ახალი ამბებიგამოგონებავიდეოები

4D სპექტაკლი

მარკა – Ralph Lauren–მა ინტერნეტსა და ონლაინ–ბუტიკში თავისი არსებობის 10 წლისთავთან დაკავშირებით ნიუ-იორკსა და ლონდონში უნიკალური 4D ფორმატში შესრულებული სპექტაკლის დემონსტრირება მოახდინა.

წარმოდგენა 7 წუთს გრძელდებოდა, რომლის დროსაც მედისონ–ავენიუსა და ბონდ–სთრითზე არსებულ – Ralph Lauren–ის მაღაზიათა ფასადებზე პუბლიკას შესაძლებლობა ჰქონდა ეხილა Ralph Lauren–ის მიერ შექმნილი ქალისა და მამაკაცის სამოსის კლასიკურ მოდელთა გიგანტური პროექციები, აქსესუარები, არომატები და პოლოს მოთამაშენი. წარმოდგენამ ადამიანთა 5 ორგანოზე მოახდინა ზეგავლენა, რომლის მიმდინარეობისას ჰაერში მამაკაცთა კოლექციის შემადგენელი ერთ–ერთი არომატის – „Big Pony“–ს სურნელი ტრიალებდა. წარმოდგენის შემდგომ პუბლიკის წინაშე თავად დიზაინერიც წარსდგა.
წყარო: top100.ge

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close