გასართობისასარგებლოსურათები

Spaghetti…

არ გიყვარს სპაგეტი? და არც გინდა შეგიყვარდეს? მაშინ ნუ გააგრძელებ… :lol2:

ალბათ ყველამ იცით, რომ სპაგეტის სამშობლო იტალიაა, მაგრამ ცოტას თუ გეცოდინებათ, რომ უფრო კონკრეტულად მისი სამშობლოა იტალიის პატარა პროვინციული ქალაქი Genova. ამ პატარა ქალაქში სპაგეტის მუზეუმიც კი აქვთ, სადაც წარმოდგენილია 176 მაკარონის ნაწარმი და რეცეპტი, თუ როგორ მოვამზადოთ ეს კერძი, სოუზი მისთვის. თქვენ წარმოიდგინეთ, ამ მუზეუმში დაცული ერთ-ერთი ექსპონანტთაგანია 1279 წლის 4 თებერვლით დათარიღებული სანოტარო აქტი, რომლის მიხედვითაც Spaghetti დამოწმებულია ერთ-ერთ კულინარიულ ნაწარმად ( იქნებ ჩვენც დავამოწმოთ ხაჭაპური კულინარიულ ნაწარმად, რა იცი რა ხდება,დაგვემოწმებინა იქნებ მაინც :) ).

სპაგეტის სიგრძე უნდა იყოს მინიმუმ 15 სანტიმეტრი…დიამეტრით შედარებით ვიწრო სპაგეტის “სპაგეტინი” ქვია (Spaghettini),ხოლო შედარებით ფართეს “სპაგეტონი” (Spaghettoni).

იტალიურ სამზარეულოში რომ სპაგეტი ხშირად გამოიყენება, ეს არავისთვის ახალი არ უნდა იყოს. სპაგეტი ეს არ არის მხოლოდ მაკარონი, დამატებით სოუზის გარეშე იგი თითქმის არსად არ გვხვდება, რაც შეეხება სოუზს იგი დაახლოებით 10 000 სახის არსებობს. ფაქტიურად, რაც გვიყვარს და მოგვწონს, თითქმის ყველაფერი შეიძლება მოვარგოთ სპაგეტს, თუმცა ყველაზე ხშირად სპაგეტი გვხვდება ტომატის სოუზთან ერთად, მაგალითად როგორიცაა “სპაგეტი ბოლონიურად” (Spaghetti Bolognese ) – ტომატის სოუზით და ხორცის ფარშით…

პირველი პოსტია და ვეცადე გემრიელად დამეწყო ;)


სპაგეტი შამპინიონით :)


სპაგეტი ლორით


აი აქ ვერაფრით გავარკვიე რა ინგრედიენტებია :D ასე დავარქმევდი ამას : “სპაგეტი რაცხაებით და კიდო რაცხა ფოთლით” :D :D


ტომატის სოუზით და საქონლის ხორცით :D


საქონლის ფარშით და ზეთისხილით (და კიდო რაცხა ფოთლით :D )


ისევ საქონლის ფარშით (ოხ ეს ფოთოლი :D )


მიდიებიიიიიიით,ჩემთვის ყველაზე საყვარელი :aaa:


ისევ მიდიებით :)


ტომატის სოუზით და მწვანე ხახვით


არ ვიცი ინრედიენტები,მაგრამ აშკარად გემრიელი ჩანს ;)


ტომატის სოუზით და სტაფილოთი


ტომატის სოუზით


სპაგეტი “აჯაბსანდალი” :lol2:


“აჯაბსანდალი” II :D რა გემრიელი ჩანს :)


“აჯაბსანდალი” III :D :D

P.S. თქვენი არ ვიცი,მაგრამ მე ერთი სული მქონდა დამემთავრებინა ეს პოსტი და სამზარეულო “დამეპყრო”…ნუუ,თუ ასეთ სპაგეტის ვერ გავაძრობ…კარგით ხოო :( იასნია ვერ გავაძრობ,წავედი “ვერმიშელი” მაინც ვჭამო :sackali:

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close