არქივი

ხერხები შინაგანი სიმშვიდის დასაცავად !

57216511aa42
ამ პოსტს ყველა უნდა გაეცნოს !!! :god:

შინაგანი სიმშვიდის დასაცავად: 1) უპირველეს ყოვლისა, გაუფრთხილდი გარეგან გრძნობებს და ერიდე თავისუფალ ქცევას. კერძოდ: ნურც მიმოიხ­ედავ, ნურც ილაპარაკებ, ნურც ხელებს ამოძრავებ და ნურც თვითონ იმოძრავებ შფოთით, არამედ ყოველივე აღასრულე კეთილკრძალულებით და მშვიდად. როდესაც მიეჩვევი კეთილკრძალულ, მშვიდ ქცევას, ადვილად და ზედმეტი შრომის გარეშე დაიმკვიდრებ გულის სიმშვიდეს, რამეთუ, ვითარცა წმიდა მამები დაამოწმებენ, შინაგანი ადამიანი განწყობას გარეგანი ადამიანისაგან იღებს.

2) სიყვარულით განეწყვე ყოველი ადამიანის მიმართ და იცხოვრე ყველასთან თანხმობით, როგორც გვამცნო წმიდა მოციქულმა პავლემ: „უკეთუ შესაძლებელ არს თქუენ მიერ, ყოველთა კაცთა თანა მშვიდობასა ჰყოფდით“ (რომ. 12,18).

3) დაიცავით სვინდისი უმწიკვლოდ, რომ არაფერში გამხილებდეს და არ გღრღნიდეს, მშვიდობიანი დამოკიდებულება გქონდეს ღმერთთანაც და საკუთარი თავის მიმართაც, მოყვასის და ყოველი საგნის მიმართ, სინდისის ასეთნაირად დაცვა შობს, აღრმავებს და ამრავლებს შინაგან მშვიდობას, როგორც გვარწმუნებს წმიდა დავითი: „მშვიდობა მრავალ არს მათ თანა, რომელთა უყუარს შჯული შენი, და არა არს მათ თანა საცთურ“ (ფს. 118, 165).

4) მიეჩვიე, შფოთის გარეშე დაითმინო ყოველგვარი უსიამოვნება და შეურაცხყოფა. მართალია, ვიდრე ამ ჩვევას შეიძენ, მრავალს ევნები და იგვემები ამ საქმეში გამოუცდელობის გამო. სანაცვლოდ, ოდეს შეიძენ მას, სული ყოველი ასეთი შემთხვევიდან დიდ ნუგეშს პოვებს, თუკი მოინდომებ, დღითი-დღე სულ უფრო უკეთესად წარმართავ შენს თავს და მალე მიაღწევ იმას, რომ შინაგანი ან გარეგანი მღელვარების ჟამს სიმშვიდის დაცვას შეძლებ.

თუკი, რომელიმე შემთხვევაში ვერ შეძლებ გულის დაცვას, გულმოდგინედ ილოცე მაცხ­ოვრის მიბაძვით. ქრისტემ სამჯერ ილოცა გეთსიმანიის ბაღში და შენც მოგცა მაგალითი, რომ ყოველი შეჭირვების ჟამს ლოცვას მიმართო და როგორ ჭმუნვასა და იწროებასაც უნდა განიცდიდე, არ დაუტეო იგი, ვიდრე შენი ნება ღმრთის ნებას დაეთანხმება, ლოცვით დამშვიდებული გული აღივსება მხნეობით – სიხარულით შეხვდეს, მიიღოს და დაითმინოს ის, რაც აქამდე ესრეთ აშინებდა და განევლტოდა. უფალიც ძრწოდა, იურვოდა და წუხდა, მაგრამ ლოცვით გამხნევებულმა, თქვა: „აღდეგით, წარვიდეთ ამიერ; აჰა, ესერა მოიწია მიმცემელი ჩემი“ (მთ. 26,46).

ჯურნალი ,,თბილისელები”

D1to

Loading...

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button