არქივი

ბრიტანელი მკვლევარების საინტერესო დასკვნები…

22f5a0baf487

ბრიტანელი მკვლევარები ამკიცებენ, რომ წითელ ფორმებში მოთამაშე ფეხბურთელებს უფრო მეტი შანსი აქვთ საკუთარ მოედანზე გამარჯვების. დანარჩენი გაგრძელებაში

რობერტ ბანტონმა (დარემის უნივერსიტეტი) და კარენ გრესტმა (პლიმუტის უნივერსიტეტი) კოლეგებთან ერთად გააანახლიზეს თამაშების სტატისტიკური მონაცემები. შეისწავლეს ბრიტანეთის კლუბების თამაშები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

დარემის უნივერსიტეტის მეცნიერებმა უფრო ადრე გამოიკვლიეს, რომ წითელი ფორმა დიდ როლს თამაშობდა ოლიმპიური ნაკრებების წარმატებაში. ახალი კვლევის მიზანი იყო გამოეკვლიათ, ასევე ქონდა თუ არა წითელ ფერს გავლენა ფეხბურთში.

აღმოჩნდა, რომ კლუბებმა, რომელთა ფორმა ძირითადად წითელი ფერის იყო (მაგალითად, მანჩესტერ იუნაიტედი, ლივერპული, არსენალი), უფრო მეტი გამარჯვებები მოიპოვეს, ვიდრე დანარჩენებმა, რომელთა ფორმა იყო თეთრი, ყვითელი, ლურჯი თუ სხვა ფერის. აღსანიშნავია, რომ საუბარია მხოლოდ საკუთარ მოედანზე გამართულ შეხვედრებზე. ამ შემთხვევაში, როგორც წესი, გუნდებს აცვიათ წითელი ფორმა. სხვის მოედანზე გასამართ თამაშებში მიდის ფერების გადასვლა კლუბის ძირითად ფერსა და სხვა ფერებს შორის (ფეხბურთის მოყვარულებმა ალბათ იციან, რომ ყველა კლუბს აქვს ერთი ძირითადი, მაგრამ რამდენიმე სათადარიგო ფერის ფორმა), ამითომ გასვლითი თამაშების მოგება განსაზღვრული არ არის. მკვლევართა აზრით, მოწინააღმდეგის მოედანზე კლუბის მარცხის მიზეზი სწორედ წითელი ფორმის არ გამოყენებაა (?).

f646934c1fea

მკვლევარები დარწმუნებილები არიან, რომ მიღებული შედეგები არ არის სტატისტიკური ,,მოჩვენება”. ისინი ამ ფაქტის ორ ახსნას გვთავაზობენ. პირველი, წითელ ფორმას შეუძლია გულშემატკივრის გაუაზრებელი სიმპათიის გამოწვევა, რადგან წითელი ფერი, ბუნებრივი სახით, მამაკაცურობასთან და ძალასთან ასოცირდება. ამას მოყვება უკვე ის, რომ კლუბი იღებს დიდ მორალურ და ფინანსურ მხარდაჭერას საზოგადოებიგან. მეორე ფაქტორია, რომ თავად გუნდი გრძნობს თავდაჯერებულად თავს წითელ ფორმაში, ხოლო მოწინააღმდეგე – პირიქით.

313efbe16a1c

დღევანდელ ბრიტანულ ფეხბურთში წითელის დომინირება იკლებს, ამის მიზეზი კი უცხოელი ინვესტორების დაინტერესებაა კლუბების მიმართ, რომელიც უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორია, ვიდრე ფორმის ფერი.

საინტერესოა, თქვენ რამდენად ეთანხმებით მკვლევარებს? ჩემი აზრით, ამაში სიმართლის მარცვალი შეიძლება მართლა იყოს, მაგრამ ძალიან მცირე. ცუდ გუნდს წითელი ფორმა კი არა, ნიტრო-ბუცები რომ ჩააცვა, მაინც არაფერი ეშველება, თუ კარგად თამაში არ დაიწყეს ფეხბურთელებმა. :)

მსგავსი ამბები

Back to top button