გართობაკულტურაუცნაური

iPhone 82 დღე იდო ზღვის ფსკერზე და ამოღების შემდეგ, კვლავ იმუშავა

1920418 522614741191679 1395858638 n

კაიაკინგის მოყვარულმა ბაიდარკით გადაწყვიტა ავსტრალიის გარშემო ემოგზაურა. დეივ მაკგრეგორმა გადაწყვიტა თავისი შესანიშნავი მოგზაურობა დიდი ხნით დამახსოვრებოდა და შვილებისთვისაც გაეზიარებინა თავისი “ახირებები”. მან გადაწყვიტა პატარა დოკუმენტალური ფილმი გადაეღო თავისი “iPhon 4-ით”.
მან წყლის შხეპებისგან რომ დაეცვა თავისი ტექნიკა იყიდა ტელეფონის შალითა.
როდესაც მისტერ მაკგრეგორიმ ავსტრალიის რამდნეიმე სანაპირო დალაშქრა და უკვე სახლში ბრუნდებოდა გზად შეხვდა დიდი ტალღები, რამაც ბაიდარკის აყირავება დაიწყო. ერთ-ერთმა მორიგმა ტალღამ ძლიერად დაარტყა ნავს და გადმოაბრუნა ის. როდესაც დეივმა ამოაბურნა თავისი ტრანსპორტი შენიშნა, რომ მისი ტელეფონი, რომელიც დამაგრებული ჰქონდა ნავის თავზე მომძვრალიყო.
დეივ მაკგრეგორი იმ სანაპიროზე ცხოვრობს, რომლის სიახლოვითაც მოხდა ეს ფაქტი. როდესაც ის დაბრუნდა სახლში გული ძლიერ დაწყდა, რომ თავისი საყვარელი ტელეფონი დაკარგა და მასთან ერთად თავისი მოგზაურობის ამსახველი ვიდეოც.
ამ რამდნეიმე დღის წინ, ამ “უბედური შემთხვევიდა” 82 დღის შემდეგ, როდესაც ბატონმა მაკგრეგორი სანაპიროზე სეირნობდა, შემთხვევით გადააწყდა “ნივთს”, რომელმაც მართლაც დიდი სიამოვნება მიანიჭა.

iphone survivor
მან თითქმის 3 თვის “უგზო-უკვლოდ” დაკარგული ტელეფონი აღმოაჩინა სანაპიროზე, რომელიც ნახევრად ქვიშაში იყო ჩაფლული. მან ამოიღო თავისი კუთვნილი ნივთი და სახლში წაიღო. იფიქრა ვიდეოს თუ არა ამ ტელეფონს მაინც შევინახავ და იმ მძაფრ შეგრძნებებს ეს გამიღვივებსო.
თუმცა მამაკაცმა მაინც გადაწყვიტა ტელეფონი დაედგა სატენად. როცა მან ტელეფონი შეუერთა დენის წყაროს, ის უეცრად ჩაირთო.
მან ამის შემდეგ თავისი ვიდეო სოციალურ ქსელში ატვირთა და ამით მიიქცია საზოგადოების ყურადღება. ეს მართლაც გასაოცარი ფაქტია, ტელეფონმა ზღვის ფსკერზე, დაბალ ტემპერატურაზე და განსხვავებული წნევის გარემოში გაატარა 82 დღე და შემდეგ კვლავ იმუშავა.
იხილეთ ვიდეო:
http://youtu.be/4KmYAU9JQQY

მსგავსი ამბები

Back to top button