არქივი

საინტერესო ისტორიული ფაქტები (ნაწილი 8)

f1d8f5515d29
საინტერესო ისტორიული ფაქტების მერვე ნაწილი

1. 1918-1919 წლებში ამერიკასა და ევროპაში გრიპის ეპიდემიამ 20 მილიონი კაცის სიცოცხლე შეიწირა.

2. ვენეციაში ავტომობილით მიმოსვლა აკრძალულია.

3. 1909 წელს მღებავს, გამყიდველს, ბეწვეულის სპეციალისტსა და მედუქნეს გამოგონების მითვისებაში ედავებოდა თვით თომას ალვა ედისონი. დავა 1917 წელამდე გაგრძელდა და სასამართლომ ედისონის პრეტენზიები უსაფუძვლოდ ცნო. ამ ხნის განმავლობაში ოთხეული გაერთიანდა, უკან ჩამოიტოვა ედისონის ფირმა და მთელი მსოფლიო დაიპყრო “მოღრიალე ლომმა” და “თავისუფლების ქანდაკებამ”. ამ ოთხეულმა ჰოლივუდი შექმნა.

4. ამ კონცერნს სათავეში 8 დირექტორისგან შემდგარი საბჭო უდგას. ის აკონტროლებს რედიონულ ფილიალს და ამერიკის ყველა დიდ ქალაქში შტაბ-ბინა აქვს. მისი წლიური შემოსავალი უფრო მეტია, ვიდრე “ფორდის”, “კრაისლერის”, “ჯენერალ მოტორსის”, და “ჯენერალ ელექტრონიქსისა” ერთად აღებული და ეს ორგანიზაცია ამერიკის მაფიაა.

5. საფრანგეთში ლუდოვიკო XIV დროს მუშკეტერთა ორი ასეული იყო: შავები და რუხები. ისინი ამ პრინციპით ცხენების ფერის მიხედვით დაყვეს.

6. მარკო პოლოს გადმოცემით, მონღოლები ლაშქრობების დროს საწვავად უპირატესობას ბამბუკს ანიჭებდნენ, რადგანაც ბამბუკი ხმაურით იწვის და გარეულ ცხოველებს აფრთხობს.

7. ჩერნოგორიის მეფე სტეფან მცირემ XVIII საუკუნეში მხოლოდ ერთი შენობის აგებით აიცილა თურქთა შემოსევა – ეს იყო ყაზარმა ვითომ დასახმარებლად წამოსული რუსებისთვის.

8. ჯვაროსნული ლაშქრობების ისტორიაში უნიკალურია 1212 წლის ლაშქრობა. მიუხედავად იმისა, რომ ლაშქარი მრავალრიცხოვანი იყო, გამარჯვების მინიმალური შანსიც არ ჰქონდა, რადგანაც ეს იყო ბავშვთა ჯვაროსნული ლაშქრობა.(ლაშქრობის მონაწილეთა შორის 14 წელზე მეტი ხნის არცერთი არ იყო).

9. ისინი გამოიგონა პრუსიის მეფე ფრიდრიხ II-მ, რათა უკეთესად დაეგეგმა თავისი ტაქტიკური მანევრები. დღეს მათ მხოლოდ ბავშვები იყენებენ – ეს არის კალის ჯარისკაცები.

10. 1914 წლის 7 იანვარს პირველმა გემმა გაცურა ჯერ კიდევ ოფიციალურად გაუხსნელ პანამის არხში.

11. 2,5 მილიარდი კაცი ადევნებდა თვალს 1997 წელს პრინცესა დაიანას დაკრძალვის ცერემონიალის ტრანსლაციას. სხვათა შორის, 1981 წელს პრინცესას ქორწილს მხოლოდ 800 მილიონმა ტელემაყურებელმა უყურა.

12. 1660 წელს ინგლისში, 11 წლიანი პაუზის შემდეგ, აღდგა მონარქია – გამეფდა ჩარლზ II.

13. 1223 წელს მდინარე კალკაზე 20.000-მა მონღოლმა გაანადგურა რუსებისა და პოლოვცების გაერთიანებული 80.000-იანი ჯარი.

14. რელიგიური ომები კათოლიკებსა და სხვა აღმსარებლობის წარმომადგენლებს შორის ყველაზე ხშირად ეთიოპიაში იმართებოდა.

15. 1976 წელს ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის აღსანიშნავად თოჯინა ბარბი საზეიმოდ მოათავსეს “დროის კაფსულაში” და ჩვენი ეპოქის სიმბოლოდ აღიარეს.

16. ზიად ასადი, როგორც უნიკალური ლინგვისტი, გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. 1891 წლის 30 ივლისს ათენში მან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებისგან შედგენილი კომისია გააოცა, -ის თავისუფლად ლაპარაკობდა და წერდა 58 ენაზე.

17. 1939-1941 წლებში გერმანული გაზეთ “ფიოლკიშერ ბეობახტერის” დევიზი იყო:”პროლეტარებო ყველა ქვეყნისა შეერთდით!”

18. შვედეთის მეფე ბერნადოტს, ყოფილ იაკობინელს, ჰქონდა მკერდზე ტატუ – “სიკვდილი მეფეებს”.

19. იაპონელი სერჟანტი შოიჩი იოკიო კუნძულ გუამზე 1972 წლამდე იმალებოდა. ის მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ქვეითი იყო და ომის დამთავრების შესახებ არაფერი სმენოდა.

20. ევროკავშირის უმაღლესი ორგანოს, ევროპარლამენტის ბიუჯეტის 60% თარჯიმანთა შრომის ანაზღაურებაზე იხარჯება.

წინა ნაწილები:
ნაწილი I
ნაწილი II
ნაწილი III
ნაწილი IV
ნაწილი V
ნაწილი VI
ნაწილი VII

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button