გამოგონებასასარგებლო

მობილური ტელეფონების წარმოშობის ისტორია


შორ მანძილზე კონტაქტის იდეა ძალიან დიდი ხნის წინაც აწუხებდათ ადამიანებს  – ჯერ კიდევ ძველ დროს, საუკუნეების წინ ცეცხლის კვამლი და სიმაღლეებზე დანთებული კოცონი აძლევდათ მათ საშუალებას სწრაფად გადაეცათ მოახლობეული საფრთხის შესახებ ინფორმაცია.

მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს საფრანგეთში შეიქმნა ტელეგრაფი, რომელიც თავიდან გამიყენებოდა როგორც სემაფორი და შემგომი გახდა ელექტრონული.


აი ტელეფონის შექმნა კი მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი როდესაც მეცნიერების ჰორიზონტზე გამოჩნდა ალექსანდრ ბელი. ბევრი დღემდე ხუმრობს: მან ტელეფონი შექმნა მხოლოდ იმიტომ რომ, სკოლაში ცუდათ სწავლობდა და არ იცოდა ეს რომ, შეუძლებელი იყო. :)
შორ მანძილზე ხმების გადაცემის პრობლემაზე ალექსნადრ ბელი ადრეული ასაკიდან ფიქრობდა. მამამისი უნივერსიტეტში მუშაობდა ინსტრუქტორად და მან შექმნა ზეპირსიტყვაობის ვიზუალურად სწავლების მეთოდი, რისი წყალობითაც ნებისმიიერს შეეძლო შეესწავლა სწორად წარმოეთქვა სიტყვები უცხოური ენის არ ცოდნის შემთხვევაშიც კი. მომავალი გამომგონებლის დედას ნაადრევად დააკლდა ყურს, რამაც მას კიდევ ერთი სტიმული მისცა ექსპერიმენტები ჩაეტარებინა ხმების გადაცემის სფეროში.
თავიდან ახალგაზრდა ბელი მუშაობდა ელექტრონულ კამერტონებთან, რისი დახმარებითაც ის იღებდა ხმებს რომელიც ძალიან გავდა ადამიანისას. ამის შემდეგ ის დაფიქრდა იმაზე თუ როგორ შეიძლებოდა ეს ხმები ყოფილიყო გადაცემული შორ მანძილზე.

mobile

ტელეფონის შექმნის იდეა ბელს გაუჩნდა იმის წყალობით რომ, მან ცუდათ იცოდა ფიზიკა  და ძალიან ცუდათ ესმოდა გერმანული ენა. როდესაც მან ორიგინალში წაიკითხა გერმანელი ფიზიკოსის გერმან გელმგოლცის წიგნი, ის აღფრთოვანდა ხმების გადაცემის იდეით ელექტრონული მავთულის საშუალებით, რომელსაც ვითომცდა გამოთქვამდა წიგნის ავტორი. სინამდვილეში გელმგოლცს არასდროს არ გამოუთქვამს მსგავსი იდეა – ბელმა უბრალოდ არასწორად თარგმნა ტექსტი. :) თუმცა ეს არასწორად ნათარგმნი იდეა მას სულში გაუჯდა და დაიწყო იმაზე ფიქრი თუ როგორ შეესხა ხორცი ამ იდეისთვის.

mobile

ტელეფონი შეიქმნა 1875 წელს ალექსანდ ბელის და მისი თანამოაზრენის მიერ: მექანიკოსი ტომას ვატსონის წვლილი მდგომარეობს იმაში რომ, მან პროცესის ტექნიკური მხარის ორგანიზება აიღო საკუთარ თავზე, ხოლო ბელის სიძე, ბანკირი გარდინერ ხაბარდი მათ ფინანსურ საკითხებს აგვარებდა. პატენტის მიღების შემდგომ ბელმა ჩამოაყალიბა კომპანია Bell Laboratories Telephone და საკუთარ გუნდთან ერთად დაიწყო მილიონობით დოლარის შოვნა. 33 წლის ასაკში ბელი ჩამოშორდა საქმიანობას , იყიდა მამული მიყრუებულ კუნძულზე სადაც ვერავინ ვერ შეუშლიდა ხელს ახალი გამოგონებიბის შექმნაში. ის სიცოცხლის ბოლომდე იმ კუნძულზე ცხოვრობდა..

მას შემდეგ ტელეფონმა განიცადა ევოლუცია. 1946 წელს ამოქმედდა პირველი კომერციული რადიოტელეფონის ქსელი, რადიოგადაცემებზე ბაზირებული, ატს-ი და რადიო სადგურები რომლებიც მანქანაში მონტაჟდებოდა. კავშირი ძალიან ცუდი იყო: პირველ რიგში რადიო სადგურის მოქმედების რადიუსი ძალიან პატარა იყო, მეორე რიგში ეთერში ბევრი ხარვეზები იყო, ხოლო აი მესამე რიგში კი მოსაუბრეებს შეეძლოთ მხოლოდ რიგ-რიგობით ელაპარაკათ(იმისთვის რომ რამე გეთქვა უნდა დაგეჭირა ღილაკისთვის, ხოლო იმისთვის რომ მოგესმინა მოსაუბრისთვის ღილაკისთვის უნდა აგეშვა ხელი)

1962 წელს bell-ის და nasa-ს ერთობლივი ძალისხმევის წყალობით კოსმოსში იქნა გაშვებული Telstar – პირველი ხელოვნური დამაკავშირებელი სატელიტი. გაჩნდა სატელიტური კავშირი. 10 წელზე მეტხანს მოუნდა კაცობრიობა შეექმნა ამ კავშირისთვის შესაბამისი აპარატი და მხოლოდ 1973 წელს ეს შეძლო კომპანია მოტოროლამ(Motorola). პირველი მობილური აპარატი გავდა აგურს – სიმაღლე 25სმ და წონა დაახლოებით 1კგ.
ასეთი აპარატის მუდმივი ტარება მისივე შემქმნელების ხუმრობანარევი ნათქვამით საგრძნობლად ამაგრებდა კუნთებს :)

mobile

ჩვეულებრივი ადამიანებისათვის მობილური ტელეფონი  ხელმისაწვდომი გახდა მხოლოდ 1983 წლის შემდგომ, როდესაც მისი კომერციული გამოეყენების ერა დაიწყო. შემდგომში მისი პოპულარიზაციის ტემპი უბრალოდ განსაცვიფრებელი იყო: 1983 წელს – 1 მილიონი მომხმარებელი,
1990 წელს – 11 მილიონი. 1995 წელს – 90.7 მილიონი. ამჟამად კი 2 მილიარდზე მეტი.

mobile

ფიჭური კავშირით უზრუნველყოფილნი არიან მოხუცები და ბავშვებიც კი. მას იყენებენ უდიდეს ქალაქებსა და მიყრუებულ სოფლებშიც კი. ზოგიერთ ადამიანს ორი ტელეფონი და რამოდენიმე სიმ ბარათიც კი გააჩნია. თანამედროვე ტელეფონები წლიდან წლამდე მჩატდებიან და საერთოდაც აღარ გვანან აგურს :) და რადგანაც პროგრესი არ დგას ადგილზე, გვრჩება მხოლოდ ვიმარჩიელოთ თუ როგორ შეიცვლება ის მომავალში.

mobile

თეგები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Close
Close