გასართობისაკითხავისასარგებლო

უცნაური სამყარო

● დედამიწის ყველაზე ცხელ და მშრალ ადგილზე, სიკვდილი ველში – 15 სახეობის ჩიტი, 40 ძუძუმწოვარი, 12 ამფიბია, 12 თევზი ბინადრობს. აგრეთვე 545 სახეობის მცენარე ხარობს.

● ქალაქ თეგაზში (საჰარა) ზოგიერთ სახლს მარილის კედლები ქვს. ეს დედამიწაზე ერთ-ერთი მშრალი ადგილია, ამიტომ სახლები წვიმისგან არ სველდება.

● კუნძულებს – ბალისა და ლომბოკს შორის მანძილი 15 მილია. წყლის მაქსიმალური სიღრმე – 341 მეტრი. მიუხედავვად ასეთი სიახლოვისა, კუნძულების ფლორა და ფაუნა ისე განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც იაპონიისა და ინგლისის.

● ყველამ იცის, რომ მთაში ასვლისას ადამიანს არტერიული წნევა ეწევა. ჩრდილოეთ ტიან-შანი ერთადერთი ადგილია, სადაც მთის მოსახლეობას ბარში მცხოვრებ ხალხზე დაბალი წნევა აღენიშნება.

● რეინზე (მდინარე, რომელიც ევროპის რამდენიმე სახელმწიფოზე მიედინება) არის ადგილი, სადაც ექო 20-ჯერ გაისმის. საფრანგეთის ქალაქ ვერდენში ორი კოშკი ერთმანეთისგან 60 მეტრის მოშორებით დგას, შუაში წარმოთქმული სიტყვა 12-ჯერ მეორდება.

● ატლანტის ოკეანეში არსებული თითქმის ყველა კუნძული ვულკანური წარმოშობისაა.

● ძველად ბალტიის ზღვას ქარვის ზღვა ერქვა, ამ მინერალის სიმრავლის გამო.

● იაპონიას მიწისძვრის ქვეყანას უწოდებენ. მის ტერიტორიაზე დღე-ღამეში საშუალოდ სამი მიწისძვრა ხდება: “საუზმეზე, სადილზე და ვახშამზე” – ხუმრობენ იაპონელები. (რა ეხუმრებათ :P)

წყარო: ჟურნალი გზა.

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close