აინშტაინის უაზრო კითხვები (ნაწილი II)
ამ პოსტებს g.mamalaze დებდა რომელიც ჩემი მეგობარია და ეს საქმე მე გადმომაბარა ასე რომ ნახეთ აბა —>
კითხვა N1 : მართალია რომ ჩიტები ნიანგების კბილებს შორის იქექებიან ?
ჩიტები იმ ნიანგების პირში იქექებიან, რომლებიც მზეს პირღია ეფიცხებიან! ეს ჩიტები ნილოსის ხეობაში ცხოვრობენ და სადილის დრო მაშინ უწევთ როცა ნიანგები სიესტით არიან დაკავებულები.
კითხვა N2: რატომ არ გადაშენდნენ ნიანგები?
ნიანგებმა გარემო პირობებთან ადაპტირება შეძლეს, რადგან მათ ორგანიზმში მეტაბოლიზმის პროცესი შენელებულია. ზოგიერთი რეპტილია, დინოზავრებისაგან განსხვავებით, კლიმატუ ცვლილებას კარგად ეგუება. ამიტომაც გადარჩნენ ხვლიკი, კუ , გველი. ნიანგები დღეს ისევე გამოიყურებიან , როგორც მილიონობით წლის წინ. მათი ანატომიური აგებულება გარემო პირობებისადმი თავიდანვე ადაპტირებული იყო.
კითხვა N3: რამდენათ ძლიერი საღეჭი კუნთები აქვს ნიანგს?
ერთი შეხედვით ძლიერი: თავისუფლად შეუძლია დაამსხვრიოს კუს ბაქანი, გოჭის ჩონჩხი. მაგრამ პირს თუ სკოჩით აუკრავთ, ვერ გააღებს. ნიანგები დაუღეჭავად ყლაპავენ თავიანთ მსხვერპლს და მერე ქვას აყოლებენ, რომელიც საჭმლის დაკეპვაში ეხმარება.
კითხვა N4: რატომ ვხედავთ გამუდმებით მთვარის მხოლოდ ერთ ზედაპირს?
იმიტომ რომ მთვარე ერთნაირ დროს ანდომებს გარშემოვლას , როგორც თავის ღერძის ისე დედამიწის გარშემო