არქივი

ეს საინტერესოა(ნაწილი II)

a8d53cf2cb8b
საინტერესო ფაქტების მიერ უცნაურის წალეკვის მეორე ნაწილი :dabneuli:

1.ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი გამარჯვება თბილისის “დინამომ” მოიპოვა. 1981 წლის 13 მაისს მან ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიპოვა და ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა ევროპის წამყვან საფეხბურთო კლუბებს შორის. აბა შემდეგ გამარჯვების მერე აუვარდათ თავში :lol2:

2.ბირჟა XV საუკუნეში წარმოიქმნა და ფლამანდიელი მევახშის ვან დერ ბურსეს გვარს უკავშირდება. ქალაქ ბრიუგეში (ბელგია), ბურსეს სახლის გვერდით მოედანი,სასტუმრო და საქონლის საწყობებია მდებარეობდა,რაც ვაჭრობისათვის ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა. მოგვიანებით ,ბურსა იგივე ბირჟა სწორედ იმ ადგილებს ეწოდა,სადაც სავაჭრო გარიგებები ხდებოდა.

3.ნიუ-იორკში მხოლოდ მანჰეტენზე იმდენი ტელეფონია,რამდენიც მთელ აფრიკის კონტინენტზე.

4.საქართველოს ტელევიზია 1956 წელს ამუშავდა,როცა თბილისში ფუნიკულიორის სატელევიზიო ანძიდან სახელმწიფო ტელემაუწყებლობამ დაიწყო მუშაობა.

5.პირველი რადიოსადგური 1920 წელს შეიქმნა აშშ-ში,პირველი მექანიკური ტელევიზია კი 1926 წელს ინგლისელმა ჯონ ბეარდმა გამოიგონა. ათი წლის შემდეგ ბრიტანულმა ტელეკომპანიამ ბიბისი-მ რეგულარული სატელევიზიო გადაცემები დაიწყო.

6.1981 წელს კომპანია “აი-ბი-ემ”-მა პირველი პერსონალური კომპიუტერი შექმნა

7.      პირველი მატრებლის სიჩქარე 16კმ/სთ-ს არ აღემატებოდა. ( 16+7=23  :D )

8.საქართველოში ტელეგრაფის ხაზი გერმანულმა კომპანიამ “სიმენსმა” 1860 წელს გაიყვანა. 1868 წელს კი ბაქო-თბილისის ტელეგრაფი გაიხსნა, რომელიც ლონდონი-დელის ტელეგრაფის მსოფლიო ქსელთან იყო დაკავშირებული.

9.ალექსანდრე ბელმა 1876 წელს ფილადელფიაში,მსოფლიო გამოფენაზე ტელეფონის აპარატი წარადგინა,რომელსაც დიდი აღთაცებით არ შეხვედრიან. გამომგონებელს11 წელი დასჭირდა თავისი პატენტის ასბოლოოდ დსასამტკიცებლად.ტელეფონი თბილისში 1892 წელს პირველად გაზეთ “კავკაზის” თნამშრომლებმა გაიყვანეს,ხოლო 1893 წელს 120 აბონენტიანი სატელეფონო სადგური გაიხსნა.

10.ამერიკის შეერთებულ შტატებში იმდენი გზაა,რომ დედამიწას გარს 150-ჯერ შემოუვლის.

11.პირველი ავტომაგრისტრალი (ავტოსტრადა)1942 წელს იტალიის ჩრდილოეთში აშენდა. მისი სიგრძე 85 კმ იყო და მილანსა და ვერეზეს ერთმეთთან აკავშირებდა.

12.საქართველოში პირველი სარკინიგზო გვირაბი,რომლის სიგრძე 4 კმ იყო,ლიხის ქედში გაიყვანეს.

13. პირველი სანაოსნო არხი ძველ ეგვიპტეში გაიყვანეს, რომლის საშუალებით წითელი ზღვა მდინარე ნილოსის ერთ-ერთ შენაკანდ უკავშიდებოდა.სწორედ ამ არხის საშუალებით მოგზაურობდნენ გემები წითელიდან ხმელთაშუა ზღვაში.არხის მშენებლობა ძვ.წ. 600 წელს დაიწყო ძვ.წ. 518 წლამდე გრძელდებოდა,სანამ ეგვიპტე სპარსელებმა არ დაიპყრეს.დროთა განმავლოობაში არხი უდაბნოს ქვიშით დაიფარა და დავიწყებულ იქნა.

14.ექსპერტთა მონაცემებით , საავტომობილო ტრანსპორტის მიერ ავტოსფეროში ყოველწლიურად 4.5 მლრდ ტ ნახშირორჯანგი გამოიოფა.

15.ერთი თვითმფრინავი აფრენა-დაფრენა 7 ათასჯერ მეტ დამბინძურებელს გამოჰყოფს,ვიდრე ავტომობილი დაძვრისას ან გაჩერებისას.

16.  “ტელეგრაფი” ბერძნული სიტყვაა და “შორს წერას” ნიშნავს.

17.ყველაზე დიდი ტანკერი “yahre viking” 1976 წელს იაპონიაშე ააგეს. მისი სიგრძე 458 მეტრია და 564763 ტონას იტევს.

18.მსოფლიოში ყველაზე გრძელი მილსადენია ნავთობსადები “მეგობრობა”,რომელიც რუსეთშ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან აკავშირებს. მისი სიგრძე 525 ათასი კმ-ია.

19.ჰაერში მოგზაურობა ცხელი ორთქლით სავსე საჰაერო ბურთებით დაიწყო.XIX საუკუნის ბოლოს გამოიყენეს დირიჟაბლი. აეროპლანით პირველი გაფრენა კი 1903 წელს მოხდა.

20.ამაზონელთის ჯუნგლებში,აფრიკასა და ზონდის კუნძულებზე ცხოვრობენ ტომები,რომელთაც დღემდე არ იციან, რა არის ტრანსპორტი.

21.მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციების მონაცემებით, 2009 წელს მთელ მსოფლიოში 880 მლნ ტურისტი მოგზაურობდა,ხოლო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 946 მლრდ დოლარი შეადგინა.

22.ძველმა ბერძენმა მეცნიერმა ანაქსიმანდრემ იონელ მეძღვაურთა ცნობების საფუძველზე დედამიწის პირველი რუკა შეადგინა.

23.დასვენებისა და გართობის მიზნით მოგზაურობა პირველად ძველ რომაელებს შორის გახდა პოპულარული,რომლებიც ძირითადად პირამიდების დასათვალიერებლად ან ზღვაზე და მთებში დასასვენებლად მიემგზავრებოდნენ.

24. დიდ ქალაქებში ერთ მცხოვრებზე გაანგარიშებით,  10ჯერ მეტი წყალი მოიხმარება და ჭუჭყიანდება, ვიდრე სოფლად.

25.ქ.ნიუ-იორკის მცხოვრებლები ყოველდღიურად 24 ათას ტონა ნარჩენს ყრიან.

26.საქართველოში ქალაქის მოსახლეობის დაახლოებით 40% თბილისში ცხოვრობს.

27. ბევრი ქალაქის სახელწოდება მრეწველობის ამა თუ იმ დარგის სინონიმად იქცა. მაგალითად საფეიქრო მრეწვლებოა- მანჩესტერი,ლიონი;საავტომობილო მერწველობა-დეტროიტი; ოპტიკის-იენა,საათები- ლოკლი; შავი მეტალურგიის- პისტბურგი და სხვ.

28.პირველი ნამდვილი ქალაქი- იერიქონი ბაბილონში ძვ.წ. 8000-იან წლებში დაარსა.

29.სომეხი ხალხი თავის თავს “ჰაის”უწოდებს,ხოლო ენას – ჰაიერენს”.

30.ოსები თავს “ირონს” უწოდებენ, ხოლო თვიანთ ქვეყანას “ირისტონს”.

31.აფხაზები თავს “აფსუებს” უწოდებენ.

32.ტერმინი “ზერბაიჯანი” ამ ტერიტორიის უძველეს მოსახლეობას და პირველი დამოუკიდებელი სახლემწიფოს სახეწდოებას – ატროპატენას უკავშირდება. ატროპატენა არაბულად გამოითქმის, როგორც “ადერბაიჯან” და “ცეცხლის ქვეყანას” ნიშნავს. აზერბაიჯანელები თავიანთ თავს “აზერბაიჯანლილარს” უწოდებენ.

33.სომეხი ხალხი თავის თავს “ჰაის” უწოდებეს ხოლო ენას – “ჰაიერენს”.

34.მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიოში მაახლოებით 160 ომს ჰქონდა ადგილი.

35.მსოფლიოში ყველზე მეტი ლტოლვილი ავღანეთში, ირანსა და პაკისტანშია.

36.აშშ-ის ქალაქ ნიუ-იორკში უფრო მეტი ირლანდიელი ცხოვრობს,ვიდრე ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში, უფრო მეტი ებრაელი- ვიდრე თელ-ავივში. ნიუ იორკშია იტალიელთა კვარტალი ე.წ. “პატარა იტალია” და ჩინური დასახლება “ჩაინა-თაუნი”.

37.დედამიწაზე სულ რამდენიმე ქვეყანაა(ბოლივია,მექსიკა,პერუ,ეთიოპია,ავღანეთი).სადაც მოსახლეობის უმეტესობა ზღვის დონიდან 1000 მეტრ სიმაღლეზე მაღლა ცხოვრობს. მათ შორის ყველაზე მაღალმთიანია ბოლივია. აქ მოსახლეობის სამი მეოთხედი ძღვის დონიდან 3700 მეტრ სიმაღლეზე ცხოვრობს,ხოლო ქვეყნის დედაქალაქი ლა-პასი 3620 მ სიმაღლეზე მდევარეობს.

38.ყველაზე მაღლა მდებარე დასახლებები ზღვის დონიდან 5000 მეტრზე ზემოთ ბოლივიაში,პერუსა და ჩინეთშია.

39.იაპონიის მთელი მოსახლეობის ცხრა მეათედი, ხოლო დიდი ბრიტანეთის მსოახლეობას სამი მეოთხედი 50კმ-იანი დაშორების ზოლშია კონცეტრირებული.

40.მსოფლიოში არსებული 14 დამწერლობიდან ერთ-ერთი ქართულია. ქართულ ენაში 17 დიალექტი გამოიყოფა,მაგალითად :იმერული,რაჭული,კახური და სხვ.

41.ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობის აღწერა 7-ჯერ ჩატარდა. საქართველოში 2002 წლის აღწერის მონაცემებით 4 601 500 კაცი ცხოვრბოდა და მოსახლეობის რიცხოვნება 1989 წლის მონაცემებთან შედარებით თითქმის ერთი მეხუთედით შემცირდა.

42.ყოველ წამში დედამიწაზე 4 ადამიანი იბადება და 2 კვდება.

43.სახელი “ბალკანეთი” თურქული წარმოშობისაა და “ტყიანი მთების მწკრივს” ნიშნავს. ბერძნები კი ამ ტერიტორიას “გემების” ნახევარკუნძულს უწოდებდნენ.

44.აღმოსავლეთ საქართველოში წლის თბილ პერიოდში – მარტიდან ოქტომბრამდე ხშირია სეტყვა. 1947 წლის 17 მაისს კახეთში სეტყვის შედეგად ყინულის ფენის სისქემ 10სმ-ს მიაღწია. ზოგი მარცვლის სიდიდე ქათმის კვერცხზე დიდი აღმოჩნდა.

45.საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ მიწისძვრებს შორის დღემდე 7-9-ბალიანი 20-მდე მიწისძვრაა რეგისტრირებული.

46.კასპიის ტბა-ზღვიდან არც ერთი მდინარე არ გამოედინება.

47.1907 წელს კავკასიაში იმ დროისათვის მსოფლიოში ყველაძე გრძელი, 863 კმ სიგრძის ნავთობსადენი ბაქპ-ბათუმი გაიხსნა.

48.მდინარე რეპრუა (საქართველო,აფხაზეთი) ყველაზე მოკლე მდინარეა დედამიწაზე. მისი სიგრძე სულ რაღაც 18 მ-ია. ის შავ ზღვაში ჩაედინება. რეპრუა ყველაზე ცივი მდინარეცაა შავ ზღვისპირა ზოლში.

49.იალბუზის აღმოსავლეთ მწვერვალზე პირველად ყაბარდოელი კ.ხაშიროვი ავიდა 1829 წელს,ხოლო დასავლეთზე-ინგლისელი ალპინისტები ფ.გროვეს მეთაურობით 1874 წელს. 1967 წელს მწვერვალზე ერთდროულად 2400 ადამიანი ავიდა.

50.წყნარი ოკეანე კუნძულების რაოდენობითა და ღრმაწყლიანი ღრმულებით ყველა ოკეანეს აღემატება.

51.წყნარი ოკეანის საზღვაო გზების სიგრძე ორჯერ მეტია ატლანტის ოკეანის საზღვაო გზების სიგრძეზე.

50.წყნარ ოკეანეში 180-ე მერიდიანზე თარიღთა ცვლის ხაზი გადის.

53.ოკეანეს თვითგაწმენდის უნარი აქვს:მასში არსებული ზოგიერთი ბაქტერია ნავთობს ნახშირმჟავად და წყლად შლის , მაგრამ ოკეანეში გაცილებით მეტი რაოდენობის ნავთობი იღვრება,ვიდრე ბაქტერიებს მათი გადამუშავება შეუძლიათ. მეცნიერთა გაანგარიშებით,ოკეანეში ყოველწლიურად დაახლოებით 1.5 მლნ. ტონა ნავთობი ხვდება. 25 მლნ ტ კი საკმარისი იმისათვის , რომ მთელი მსოფლიო ოკეანის ზედაპირი 0.1 მმ სისქის ნავთობის აპკით დაიფაროს.

მე ქე მოვკვდი ამის წერით :sackali: და თუ ვინმემ ბოლომდე მაინც წაიკითხა ბოლშოე სპასიბო.. :(

მსგავსი ამბები

Back to top button