მისტიკასაკითხავი

მკვლელობა ძეხვის ქარხანაში (ჩიკაგო)


ლუისა ბრიქნესი იყო საკმაოდ მიმზიდველი ახალგაზრდა ქალბატონი. შემთხვევითობას უნდა მივაწეროთ მისი და ადოლფ ლუთგერტის შეხვედრა

ლუთგერტს დანახვისთანავე „შეუყვარდა“ მომხიბვლელი ლუისა, რომელსაც არამხოლოდ სახე ჰქონდა ლამაზი, არამედ წვრილი წელი და მშვენიერი ფიგურა. სულ მალე შედგა ქორწინება. ახლობლები მათ იდეალურ წყვილად მიიჩნევდნენ, თუმცა ერთი შეხედვით პირიქით ჩანდა: ლუისა მთელი 61 სანტიმეტრით დაბალი იყო თავის ზორბა ტანის მქონე ქმარზე და მასთან შედარებით ბავშვს გავდა. ლუთგერტი სიმაღლის გარდა ასაკითაც დიდი იყო ცოლზე (10 წლით). მან ლუისას საქორწინო საჩუქარი გაუკეთა და აჩუქა საკმაოდ მძიმე ოქროს ბეჭედი, რომლის შიგნითა მხარეზე ამოტვიფრული იყო ლუისას ახალი ინიციალები: ლ.ლ (ლუისა ლუთგერტი). რა იცოდა ადოლფმა, რომ სწორედ ეს ბეჭედი გამოააშკარავებდა მას და დაღუპავდა.

მეგობრების და მეზობლების მონაყოლიდან ჩანს, რომ ლუთგერტის აღფრთოვანებამ თავისი მშვენიერი,ახალგაზრდა ცოლით დიდხანს არ გასტანა. ისინი სულ უფროდაუფრო ხშირად კამათობდნენ, ეს კამათი სერიოზულ ჩხუბში გადაიზრდებოდა ხოლმე. მათი უზარმაზარი სახლიდან მუდამ ჩხუბის და ყვირილის ხმა ისმოდა, რაც რა თქმა უნდა მეზობლებისთვის შეუმჩნეველი არ რჩებოდა. ცოტა ხანში ლუთგერტმა ვერ გაუძლო ცოლთან მუდმივ დავას და თავისი საძინებელი გადაიტანა სახლთან ახლოს მდებარე ძეხვის ქარხანაში. სულ მალე სააშკარაოზე გამოდის მისი ურთიერთობა ლუისას მოახლე გოგონასთან, მერი სიმერლინგთან. ამან კიდევ ერთი სკანდალი გამოიწვია ლუთგერტების ოჯახში, მეზობლებს კიდევ ერთი საბაბი მიეცათ საჭორაოდ.

ამ ამბის შემდეგ არცისე დიდი დრო გავიდა და 1 მაისს, 1897 წელს ლუისა გაუჩინარდა. უნდა აღვნიშნო რომ ლუისას 2 შვილი ჰყავდა (ბიჭები) , რომლებთანაც ბატონმა ლუთგერტმა კავშირი გაწყვიტა, ისევე როგორც ლუისასთან. დედის გაუჩინარების შემდეგ სასოწარკვეთილმა ბიჭებმა მიაკითხეს მამას და უთხრეს, რომ გაუჩინარების დღეს ლუისა მასთან აპირებდა მისვლას ქარხანაში. ლუთგერტმა ბიჭები დაამშვიდა და უთხრა , რომ ლუისა თავის დასთან წავიდა და მალე დაბრუნდებოდა. გავიდა რამოდენიმე დღე და ქალი მაინც არ ჩანდა . ბოლოს ლუისას ძმამ, დ. ბრიქნესმა პოლიცია გამოიძახა. დეტექტივი ჰერმან სქოტლერი თავის ხალხთან ერთად ეძებდა ლუისას რამოდენიმე დღის განმავლობაში. დაკითხა ყველა მეზობელი, მეგობარი და ნაცნობი. გაიგო ცოლ-ქმრის უთანხმოებების შესახებ. ის ასევე დაელაპარაკა ძეხვის ქარხნის მფლობელს, რომელმაც უთხრა, რომ 1 მაისს საღამოს 11ის ნახევარზე ლუისა ქარხანაში მივიდა. მისი ნათქვამი დაადასტურა დარაჯმაც და თან დაუმატა, რომ დაინახა ლუთგერტი და ლუისა როგორ კამათობდნენ. ლუთგერტმა ის გაათავისუფლა იმ ღამეს და დასასვენებლად გაუშვა. დარაჯის თქმით, ეს ფაქტი მისთვის საეჭვო არ ყოფილა, მას არც უნდოდა ხელი შეეშალა ცოლ-ქმრისთვის.

დეტექტივმა სქოტლერმა კიდევ ერთი საინტერესო რამ გაარკვია, ლუისას გაუჩინარებიდან სულ ცოტა ხნის შემდეგ ქარხანა დაიკეტა 10 კვირით რეორგანიზაციის მიზნით. ცოლის გაქრობამდე ადოლფმა შეუკვეთა კალქვის და დარიშხანის გარკვეული რაოდენობა. დეტექტივი დააეჭვა ამ ფაქტმა, რაში სჭირდებოდა მას კალქვა და დარიშხანი? სქოტლერი მივიდა იმ აზრამდე, რომ საქმე ეხებოდა მკვლელობას. ლუთგერტმა მოკლა საკუთარი ცოლი. როგორც გაირკვა, სავარაუდოდ მან ლუისა ჩააგდო მჟავაში, შემდეგ კი მისი ნაწილები ქარხნის ღუმელში დაწვა. დეტექტივმა და მისმა ხალხმა გაჩხრიკეს მთელი ქარხანა. ღუმლების გვერდით იყო 1მ და 52 სმ სიღრმის ბაკი, სადაც ჩადიოდა ყველაფერი რაც დაიწვებოდა ღუმელში. ოფიცრებმა ამოაშრეს ყველანაირი ცხიმი და სისველე ამ ბაკიდან. (ღუმელში უვარგისს ხორცს წვავდნენ, სწორედ ამიტომ იყო ცხიმი) დაიწყეს ჯოხით ქექვა ნაცარში და იპოვეს ძვლის პატარა, თითქმის შეუმჩნეველი ნაწილი(სწორედ ამიტომ ივარაუდეს ლუისას მჟავაში ჩაგდება) და ოქროს ბეჭედი, რომელსაც ქვემოდან ჰქონდა ინიციალები „ლ.ლ“ . უკვე ყველაფერი ნათელი იყო . 7 მაისს ადოლფ ლუთგერტი დააკავეს ცოლის მკვლელობის გამო.

ის უარყოფდა ყველაფერს და ამტკიცებდა თავის უდანაშაულობას. არც სხეული იყო ნაპოვნი და არც ვინმე მოწმე გახლდათ ამ მკვლელობის მომსწრე, მაგრამ ბეჭედი ლუისას ინიციალებით ყველაფერს ამბობდა. თუმცა ადოლფი ამბობდა, რომ ლუისამ ბეჭედი უკან დაუბრუნა დაშორების მიზნით. როცა მას უვარგისი ხორცი მიჰქონდა დასაწვავად ბეჭედიც მაშინ ჩაუვარდა ღუმელში. ლუისას ექიმმა განაცხადა, რომ ქალი ბეჭედს თითიდან ვეღარ იხსნიდა, რაც ლუთგერტის ნათქვამს გამორიცხავდა.

ხალხი შოკში ჩააგდო ამ მკვლელობამ. დადიოდა ჭორები, რომ ლუთგერტმა ცოლის ხორცი ძეხვებს შეურია. ამის გამო ცოტა ხანში ქარხანა დაიხურა.

ყველაფრის მიუხედავად ლუთგერტის უდანაშაულობის დასამტკიცებლად ორი სასამართლო პროცესი ჩატარდა , მაგრამ ბრალდებულისთვის ორივე კრახით დამთავრდა. ციხეში ყოფნის დროს ლუთგერტი სულ იძახოდა, რომ ლუისას სული მას მოსვენებას არ აძლევდა, რომ ის ნამდვილი მკვლელის პოვნას სთხოვდა. ლუთგერტი შეურაცხადად მიიჩნიეს და ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს. 1900 წელს ის გარდაიცვალა. დღემდე ბოლომდე არაა გარკვეული ლუისა მართლა მისმა ქმარმა მოკლა თუ არა, მაგრამ სხვა ეჭვმიტანილი ფაქტობრივად არ არსებობს. იმ მკვლელობის შემდეგ ქალაქში დადიოდა ხმები ლუისას აჩრდილის შესახებ. ხალხი ამბობდა , რომ ხშირად ხედავდნენ ქალის მოჩვენებას ლუთგერტების სახლის ფანჯარაში. ზოგი დღესაც ფიქრობს, რომ ლუისას აჩრდილი ისევ დაიარება და შიშით უვლის გვერდს იმ ადგილს ,სადაც ოდესღაც ლუთგერტების სახლი იდგა.

მუსიკისთვის მადლობა საბა აბუთიძეს :(

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close