გართობა

ცოტა რამ იაპონელების შესახებ

181344cdde0f

1. იაპონელები საკუთარ ფულს ,,ენ”-ს უწოდებენ, ხოლო დანარჩენი სამყაროსთვის ცნობილია როგორც ,,იენი”. თუმცა იაპონური ბალუტის სახელი მხოლოდ სხვა ენების გავლენით ყოფილა შეცვლილი.

10aea354f345

2. იაპონელი მძღოლები, როდესაც შუქნიშანთან ჩერდებიან, მანქანის ფარებს აქრობენ. უცხოელების აზრით, იაპონელები ამ გზით ცდილობენ დაზოგონ აკუმულატორის ენერგია, თუმცა საქმე ზრდილობაში ყოფილა. როდესაც მანქანა შუქნიშანთან ჩერდება, მძღოლს განათება აღარ სჭირდება და აქრობს მათ, რათა შემხვედრ მძღოლს თვალი არ მოჭრას. კარგი იქნებოდა, სხვა ეროვნების მძღოლები რატომ არ არიან ასეთი ზრდილობიანები? :)

5041af6e68d7

3. როდესაც იაპონელების ცხოვრებაში ტელეფონი შემოვიდა, ისინი პასუხობდნენ მას თავის ენაზე ,,ოი, ოი!”, რაც ქართულად ნიშნავს ,,დიახ, დიახ!”. ახლა ისინი ერთმანეთს ასე პასუხობენ ,,მოსი-მოსი”, რაც ნიშნავს ,,ვლაპარაკობ-ვლაპარაკობ”.

6710742f7868

4. იაპონიაში, სუმოს მთავარი ტურნირის გამარჯვებული მოულოდნელ პრიზს ღებულობს. მას აძლევენ ახალი მანქანის გასაღებს, ერთი წლის სამყოფი ბენზინის მარაგს, ერთი ძროხის წონა ხორცის კონსერვებს (ე.წ. ,,говядина”), მთელი წლის სამყოფ კოკა-კოლას და 1000 ცალ სოკოს სახელწოდებით სიიტაკე.

14c46bed5d0c

5. იაპონიაში შუქნიშნის მწვანე ფერი ადრე ლურჯი ყოფილა. თავიდან, როცა იაპონიის ქალაქების ქუჩებში პირველი შუქნიშანი გამოჩნდა, მასზე იყო სამი ფერი – წითელი, ყვითელი და ლურჯი. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მწვანე განათება უფრო კარგად ჩანდა შორი მანძილიდან ვიდრე ლურჯი. ამიტომ იგი შეცვალეს. თუმცა, ახლაც, მოძრაობისთვის ნების დამრთველ ფერს (მწვანეს) კვლავ ლურჯად მოიხსენიებენ.

6a0fb8ebd82b

6. იაპონიაში ბანკნოტებზე გამოსახულნი არიან მამაკაცები სახეზე და თავზე თმით. ამის მიზეზი ის სულაც არ არის, რომ ძველი იაპონელები უფრო თმიანები იყვნენ. უბრალოდ, ამით იაპონელები ცდილობენ ფულის გაყალბება აიცილონ თავიდან. ბანკნოტზე მაქსიმალურად განსხვავებულ გრაფიკული დეტალებს გამოსახავენ, მაგალითად ფაფუკი წვერი, ულვაშები ან შუბლზე ნაოჭები.

0ddd450075e7

7. ყავა იაპონიაში ძალიან ძვირი ღირს. ერთი ჭიქა ყავის ფასი დაახლოებით 400 იენია (ანუ ენი, იაპონურად), მაგრამ ეს სულაც არ არის ძვირი იმპორტის ან სახელოვანი ბრენდის ბრალი. მითითებული თანხა დამოკიდებული ყოფილა არა ყავაზე, არამედ კაფეში დაკავებულ ადგილზე. როდესაც კლიენტი სასმელს შეუკვეთავს, ამს შეუძლია მშვიდად იჯდეს რამდენიმე საატს, დაისვენოს, წაიკითხოს წიგნი და ა.შ. მას არავინ შეაწუხებს, ხოლო ოფიციანტები მას ზრდილობიანად გაუღიმებენ და წყლითაც კი შეუვსებენ ჭიქას (ქართველი მიმტანები ხომ არ გაგახსენდათ?;) )

35c9acd82c03

მსგავსი ამბები

Back to top button