კულტურაუცნაური

2010 წლის უჩვეულო გარდაცვალების ფაქტები

a5285795581b
შემოგთავაზებთ ამა წლის რამოდენიმე უჩვეულო გარდაცვალების ფაქტს

d550adf665dc

ჩვენს პატარა ელექტრომეგობრებს დამღუპველი შედეგი მოაქვთ იმუნიტეტისთვის, თავის ტვინის ქსოვილებისთვის, ჯიბეში მოხვედრილი კი იწვევს იმპოტენციას (დაგვერხა მამრებო :D) ხოდა რას მოვაყოლე
ინდოეთის რაჯასტხანის შტატის 23 წლის მკვიდრის მწყემს გოპალ გუჯარის უსულო ცხედარი სამართალდამცველებმა მიმდინარე წლის 17 აგვისტოს აღმოაჩინეს. ახალგაზრდა მამაკაცს დამწვარი ჰქონდა მარჯვენა ყური, კისრისა და მხრის მარჯვენა ნაწილები. გამოძიებამ საქმე განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის მუხლით აღძრა თუმცა მოგვიანებით აი რა დადგინდა: გოპალი ჩვეულებისამებრ, საქონელს მწყემსავდა როცა სახლში ”ნოკიას” ფირმის მობილურით გადარეკა ლაპარაკის დროს აფეთქების ხმა გაისმა და კავშირი გაწყდა. ინდური გამოცემა ”თაიმს ოფ ინდია” იუწყებოდა რომ ეს იყო პირველი ფაქტი მობილურით გარდაცვალების რომელიც აფეთქებით დასრულდა. გამომწვევ მიზეზად დასახელდა უხარისხო აკუმულატორი.

b9a1ef27e0c2

29 წლის მოჩვენებებზე მონადირე კრისტოფერ კეისერი ჩრდილოეთ კაროლინაში თავისი ანომალიური ფაქტებით ცნობილი რკინიგზის ხაზზე მატარებელი-მოჩვენების ხმების მოსმენას ლამობდა, როცა ის ნამდვილმა ლოკომოტივმა გაიტანა. ცნობილია რომ კეისერის გარდაცვალების ადგილზე 1891 წლის 27 აგვისტოს კატასტროფა განიცადა სამგზავრო მატარებელმა და ხევში გადაიჩეხა ამას 30 კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილობრივების რწმუნებით ტრაგედიის წლისთავზე ყოველთვის ისმის ხალხის გოდება და მუხრუჭების ღრჭიალი უხილავი მატარებელი ყოველ წელს ერთსა და იმავე ადგილას ბრუნდება და იმტვრევა. ამა წლის 27 აგვ ისტოს კეისერი ელოდებოდა ამ უხილავ მატარებელს, ნანატრი წამიც დადგა, შემადგენლობა მოჩვენებაზე მონადირისკენ მთელი სისწრაფით მოემართებოდა. კეისერმა იფიქრა რახან მოჩვენებასთან მაქვს საქმეო იგი ფიზიკურად ვერ შემეხებაო. სამწუხაროდ ის მწარედ შეცდა :(

2776c31c8894

გეცოდინებათ არსებობს სპორტის სახეობა : ბრძოლა წესების გარეშე რომელიც მთელ მსოფლიოშია პოპულარული. 2010 წლის მორიგი უჩვეულო გარდაცვალების ფაქტი აშშ-ში დაფიქსირდა ,კერძოდ , კალიფორნიაში. 26 წლის ჯაროდ უაიტმა თავისზე 5 წლით უმცროს მოწინააღმდეგეს პირდაპირი მნიშვნელობით მკერდიდან გული ამოჰგლიჯა. მოგვიანებით მან განაცხადა რომ ორთაბრძოლის დაწყების წინ მან მიიგო ჰალუცინოგენური ნარკოტიკული საშუალება რის გამოც მოეჩვენა რომ მის მოწინააღმდეგეს სხეულში ეშმაკი ჰყავდა ჩასახლებული. ნარკომან მკვლელს სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, რომელიც სისრულეში მოიყვანეს.

0b9ec0008355
ქორწილის დროს სტუმრებმაც და მეფე-დედოფალმაც სანადირო თოფებიდან თითოჯერ უნდა გაისროლონ. ჰოდა სწორედ ამან დაღუპა 45 წლის ფოტოგრაფი კალოგერო სკიმეა. სავარაუდოდ იგი პატარძლის გასროლამ იმსხვერპლა, რომელმაც სავარაუდოდ თოფის ხელში შემაგრება ვერ შესძლო. ყველაზე საინტერესო ის არის რომ, სკიმეას საბედისწერო ქორწილი არ უნდა გადაეღო. მან უბრალოდ თავისი კოლეგა შეცვალა, რომელსაც თურმე გრიპი ჰქონდა და მოსვლა ვერ შესძლო

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button