საკითხავისასარგებლოსაქართველო

ფოთი (ნაწილი II)


ფოთის ისტორია

ფოთის(ფასის)ბრძოლა 555

ბრძოლა ბიზანტიელებსა და ირანელებს შორის ეგრისი დიდი ომის(542-562) დროს ქ. ოთის(ფასისის) სიმაგრესთან. ირანელების ჯარის სარდალს ნახორგანს იმედი ჰქონდა, რომ ხისგან აგებული სიმაგრის აღება არ გაუძნელდებოდა. მან მოულოდნელად ერთ ღამეში გადაიყვანა კარი მდ. რიონის მარც. მხარეს, რათა ფასისს სამხრეთიდან მისდგომოგა, სადაც რიონი არ დააბრკოლებდა. ბიზანტიელებმა ვერ შეძლეს ნავებით ჯარის გადაყვანა, მდინარეზე, რომ ირანელებისათვის ფასისში შესვლა დაესწროთ, ამიტომ ხმელეთის გზით შევიდნენ ქალაქში და გამაგრდნენ.

ირანელების იერიში ფოთის სიმაგრეზე, სრული მარცხით დამთავრდა. ირანელებმა ამ ბრძოლაში 10000ზე მეტი მეომარი დაკარგეს, რის შემდეგ ქუთათისასა და მუხურისასკენ დაიხიეს.

ფოთის სახემწიფო დრამატული თეატრი

ვ. გუნიას სახელობისა, დაარსდა 1925 წელს. თეატრს ხელმძღვანელობდა ი.ზარდალიშვილი. დასში იყვნენ :ვ.გამყრელიზე, ვ.ჩხიკვაძე, ო.ღოღობერიძე, ნ. ჩიხლაძე, შ.ხონელი, შ.ჯაფარიძე, ქ. ორაგველიძე, ა.ყალაბეგიშვილი და სხვ. 1928 წელს გადაკეთდა მუშათა სახელმწიფო თეატრად, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ბ.გამრეკელი. 1936 წელს დასი გადავიდა ახალ სათეატრო შენობაში და მუშაობას შეუდგა რეჟ. ნ. გოძიაშვილის ხელმძღვანელლლლობით. 1963 წელს თეატრს მიენიჭა ვ. გუნიას სახელი. სხვადასხვა წლებში სხვადასხვა თეატრი მოღვაწეობდნენ:გ. ჟურული, გ.ლაღიძე, ვ. ყუშიტაშვილი, ნ.გოძიაშვილი, თ. ლორთქიფანიძე, ს.კალანდარიშვილი, გ. გაბუნია, ვ.მჭდლიზე, ი.მაცხონაშვილი, ს. ყიფშიძე, ა.გომიაშვილი, რ. ქართველიშვილი, გ. სებისკვერაძე და სხვა. ტეატრის საუკეთესო დადგმებია : ბ.ლავრენიოვის „რღვევა“(1929), შვილერის „ვერაგობა და სიყვარული(1933), ი. ვაკელის „შამილი“(1936), პ. კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება“(1939), კ. გუცკოვის „ურიელ აკოსტა“(1940), ნ. გუცკოვის „ურელ აკოსტა“(1940), ნ. დუმბაძის „მე ვხედავ მზეს“(1963), ა. პუშკინის, „ქვის სტუმარი“,(1974), ი.კაკულიას „განკიცხული“(1980) და სხვ.1984 დასში იყვნენ : საქ. სსრ დამსახურებული არტისტები ა.დობორჯგინიძე, გ. ებრეალიზე, დ.მელქაძე, ს.ყურაშვილი, ჟ.ჩხეიძე, ლ. უგულავა და სხვ. თატრის მთავარი რეჟისორი იყო, საქართველოს სსრ ხელოვანთა დამსახურებული მოღვაწე ლ.მირცხულავა, მთავარი მხატვარი კი ზ.ცხადაია.

ფოთის ჰიდრომექანიზაციის ქარხანა

რესპუბლიკის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მანქანათსაშენი საწარმო. შეიქმნა 1951 წლის მარტში სარემონტო სახელოსმოენის ბაზაზე. თავდაპირველად ფოთის მიწასაწოვი დანადგარების ქარხანა ერქვა. იმჟამად ფოთის ჰიდრომექანიზაციის ქარხანა ერთადერთი საწარმოა, რ–იც სახ, მეურნეობისათვის სერიულად უშვებდა 50 კუბურ მეტრ/სთ და 400 კუბურ მეტრ/სთ მწარმოებლურობის მცურავ მიწასაწოვ იარაღებს, 1962 წლიდან ქარხნის პროდუქცია 23 ქვეყანაში იგზავნებოდა.

ფორ ფოთელები :yvavili:

Natia Gogava | შექმენი შენი ემბლემა

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close