კრეატივისაკითხავისასარგებლო

Women rule the world


ბოლო წლებში, პოლიტიკაში ქალთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. ხოდა, მეც გადავწყვიტე გამეცნო თქვენთვის ის ქალბატონები, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში პირველ პირები არიან.

1. ანგელა მერკელი – გერმანიის კანცლერი


ანგელა დოროთეა მერკელი დაიბადა 1954 წლის 17 ივლისს ლუთერანი პასტორისა და ინგლისური ენის მასწავლებლიშ ოჯახში. განათლება მიიღო ლეიპზინგის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე, მოგვიანებით სწავლა ბერლინში, გერმანიის მეცნიერებათა აკადემიის ქიმიის ცენტრალურ ინსტიტუტში განაგრძო, სადაც მიენი-ჭა დოქტორის ხარისხიც.

პოლიტიკით ბერლინის კედელის დაცემის პერიოდში დაინტერესდა. იყო ლიდერი ქრისტიანული სოციალური გაერთიანებისა და გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი. 2008 წლის 22 ნოემბრიდან კი გერმანიის კანცლერი. მონაწილეობა მიღებული აქვს დიდი რვიანის სამიტზე. ამით იგი ისტორიაში შევიდა, როგორც მეორე ქალი,ტეტჩერის შემდეგ, რომელმაც მასში მონაწილეობა მიიღო. ანგელა არის გერმანიის პირველი ქალი კანცლერი.

2. ქრისტინა ფერნანდეს დე კირჩნერი – ერგენტინის პრეზიდენტი

ქრისტინა კირჩნერი დაიბადა 1953 წლის 19 თებერვალს. გახლავთ წინა პრეზიდენტის, ნესტორ კირჩნერის ქვრივი. მან განათლება ლა პლატას ნაციონალურ უნივერსიტეტში მიიღო. სწორედ აქ შეხვდა მომავალ მეუღლეს და ისინი ერთად გადავიდნენ საცხოვრებლად სანტა კრუზში, სადაც ორივემ იურისტად დაიწყო მუშაობა.

1991 წელს ქრისტინა აირჩიეს პროვინციის გამგებლად, მოგვიანებით კი იგი ხდება ეროვნული დეპუტატი, შემდგომ კი სენატორი. 2007 წლის ოქტომბერში ჩატარებულ არჩევნებში მან 45.3% უპირატესობით გაიმარჯვა და გახდა პირველი არჩეული ქალი პრეზიდენტი არა მხოლოდ არგენტინის , არამედ მთელი სამხრეთ ამერიკის ისტორიაში.

3. დილმა როუსეფი – ბრაზილიის პრეზიდენტი

დილმა ვანა როუსეფი დაიბადა 1947 წლის 14 დეკემბერს ბულგარელი ემიგრანტის ოჯახში. სწავლობდა ბრაზილიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე .17 წლის დილმა აქტიურ მონაწილეობას იღებდა გამოსვლებში იმჟაინდელი დიქტატორის წინააღმდეგ, მომდევნო 6 წლის განმავლობაში მკვეთრად გამოხატავდა საკუთარ ოპოზიციურ იდეებს, სწორედ ამის გამო, იგი 1970-72 წლებში პოლიტ-პატიმრის სტატუსით ბრაზილიის ციხეში იხდიდა სასჯელს. აქ მას საშინელ პირობებში უწევდა არსებობა, მას ხშირად აწამებდნენ და ცდილობდნენ მისგან სხვა აქტივისტებზე ინფორმაციის მოპოვებას.

ციხიდან განთავისუფლების შემდეგ, დილმა შეხვდა ოპოზიციის იმჟამინდელ ლიდერს, კარლოს არაუჟოს, რომელიც მომდევნო 30 წლის განმავლობაში მისი ცხოვრების თანამგზავრი გახდა. მათ ჩამოაყალიბეს ბრაზილიის დემოკრატიული ლეიბორისტული პარტია, რომლის ლიდერი კარლოსი იყო, ხოლო მდივანი კი – დილმა.
2002 წელს დილმა შეუერთდა იმდროინდელი პრეზიდენტობის კანდიდატის, ლუის ინაციო ლულა და სილვას საარჩევნო შტაბს. მისი კანდიდატის გამარჯვების შემდეგ, დილმა ხდება ენერგეტიკის მინისტრი. 2010 წლის არჩევნებში კი მან საკუთარი კანდიდატურა დააყენა და ხმათა უმრავლესობით კიდეც გაიმარჯვა, რის შემდეგაც იგი გახდა პირველი ქალი პრეზიდენტი  ბრაზილიაში. ფორბსის მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიაში კი იგი მე-16 საპატიო ადგილს იკავებს.

4. ჯულია გილარდი – ავსტრალიის პრემიერ მინისტრი

ჯულია ეილენ გილარდი დაიბადა 1961 წლის 29 სექტემბერს უელსში. იგი სულ რაღაც 3 წლის იყო, როდესაც მისმა ოჯახმა დატოვა სამშობლო და ავსტრალიაში გადასახლდა.

მისი აქტიური პოლიტიკური კარიერა 1998 წლიდან იწყება, როდესაც იგი ავსტრალიის ლეიბორისტულ პარტიაში გაწევრიანდა. 2001 წლის ფედერალურ არჩევნებზე, იგი დასახლებისა და ემიგრაციის კომიტეტის წევრად აირჩიეს. 2007 წელს დაინიშნა განათლებისა და დასაქმების მინისტრად. 2010 წლის 24 ივნისს კი იგი გახდა ავსტრალიის 27 და პირველი ქალი პრემიერ მინისტრი.

5. ელენ სირლიფი – ლიბერიის პრეზიდენტი

იგი დაიბადა 1938 წლის 29 ოქტომბერს. დაამთავრა ვისკონსინისა და ჰარვარდის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. პოლიტიკურ მოღვაწეობას ახალგაზრდობიდან ეწეოდა. 32 წლისა იგი უკვე ლიბერიის ფინანსთა მინისტრის პოზიციას იკავებდა. მან ჯერ კიდევ 1996 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე იყარა კენჭი, თუმცაღა დამარცხდა ჩარლზ ტეილორთან. 2005 წლის არჩევნები კი მისთვის წარმატებული იყო, იგი გახდა პირველი არჩეული ქალი პრეზიდენტი არა მხოლოდ ლიბანში, არამედ მთლიანად – აფრიკიაში.

6. შეიკ ჰასინა ოაჯედი – ბენგლადეშის პრემიერ-მინისტრი

შეიკ ჰასინა დაიბადა 1947 წლის 28 სექტემბერს. მისი პოლიტიკური კარიერა საკმაოდ ხანგრძლივ პერიოდს ითვლის. იგი არის შეიკ მუჯიბურ რაჰმანის, ბენგლადენის პირველი პრემიერ მინისტრის, უფროსი შვილი. 28 წლის ასაკში მას შეემთხვა საშინელი ტრაგედია, მისი ოჯახის 17 წევრი მათზე მოწყობილი ტერაქტის შედეგად დაიღუპა. ტერაქტმა იმსხვეროპლა ჰასინას შვილი, დედ–მამა, სამი ძმა… ამის შემდგომ მან დატოვა ქვეყანა და დროებით უცხოეთს მიაშურა, თუმცაღა საკმაოდ მალე დაბრუნდა სამშობლოში და სათავეში ჩაუდგა ბენგლადენის სახალხო ლიგას.

1996 წელს იგი ხდება ბენგლადეშის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი. 2009 წელს მისმა პარტიამ კვლავ იყარა კენჭი საპრეზიდენტო არჩევნებში, სადაც 299 ადგილიდან 230 სწორედ მათი იყო. პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა პრემიერ-მინისტრის პოსტზე შეიკ ჰასინა მეორედ.

7. ჯოანა სიგურდარდოტირი – ისლანდიის პრემიერ–მინისტრი

ისლანდიელი პოლიტიკოსი და მიმდინარე პრემიერ-მინისტრი. იყო ისლანდიის სოციალურ საქმეთა და სოციალური დაცვის მინისტრი 1987-94 და 2007-09 წლებში. 1978 წლიდან პარლამენტის წევრი, არჩეული რეიკიავიკის საარჩევნო ოლქიდან, გაიმარჯვა რვა მომდევნო არჩევნებში დეპუტატობის მანდატზე. 2009 წლის 1 თებერვალს ის პირველი პრემიერ-მინისტრი ქალი გახდა ისლანდიაში; ის არის პირველი ლიდერი მსოფლიოში, რომელიც ღიად აცხადებს საკუთარ არატრადიციულ ორიენტაციაზე. მას შემდეგ, რაც ისლანდიის პარლამენტმა დააკანონა ერთ სქესიანი ქორწინება, ჯოანა ოფიციალურად დაქორწინდა მის დიდი ხნის პარტნიორ ქალზე.

8. ლაურა ჩინჩილია – კოსტა-რიკას პრეზიდენტი

ლაურა დაიბადა 1959 წლის 8 მაისს სან-ხოსეში.პოლიტიკური კარიერა 1990–იანი წლების დასაწყისში დაიწყო. ამ დროს იგი მუშაობდა საერთაშორისო იურიდიული ორგანიზაციის კონსულტანტად. 1994-96 წლებში იყო საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის მოადგილე, შემდგომ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრი, ბოლოს კი – ეროვნული ასამბლეის დეპუტატი.

2010 წლის 7 თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო ხმების 46.7 % და კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა 8 მაისს, საკუთარ დაბადების დღეზე.

9. ტარია კაარინა ჰალონენი – ფინეთის პრეზიდენტი

ტარია ქვეყანას 1943 წლის 24 დეკემბერს მოევლინა ჰელსინკში. პროფესიით იურისტია, კერძოდ, ადვოკატი. მისი პოლიტიკური კარიერა 1971 წლიდან იწყება სოციალურ-დემოკრატიული პარტიის წევრობით. 1979 წლიდან არის ფინური პარლამენტის, ედუსკუნტას წევრი, შემდგომში სოციალურ საკითხებში საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე. ასევე შედიოდა ფინურ მინისტრთა კაბინეტში, თავდაპირველად, როგორც იუსტიციის, ხოლო შემდგომ საგარეო საქმეთა მინისტრი.

ფინეთის სოციალურ-დემოკრატიულმა პარტიამ 2000 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე წამოაყენა ტარია ჰალონენის კანდიდტურა, სადაც მან 51,7% გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ 2005 წელს იგიოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში.

რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, ტარია მეორედაა გათხოვილი. მისი მეუღლეა მასზე 5 წლით უმცროსი პენტი არაიარვი. პირველი ქორწინებიდან ჰყავს ქალიშვილი – ანა, რომელიც სწავლობს საერთაშორისო პოლიტიკას კენტის უნივერსიტეტში .

10. დალია გრიბაუსკაიტე – ლიტვის პრეზიდენტი

56 წლის დალიამ განათლება თვდაპირველად ჟდანოვის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე, ხოლო შემდგომ ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სკოლაში მიიღო.

27 წლის დალიამ მუშაობა დაიწყო ვილნიუსის უმაღლეს პარტიულ სკოლაში, სადაც 1990 წლამდე კითხულობდა პოლიტეკონომიას. 1988 წელს დაიცვა დისერტაცია და გახდა ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი. 1990–1991 წლებში მუშაობდა ეკონომიკის ინსტიტუტში სწავლულ მდივნად. ეკავა მაღალ სახელმწიფო თანამდებობებზე, მათ შორის იყო 2001–2004 წლებში ლიტვის ფინანსთა მინისტრია.

2009 წლის 26 თებერვალს ოფიციალურად დაასახელეს ლიტვის პრეზიდენტობის კანდიდატად, ხოლო 17 მაისს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო ხმების 68.18% და გახდა ლიტვის ისტორიაში პირველი ქალი-პრეზიდენტი.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close