ახალი ამბებისაქართველო

საახალწლო ზღაპარი 3D

საახალწლო ზღაპარი – პირველი ქართული 3D ანიმაციური ფილმი

სახელწოდება: საახალწლო ზღაპარი, ბრძოლა ნატვრისთვალისთვის 3D
ხანგრძლივობა: 90წთ
პროდიუსერი კომპანია: სს “რუსთაველი”
რეჟისორი: შალვა რამიშვილი
სცენარისტი: შალვა რამიშვილი
მხატვარი: ზაალ სულაკაური
მუსიკის ავტორი: სალომე კორკოტაშვილი
პროდიუსერები: გია ბაზღაძე, ბაკურ ლაშქარავა, ნუგზარ ასათიანი

მოქმედება ამ თავბრუდამხვევი თავგადასავლებით აღსავსე ფილმში ორ ერთმანეთისგან 1500 წლით დაშორებულ ეპოქაში ხდება. მოქმედების ადგილი კი უცვლელია – კავკსიონის მთებში შეყუჟული შატილი. საუკუნეების წინ შატილელები ფლობდნენ რელიქვიას -ნატვრისთვალს, რომელსაც ყოველი ახალი წლის დადგომისას მშვიდობას შესთხოვდნენ. მაშინ ზღაპრული არსებები ჯერ კიდევ ადამიანებთან ერთად სახლობდნენ. მაგალითდ ფილმის ერთ ერთი მთავარი გმირი ცეროდენა არა მითიური ბიჭუნა, არამედ იქვე მეზობლად მცხოვრები არსება გახლდათ. მაგრამ ჯადოსნური არსებები მხოლოდ კეთილები როდი იყვენენ. და აი შატილს თავს ესხმის ბოროტი ჯადოქარი და მისი არმია, რომელსაც ნატვრისთავლის მოტაცება სწადია.

ფიცხელ ბრძოლაში ჯადოქარმა იმარჯვა და ნატვრისთვალს დაეუფლა. მის წინაამღდეგ დედა-ბუნება აღსდგა და ბოროტი ჯადოქარი, მისი დამქაშები და შატილელებიც თოვლის ზვავმა შთანთქა. მოქმედება 22 საუკუნის საქართველოში ინაცვლებს. თბილისი ულტრათანამედროვე არქიტექტურის მეგაპოლისია. თბილისიდან ახალ შატილში აეროტაქსით მოემართება ფილმის მთავარი გმირი ბიჭუნა გიორგი, რომელსაც ახალი წლის შეხვედრა ბებიასთან და ბაბუასთან მოუწევს. უკვე ცხადია, რომ გიორგის ფანტასტიკური თავგადასავლები გადახდება. მართლაც ის თოვლში ჩამარხულ შატილს აღმოაჩენს და უნებლიედ გააღვიძებს გაყინულ არსებებს, ცეროდენას და ჯადოქრის მსახურს დევს, რომელიც ცულაც არაა ბოროტი, მაგრამ იძულებულა ბიროტებას ამსახუროს. გიორგი ნატვრისთვალსაც წამოიღებს და ის გიორგის ბაბუის ხევისბერთა გვარის შთამომავლის ჯურხას სახლში მოხვდება. იქვე აღმოჩნდება ცეროდენაც და დევიც რომელსაც ჯადიქარი გამოაგზავნის. 22-ე საუკუნის შატილში ფანტასტიური თავგადასავლების შემდეგ დევი იტაცებს გიორგის მეგობარს ხატიას და აცოცხლებს ჯადოქარს. ჯადოქარი და მისი არმია ნატვრისთვალის გასატაცებლად ახლა უკვე თანამედროვე შატილს მოადგება. გაიმართება ფიცხელი ბრძოლა, რომელშიც რა თქმა უნდა სიკეთე იმარჯვებს და ბოროტება მარცხდება.

წყარო : http://zgapari3d.ge/

http://kinoblogi.ge/

თეგები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Back to top button
Close
Close