არქივი

გაქვავებული ტყე არიზონაში

536f2e074d74

ეს ტყე ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო პარკია აშშ-ში. ის მდებარეობს ზუსტად არიზონის შუაში ქალაქ ჰოლბრუკთან ახლოს. ეს არის ჯადოსნული ქვეყანა, სადაც შეძლება ნახო საოცარი გაქვავეული ხეები

73eeac07f59a

220 მილიონი წლის წინათ აქ ცხოვრობდნენ დინოზავრები და იზრდებოდნენ გიგანტური ხეები, ხის დიამეტრი დაახლოებით იყო 2 მეტრი, ზოგიერთი მათგანი განადგურდა სიბერით, ზოგი კი წყალდიდობებით და ხანძრებით.

ამ ხეებში შეიძლება იხილო ვარდისფერი ამეთვისტო, შავი მარიონი, თეთრი კვარცი და კრისტალიზაციის პროცესში მყოფი დამპალი ხეები.

88706075367e

დედამიწა იყო ჯერ კიდევ ახალი შექმნილი , მისი ლანდშაფტი მუდმივად იცვლებოდა ვულკანების და მიწისძვრების შედეგად, ხეები იფარებოდა ქვიშით, ვულკანური ფერფლით, იჟღინთებოდა წყლით, მოკლებული იყო ჰაერს, ამიტომ ისინი კრისტალდებოდა. ამ პროცესში წარმოიქმნა ნახევრად ძვირფასი ქვები, ისეთები როგორიცაა ამეთვისტო, ონიქსი, იასპი, აგატი. აი სწორედ ასე შექმნა ბუნებამ ქვის ხეები, რომლებიც დაიმარხა დიდ სიღრმეში.

65 მილიონი წლის წინ კი მიწის და წყლის მუდმივმა მოძრაობამ და ლანდშაპტის ცვლილებებმა გაანთავისუფლა ისინი სამარხებიდან და დღეს ეს გაქვავებული გიგანტები შეგვიძლია ვიხილოთ საკუთარი თვალით და დავტკბეთ მათი სილამაზით.

უნდა გითხრათ, რომ არიზონის პარკი არ არის ერთადერთი ადგილი, სადაც შეგიძლიათ ამ ხეების ნახვა, მაგრამ აქ ისინი ყველაზე დიდია, ეს სანახაობა მართლაც გასაოცარია, ვერც კი იჯერებ რომ ისინი ქვისაა.
ამ ხეებს აქვთ სახელები იმის მიხედვით, თუ რა მინერალი ჭარბობს მათში.

3bf81f6bd420

მართალია, ისინი არ არიან ჩვეულებრივი ხეები, მაგრამ მაინც შეიძლება დაითვალო მათი ასაკის რგოლები. როცა ხვდები, რომ შენ ხედავ და ეხები ხეებს, რომელთა შორის მილიონობით წლის წინათ დადიოდნენ დინოზავრები, საოცარი შეგრძნება გეუფლება.

გაქვავებული ხეების ლანდშაფტი მუდმივად იცვლება, ამიტომ როცა ამ პარკს ესტუმრებით მეორედ, შეიძლება ვერც კი იცნოთ იგი.

46be5f545168

b91b931e6940

a4a9aaa12ff1

Lika Medzmariashvili | შექმენი შენი ემბლემა
100000669112211.1769.245004031

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button