გასართობისაკითხავისასარგებლო

საინტერესო ფაქტები ლუდზე

ლუდის მოყვარულები სრულიადშიი… : ))

* ლუდის ყველაზე დიდი მუზეუმი აშშ-ში, კენტუკიში მდებარეობს. ექსპონატებს შორისაა მილიონზე მეტი საცობი, ქილა, ეტიკეტი. გარდა ამისა, მუზეუმში მდებარეობს 1000 ადგილიანი ლუდის ბარი.

* ამბობენ, აფრიკელი მძღოლები ნიგერიულ ლუდს საწვავის ნაცვლად იყენებენო.

* საბჭოთა წყობის დროს ანტარქტიდაში ლუდის სმა აკრძალული იყო, ახლა კი ნებადართულია.

* ჩეხეთისა და მიუნხენის ბარებში ლუდს მუსიკალური კათხებით მოგართმევენ. კათხის ხელში აღებისას ქვეყნის ჰიმნი ისმის.

* ძველად, ინგლიშსში, პაბის მუდმივ კლიენტებს სასტვენიან, თიხის ლუდის კათხებს ურიგებდნენ ( რადგან პაბებში ყოველთვის ხალხმრავლობა იყო და ოფიციანტს კლიენტის ხმა არ ესმოდა). ლუდის მორიგი ულუფის მოთხოვნისას, კლიენტი ოფიციანტს სასტვენით იხმობდა.

* ძველი ინგლისური წესის თანახმად, სტუდენტს გამოცდაზე ერთი კათხა ლუდი ეკუთვნის.

* ფილადელფიაში, პენსილვანიის მუზემუმძი, ოქროს ჩხირი ინახება, რომლითაც მესოპოტამიელი მდიდარი ქალბატონი პუ-აბი ლუდს წრუპავდა.

* ძველ ბაბილონში ისეთი ტრადიცია არსებოდა : თაფლობის თვის გასვლის შემდეგ ახალდაქორწინებულ სიძეს სიმამრი ლუდის თვეს უწყობდა. მას მთელი თვის მანძილზე ლუდის სმა სიმამრის ხარჯზე შეეძლო.

* XVI საუკუნეში ჩეხეთის ქალაქ ტრუტოვაში ქალაქის კარიბჭეზე საათი ჩამოკიდეს. ის განსაზღვრულ დროს რეკავდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ კლიენტებს ლუდსახარში უნდა დაეტოვებინათ. ვინც წესს დაარღვევდა, ლუდსახარშში შესვლა 1 წლით ეკრძალებოდა.

* ბავარიის ქალაქ პასაუს ლუდის დარბაზში უჩვეულო წესი მოქმედებს: კლიენტებმა არ უნდა ისაუბრონ ფეხბურთზე და არ უყურონ საფეხბურთო მატჩებს. ჩემპიონატების დროს, როცა მთელი მსოფლიო ფეხბურთს უყურებს, ეს ადგილი ხსნაა მათთვის, ვისაც სპორტის ეს სახეობა არ უყვარს. თუ კლიენტებიდან ვინმე სიტყვა “ფეხბურთს” ახსენებს, ლუდის დარბაზში ჩემპიონატის დასრულებამდე არ შეიშვება.

* ლუდზე შეყვარებულმა მუსიკის მასწავლებელმა – ჩეიჩერმა სასმელს “ლუდის სიმფინია” უძღვნა. კომპოზიციაში ჟღერს, თუ როგორ ისმის მინის, თიხისა და რკინი კათხაში ჩასხმული სასმლის ხმა.

წყარო: ჟურნალი გზა… <3

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close