არქივი

ტაქსა

5c25127c55f3

პოსტი სპეციალურად Ninikooo-სთვის. ინფორმაცია ტაქსაზე. და ამ პოსტში შევეხებით იმ პრობლემას, რაც ტაქსას სჭირს ხოლმე ხერხემალზე.

თავიდანვე ვიტყვი რა სჭირს ნინიკოოო-ს ტაქსას ხერხემალზე:

ყველა ტაქსას აქვს ხერხემლის “სრიალა დისკოს” პრობლემა, რასაც ამ ძაღლის სიმსუნაგე აძლიერებს. ტაქსები ასაკის მატებასთან სუქდებიან. მათ ბევრი ვარჯიში არ სჭირდებათ, მაგრამ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად მათთვის აუცილებელია სისტემატიური თამაში და კვების კონტროლი (როგორც ჩანს შენ ძაღლს ბევრს აჭმევდი).

ტაქსა

მართალია, მას დაცინვით “სოსისის ძაღლს” უწოდებენ, მაგრამ სინამდვილეში ტაქსა ენერგიული და გაბედული არსებაა. ნადირობისთვის გამოყვანილი ტაქსა მსხვერპლის დევნისას დიდ შეუპოვრობასა და ამტანობას ამჟღავნებს. მისი გერმანული სახელწოდება დახსჰუნდი (Dachshund) მაჩვზე დაგეშილ ძაღლს ნიშნავს. კარგი ყნოსვა აქვს, თუმცა უფრო ბუნებრივი ტერიერია (მიწის ძაღლი), ვიდრე მონადირე – ხალისით მიძვრება სოროში ბოცვრების, მელიებისა და მაჩვების მოსაძებნად.

ისტორია

გრძელდანიანი და მოკლეკიდურება ძაღლები ძველეგვიპტური ტაძრების კედლებზეა გამოსახული. ტაქსას ქვისა და თიხის ქანდაკებები საბერძნეთში, მექსიკაში, პერუსა და ჩინეთში აღმოაჩინეს. ზოგი დარწმუნებულია, რომ ეს ჯიში გერმანული წარმოშობისაა, რადგან ტაქსას ნაშთები გერმანიის ტერიტორიაზე ბევრ რომაულ დასახლებებშია აღმოჩენილი. არსებობს ტაქსას ექვსნაირი სახეობა: სწორბეწვიანი, როგორც ნორმალური, ასევე მინიატურული ზომისა. ექვსივე ჯიშის ძირითადი ნიშნები ერთი და იგივეა, ერთმანეთისგან მხოლოდ ზომითა და ბეწვის სახეობით განსხვავდებიან. ადრეული მინიატურული ძაღლი ტერიერებისა და პინჩერების პატარა ტაქსებთან შეჯვარებით წარმოიშვა.

აღნაგობა

სხეული: გრძელი და დაკუნთული; ტანით ასუფთავებს მიწას, რომ დაუბრკოლებლად იმოძრაოს.

ბალანი: სწორბეწვიანი: მოკლე, ხშირი ბეწვი და რბილი დამყოლი ტყავი აქვს. უხეში ბეწვი კუდის ქვემო მხარეს ამოსდის.

თავი: გრძელი და ოვალური, ოდნავ მორკალული თავის ქალა და ძლიერი ყბები; დრუნჩი შავი ან ყავისფერი, ბეწვის ფერის შესაბამისად.

თვალები: საშუალო ზომის და მუქი. ლაქებით დაფარულ ძაღლებს შეიძლება ერთი ან ორივე თვალი ნაწილობრივ ან მთლიანად ღია ცისფერი ჰქონდეთ.

ყურები: მოძრავი, გრძელი და ფართო; თავის ზედა ნაწილზე განლაგებული.

კიდურები: დაკუნთული წინა კიდურები; უკანა კიდურები დგომისას ერთმანეთის პარალელურია.

თათები: დიდი წინა და მომცრო უკანა თათები.

კუდი: ოდნავ მოხრილი; აგრძელებს ხერხემლის ზოლს.

. – . – . – . – . – . – . – . – . – . – . – . – . – . – . – . – . – . – . – . – . – . – . – . – . – . – . – . – . – . – . – . -. – .

ხვეულბეწვიანი ტაქსა

ამ მოსიყვარულე ძაღლს მოკლე, სწორი და უხეში ბეწვი აქვს მთელ ტანზე ყურების, წარბებისა და ყბების გამოკლებით. ნიკაპს ხვეული წვერი უფარავს. აქვს ხშირი თივთიკი, გაბანჯგვლული წარბები და თვალსაჩინო ნაწიბურები თვალებზე

პროფესიონალი მონადირეები

ტაქსას შესანიშნავი ყნოსვა აქვს. მას დაჭრილი ტახისთვის ორი დღის განმავლობაშიც უდევნია.

განგაშის ზარი!

ტაქსა კარგი დარაჯია. ძალიან ფხიზელია და საფრთხის გამოჩენისთანავე ხმამაღლა ყეფს, რაც, ერთი შეხედვით, მოულოდნელია მისი პატარა ზომიდან გამომდინარე.

და ბოლოს: ბონუსი (?)

ხასიათი: ტაქსა მხიარული, გონიერი და ზოგჯერ მოუსვენარია.

სურათები:

46140185001f

1db4182c0e4f

03ffb1203aa3

f33503f43ca1

Luka Nadiradze
100001788499692.275.1945428784

კოპირება აკრძალულია

შემდეგი პოსტი იქნება ჩიჰუაჰუაზე სპეციალურად Nucka-სთვის :)

კანიეც :mamao:

მსგავსი ამბები

Back to top button