არქივი

Central Park . . .

ebfc029b5516
New York – ამ უდიდესი მეგაპოლისის სახელი ზოგში იწვევს გადაჭედილი ქუჩების,საცობების ასოციაციას,ზოგში თავისუფლების ქანდაკების,11 სექტემბრის ტერაქტის და ა.შ. მე მგონი არავისში იწვევს სიმყუდროვის,სიმშვიდის,სიმწვანის,სიწყნარის ასოციაციას,თუმცა ამ ქალაქში ასეთი ადგილიც არსებობს…

არ ვიცი რამდენად საინტერესო პოსტი გამოვა და რამდენად მოგეწონებათ,მაგრამ შევეცდები დაგანახოთ New York ი სხვა თვალით.
უფრო მეტად კი მინდა ის დავინახოთ თუ როგორია პარკი დაბლა დაგდებული სიგარეტის კოლოფის,სიგარეტის ნამწვის,მზესუმზირის ჩენჩოს,ხის ტოტებზე ჩამოკონწიალებული ცელოფნის პარკის,სკამებზე და სკამის ქვეშ დაგდებული ლუდის ქილის და ათასი სხვა სიბინძურის გარეშე.არ მინდა ერი რომლის კულტურასაც 300 წლის ისტორიაც არა აქვს მისაბაძი იყოს ჩვენთვის სისუფთავეში,თავისი ქალაქის მოფრთხილებაში,ქალაქის სიყვარულში…ჩვენთვის,ვისაც ამდენსაუკუნოვანი კულტურა გვაქვს და Central Park ზე ბევრად ლამაზი პარკებიც გვაქვს. (ჩემი აზრით ბევრი პარკი გვაქ საქართველოში ისეთი,თუ მოწესრიგდება მართლა უკეთესები იქნებიან) მინდა ჩვენც აღვიქვათ პარკი პირველ რიგში როგორც დასვენების,სულიერი განტვირთვის,ან თუნდაც Weekend ის გასატარებელ ადგილად და არა როგორც “კაკ მინიმუმ საზასაო”, “სარაზბორკე” და საპირფარეშოდ…

შეიძლება ვიღაცამ მითხრას კიდე რა გინდაო :) მაგრამ ვერ დამაჯერებს რომ იმასაც იგივე არ უნდა.არავისზე უკეთესი არა ვარ და არც რამე ისეთზე არ ვოცნებობ,რაზეც თითოეულ ჩვენთაგანს არ უფიქრია და უოცნებია.არ გამიგოთ თითქოს მე ანგელოზად და სხვაზე უკეთესად მომაქ თავი :) მეც “კაკ მინიმუმ მიზასავია” პარკში და მეც “დამისტრელია” პარკში (საპირფარეშოდ გამოყენებას ვერ დავიბრალებ და მომკალით თუ გინდათ :D ),მაგრამ მოდი ჩვენთვისაც დასვენების და სულიერი განტვირთვის ადგილი იყოს პირველ რიგში,ნუ დავანაგვიანებთ და გავუფრთხილდეთ,მოვუაროთ ჩვენს პარკებს,სკვერებს…დამიჯერეთ სუფთა პარკში “კაკ მინიმუმ ზასავიც” ბევრად სასიამოვნო იქნება  :kiss: ..
.
b00ed98ab3ed

მაშ ასე,Central Parkი მდებარეობს New York ში კერძოდ Manhattanზე.მისი ფართობია დაახლოებით 3.40 კმ²,სიგრძეში 4კმ,სიგანეში  800მეტრია.Central Park ს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება West 110 Street,დასავლეთით 8 Avenue,სამხრეთით West 59,ხოლო აღმოსავლეთით ქალაქის ერთერთი ცენტრალური და პრესტიჟული გამზირი 5 Avenue.

Central Park ის პროექტი ეკუთვნით Frederick Law Olmsted ს და Calvert Vaux ს.პარკი თითქმის 98% ხელოვნურადაა შექმნილი,მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ ბუნებრივად გამოიყურება.იგი შეიცავს რამდენიმე ხელოვნურ ტბას, საცალფეხო ბილიკებს, ორ საციგურაო მოედანს, საცხოველეს,მინდვრებს სხვადასხვა სპორტული დანიშნულებისთვის და ბავშვების სათამაშოდ.ასევე აქვს 10კმ სიგრძის ველოსიპედის ბილიკი,რომელიც საკმაოდ პოპულარულია მორბენალთა,სკეიტერთა და რა თქმა უნდა ველოსიპედისტთა შორის.

d86cd7ec9168

b2ef1916babc

937ce5e28728

f2b60ef72de2

ad7bd8cb2221

1bbb74236875

901305378126

fbc39c29217a

ebce1d2e2b22

96de56e9cc3e

P.S. გისურვებთ და ვისურვებ ჩვენი პარკებიც მალე ყოფილიყოს ასეთი სუფთა… ;)

მსგავსი ამბები

Back to top button