარა მცურავ ქალაქებში დასახლდებიან. ქალაქები  წყნარ ოკეანეში წყლის დიდი შროშანების მსგავსად იტივტივებენ, აცხადებენ ტექნოკომპანია “Shimizu”- ში.

იდეა სურათებისა და მაკეტების სახით “მწვანე” ტექნოლოგიების განვითარების სპეციალისტებმა წარმოადგინეს.

“მწვანე ტივტივა” (Green Float) “უჯრედებადაა” დაყოფილი. თითოეული მათგანი 10 დან 50-მდე  ათას მცხოვრებს დაიტევს. ცათამბრჯენის სიმაღლე 1 კმ. იქნება.

ცენტრალური კოშკების გარშემო ტყე იქნება გაშენებული. სავარაუდოა, რომ “მწვანე ტივტივას” თითოეული “უჯრედის” მოსახლეობა საკუთარი თავის გამოკვებას თავად შეძლებს.

მომავლის ქალაქში ადგილი ფერმებისთვისაცაა. ეს ყველაფერი ბადის მსგავს კონსტრუქციაზე იქნება მოწყობილი, რომელიც 7000 ტონა იქნება.

პროექტი მიზნად ისახავს ისეთი საზოგადოების შექმნას, რომელიც ატმოსფეროს სასათბურე გაზებით არ დააზიანებს. სამრეწველო ნარჩენები, რომლითაც ოკეანე სავსეა, ენერგიის მარაგად გადამუშავდება.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close