არქივი

საინტერესო ისტორიული ფაქტები (ნაწილი 5)

858ec3d53af1
საინტერესო ისტორიული ფაქტების V ნაწილი

1. იაპონიაში, თავის დროზე, დაბალ ფენას მზისგან დასაცავად უფლება ჰქონდა, ფართოფარფლებიანი ქუდები გამოეყენებინა, მაღალი წრის წარმომადგენლები კი მზისგან თავს ქოლგით იცავდნენ.

2. თურმე ფრინველებში ყველაზე “კეკლუცი” მტრედი ყოფილა. გამუდმებით ისწორებს ბუმბულს, ფრეთებს, ამიტომაც შეარქვეს ფრანგებმა პიჟონი (ფრანგულად მტრედს ნიშნავს) ადამიანთა ერთ კატეგორიას.

3. ქალაქის შიგნით გამაგრებულ ადგილებს ციტადელს უწოდებენ.

4. კამბოჯის მმართველმა პოლ ლოტმა 3 მილიონი კამბოჯელი შესწირა რევოლუციას და წამალიც კი აკრძალა, რადგან ავად მხოლოდ ბურჟუები ხდებიანო, დიქტატორმა აკრძალა ქორწინება, ცოლებს მამაკაცებს სახელმწიფო უნიშნავდა. წყვილებს შეხვედრა თვეში ერთხელ და მხოლოდ 10 წუთით შეეძლოთ.

5. ესპანეთის მეფე ფილიპე II პირველი ინვალიდი იყო, ვინც გორგოლაჭიან სავარძელს იყენებდა.

6. ლუქსემბურგი ფართობით სამი მოსკოვისხელაა.

7. პოემა “შაჰ-ნამეს” თითოეულ სტრიქონში შაჰმა ფირდოუსს თითო თუმანი გადაუხადა.

8. მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის დედაქალაქში ჩამოგდებული ბომბის ერთადერთი მსხვერპლი სპილო შეიქმნა.

9. 1969 წელს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული სატელეფონო საუბარი შედგა აშშ-ს პრეზიდენტ ნიქსონსა და კოსმონავტებს, არმსტრონგსა და ოლდრინს შორის.

10. მადაგასკარის დედოფალმა რანავალუნამ რამდენიმე ქვეშევრდომი იმისთვის დასაჯა, რომ ისინი უნებართვოდ ეცხადებოდნენ ძილში.

11. მედიცინაში ცნობილია შემთხვევა, როცა ქალმა ძილში ისე იმშობიარა რომ არაფერი გაუგია.

12. რუსეთ-საფრანგეთის ომის დროს პეტრე ბაგრატიონს გენერალ-ლეიტენანტის წოდება მას შემდეგ მიენიჭა, რაც 1805 წელს ოქტომბერში სოფელ შონგრაბენთან ფრანგთა 30-ათასიანი არმია 6 -ათასიანი რაზმით შეაჩერა და რუსეთის ჯარები ალყაში მოქცევისაგან იხსნა.

13. ინდოელთა 80% ვეგეტარიანელია

14. მუსოლინის უმცროს ვაჟს სოფი ლორენის და ჰყავდა ცოლად.

15. თურქეთის სულთან სულეიმან I-ის მიერ უნგრეთში ხარკის მოსათხოვნად გაგზავნილი ელჩი უკან უყუროდ და უცხვიროდ დაბრუნდა.

16. ჩინეთის უკანასკნელმა ტახტიდან გადაყენებულმა იმპერატორმა სიცოცხლის ბოლო წლები თავისი ქვეყნის დედაქალაქში გაატარა, სადაც მებაღედ მუშაობდა.

17. სპარტაკის გადარჩენილი მეომრები რომაელებმა ქალაქ კაპუიდან რომამდე ჩამწკრივებულ ჯვრებზე მიალურსმეს.

18. 1770 წელს შედგა 14 წლის ავსტრიელი პრინცესა მარია-ანტუანეტასა და საფრანგეთის მეფის, 15 წლის ლუდოვიკოს ქორწინება.

19. 1898 წელს ავსტრალიის ქალაქ იდენში ამოვარდა რეკორდული სიმაღლის ქარბორბალა. მისი სიმაღლე 1528 მეტრს, დიამეტრი კი 3 მეტრს შეადგენდა.

20. 325 წელს გაიხსნა ნიკეის I მსოფლიო საეკლესიო კრება, სადაც მიწვეული იყო ბიჭვინთის ეპისკოპოსი სტრატოფილე.

მსგავსი ამბები

Back to top button