არქივი

საინტერესო ისტორიული ფაქტები (ნაწილი 4)

72908bc633ce
საინტერესო ისტორიული ფაქტების მეოთხე ნაწილი

1. ნაპოლეონის უამრავ სასმელთაგან ერთ–ერთი ცნობილი იტალიელი ავანტიურისტ კალიოსტროს თავის ქალისაგან იყო გაკეთებული.

2. ჰანს ქრისტიან ანდერსენს უშეცდომოდ არც ერთი სიტყვის დაწერა არ შეეძლო.

3. ენდრიუ ჯონსონი აშშ–ს ერთადერთი პრეზიდენტი იყო, რომელიც თავისი ხელით იკერავდა ტანსაცმელს.

4. ინგლისის ოჯახების 1%-ს არც მობილური და არც ჩვეულებრივი ტელეფონი არა აქვს.

5. ერთი ლეგენდის თანახმად, XX საუკუნის 60-იან წლებში (და დღემდეც) ფრიად პოპულარული ჯგუფი სახელს იმ მცირეტიტაჟიან ავტომობილს (beetle-ხოჭო) დაესესხა, რომელიც მათ თაობაში მოდური იყო და ეს იყო “ბითლზი”.

6. 1991 წელს მარტში ვაშინგტონში უძლიერესი ქარბუქი ამოვარდა. მოსახლეობა სახლებში გამოიკეტა და იმავე წლის დეკემბერში ქარბუქმა ნამდვილი “აფეთქება” გამოიწვია, – შობადობამ არნახულად მოიმატა.

7. ინგლისელი ჯარისკაცები სპარსეთის ყურეში ომის დროს შაშხანების ქვიშისაგან დასაცავად პრეზერვატივებს იყენებდნენ.

8. რიჩარდ ლომგუმა კუნძული კვიპროსი მესამე ჯვაროსნული ომის დროს დაიპყრო.

9. ესპანეთის, მავრიტანიის, ბოსნიისა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო ჰიმნებს არა აქვს ტექსტები.

10. განგსტერ ალ კაპონეს შემოსავალი წელიწადში 100 მილიონ დოლარს შეადგენდა. ასეთი მოგება ჰენრი ფორდს არ ჰქონია საავტომობილო ბიზნესში.

11. პოლინეზიაში მცხოვრებ ხალხთა უმრავლესობაში არ არსებობს განსხვავება მამაკაცისა და ქალის სახელებს შორის.

12. წმინდა პეტრეს ტაძარში არის ჩურჩულის დარბაზი, სადაც მსოფლიოში ყველაზე საოცარი ექოა.

13. ერთ-ერთი შედევრი “პიეტა” მიქელანჯელომ თავისი განსასვენებელისთვის შექმნა, მაგრამ თავადვე გაანადგურა. დამტვრეული ნაწილები მისმა მოწაფემ კალცანიამ შეკრიბა და დაასრულა. ეს ქანდაკება დღეს რომში, წმინდა პეტრეს ტაძრაში დგას.

14. შუა საუკუნეების ღვთისმეტყველებს შეეძლოთ დისპტი გაემართათ ნებისმიერ თემაზე, გარდა გემოვნებისა.

15. ნორვეგიის ზოგიერთი გემი იმდენად გრძელია, რომ მასზე მეზღვაურები ველოსიპედებით დადიან.

16. 1921 წელს ჩიკაგოში მიიღეს კანონი, რომლის ძალითაც მოკლე ქვედაკაბაში ჩაცმულ ქალებს 100 დოლარით აჯარიმებდნენ. ეს კანონი 1948 წელს გააუქმეს.

17. აბრაამ ლიკოლნმა 1849 წელს მიიღო პატენტი მცურავ მშრალ დოკზე, ის ერთადერთი იყო აშშ-ს პრეზიდენტებს შორის., რომელსაც პატენტი ჰქონდა აღებული გამოგონებაზე.

18. 1895 წელს ოსკარ უაილდი “ამორალური საქციელისთვის (ჰომოსექსუალიზმისთვის) დააპატიმრეს.

19. 1905 წელს ცუსიმის საზღვაო ბრძოლაში იაპონიის ფლოტმა რუსეთის იმპერიის ფლოტი გაანადგურა.

20. 1850 წელს, როდესაც ინგლისელი გლინტეი პირველად გამოვიდა ლონდონის ქუჩაში ქოლგით, მეეტლეებმა, რომლებიც წვიმიან ამინდში დიდ თანხას შოულობდნენ, ის სცემეს, რადგან ქოლგა თავიანთი ბიზნესის კონკურენტად მიიჩნიეს.

to be continue…

მსგავსი ამბები

Back to top button